ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

pin II verb
[pɪn]
ბეჭდვა

1. 1) ქინძისთავით, სარჭით და მისთ. მიმაგრება (˂მი˃ამაგრებს), დამაგრება; the message had been pinned to the noticeboard შეტყობინება განცხადებათა დაფაზე გამოაკრეს;

2) ქინძისთავის, სარჭისა და მისთ. მიბნევა (˂მი˃იბნევს), მიმაგრება; her hair was pinned back ქალს უკან გადავარცხნილი თმა სარჭით ჰგონდა დამაგრებული;

2. 1) ვისიმე შებოჭვა (˂შე˃ბოჭავს), შებორკვა, ადგილზე გაკავება; ვისიმე პარალიზების მოხდენა, ვინმესთვის მოქმედების უნარის წართმევა; the passenger was pinned under the wreckage of the truck მგზავრი დამტვრეულ სატვირთო ავტომანქანაში იყო მოყოლილი / სატვირთო ავტომანქანის ნამსხვრევებიდან ვერ გამოდიოდა; the police pinned the mugger against the wall and put handcuffs on him პოლიციამ მძარცველი კედელთან მიიმწყვდია და ხელბორკილი დაადო; he pinned the thief down until the police arrived სანამ პოლიცია არ მოვიდა, კაცს ქურდი მიწაზე ჰყავდა გაკრული;

2) სპორტ. ფიგურის / კოჭის ჩაკეტვა (˂ჩა˃კეტავს) ჭადრაკი, შაში და მისთ.;

3) სპორტ. ბეჭებზე გაკვრა (˂გა˃აკრავს) ჭიდაობა;

to pin down 1) ვინმესგან საჭირო ინფორმაციის მოპოვება (მოიპოვებს); ვისიმე გამოტეხა, ვინმესთვის საკუთარი ზრახვების და მისთ. აღიარებინება; I have been trying to pin him down all week, but he won's say what's going on მთელი კვირაა მის გამოტეხას ვცდილობ, მაგრამ არასდიდებით არ მეუბნება, რა ხდება;

2) ვისიმე (რაიმეზე) დაყოლიება (˂და˃იყოლიებს); ვინმესთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების იძულება; we shall have to pin him down to his promise უნდა ვაიძულოთ, რომ თავისი დაპირება შეასრულოს;

3) რისამე ზუსტად დადგენა (˂და˃ადგენს), აღწერა, განმარტება; it is difficult to pin down the exact meaning of this verb რთულია ამ ზმნის ზუსტი მნიშვენლობის დადგენა;

4) სამხ. ცეცხლით შებოჭვა (˂შე˃ბოჭავს); ადგილს მიჯაჭვა (ინტენსიური ცეცხლის დაშენით); we were pinned down for over an hour მოწინააღმდეგის ცეცხლისაგან ერთ საათზე მეტხანს ადგილს ვიყავით მიჯაჭვული / ადგილიდან ვერ ვიძვროდით;

to pin on ვინმესთვის ბრალის დადება (˂და˃ადებს); ვინმესთვის პასუხისმგებლობის დაკისრება; to pin the blame on smb. ვინმესთვის ბრალის დადება, ვისიმე დადანაშაულება; to pin responsibility on smb. ვინმესთვის პასუხისმგებლობის დაკისრება;

to pin one's faith on / upon / to / smb., smth.მედების ვინმეზე ან რაიმეზე დამყარება.

pin I piña

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0514