1. 1) სათამაშო / სპორტული მოედანი; rugby [cricket] pitch რაგბის [კრიკეტის] მოედანი; the helicopter landed on the football pitch შვეულმფრენი ფეხბურთის სათამაშო მოედანზე დაჯდა / დაეშვა;
2) = wicket 1 2);
2. დონე; ხარისხი; ინტენსივობა; the highest pitch of perfection attainable უმაღლესი ხარისხი სრულყოფილებისა, რომელსაც შეიძლება მიაღწიო; they worked at a fever pitch გამალებით / თავგამეტებით მუშაობდნენ;
3. უპირატ. მუს. 1) ბგერის / ტონის სიმაღლე, პიტჩი; high [low] pitch მაღალი [დაბალი] ტონი; absolute pitch აბსოლუტური სიმაღლე (ბგერისა) [იხ. აგრ. ◇];
2) ტონი, ტონალობა; capability to distinguish pitches სხვადასხვა ტონალობის ბგერების გარჩევის უნარი;
4. საუბ. 1)
რისამე ქება, რეკლამირება (
გასაღების მიზნით); each company was given ten minutes to make its pitch ყოველ კომპანიას ათი წუთი მისცეს საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისათვის;
2) საუბარი, სიტყვა, გამოსვლა, აგიტაცია (ვისიმე დარწმუნების მიზნით); the candidate's campaign pitch საარჩევნო კამპანიისას კანდიდატის გამოსვლა / სიტყვა;
5. 1) სროლა, ტყორცნა (დამიზნებით);
2) მოსროლა, გადასროლა, გადაგდება;
3) სპორტ. ბურთის მოწოდება; მოწოდებული ბურთი (ბეისბოლი, კრიკეტი);
4) სპორტ. (აგრ. pitch shot) ბურთის ჰაერში / მაღლა ასროლა; ჰაერში / მაღლა ასროლილი ბურთი (გოლფი);
6. საქმიანობის ადგილი (გარემოვაჭრისა, ქუჩის მსახიობისა, ორატორისა და მისთ.); when he arrived at the market the best pitches were gone კაცი ბაზარში რომ მივიდა, საუკეთესო სავაჭრო ადგილები უკვე დაკავებული იყო;
7. 1) ზღვ. გრძივი რწევა / ქანაობა (გემისა, ნავისა);
2) ავ. ტანგაჟი, თვითმფრინავის კორპუსის დახრა განივი ღერძის მიმართ / ცხვირის აწევა და დაწევა; the elevator is used to control pitch სიმაღლის საჭე ტანგაჟის საკონტროლებლად გამოიყენება;
8. 1) სპეც. დახრილობა, დაქანება; ქანობი, დაღმართი, ფერდობი; roofs of a low pitch მცირექანობიანი სახურავები; to build on the pitch of a hill გორაკის ფერდობზე რისამე აშენება;
2) მშენ. დახრილობის კუთხე (სახურავისა);
9. ტექ. ბიჯი (ხრახნწირისა, კუთხვილისა, გრაგნილისა და ა.შ.); პიტჩი, მოდული (კბილანას კბილების მოდებისა);
10. პოლიგრ. პიტჩი, სტრიქონის ტევადობა / სიმჭიდროვე (სტრიქონის სისავსე ბეჭდვითი ნიშნებით);
◇ absolute / perfect / pitch მუს. აბსოლუტური სმენა [იხ. აგრ. 3 1)]; to fly at high pitch ʘ პატივმოყვარეა, პატივმოყვარული ზრახვები აქვს; to make a pitch for / to / smb. ვისიმე რაიმეში დარწმუნების / დაყოლიების ცდა / მცდელობა; to make a pitch for smth. რისამე მოპოვების / ხელში ჩაგდების მცდელობა; to queer smb.'s pitch, to queer the pitch for smb. საუბ. ვინმესათვის გეგმების ჩაშლა / საქმის გაფუჭება.