1. 1) სურათი, ნახატი; ფერწერული ტილო; to draw / to paint / a picture სურათის დახატვა; a picture in the manner of Raphael რაფაელის სტილით შესრულებული ნახატი; a picture of flowers hung on the wall კედელზე ყვავილების სურათი ეკიდა;
2) ფოტოსურათი, ფოტოგრაფია; to take a picture ფოტოსურათის გადაღება;
2. გამოსახულება (ტელევიზორის და ა.შ. ეკრანზე); კადრი; something's wrong with the TV – the picture is blurry ტელევიზორს რაღაც დაემართა, გამოსახულება ბუნდოვანია;
3. სურათი, აღწერილობა; the police are trying to build up a picture of what happened სხვადასხვა ადამიანების მონათხრობით / აღწერით პოლიცია ცდილობს აღადგინოს მომხდარი ფაქტი;
4. გონებაში წარმოქმნილი ხატი / შთაბეჭდილება; მოგონება; წარმოდგენა; I still have a vivid picture of the first time I saw Paris ახლაც კი ნათლად მახსოვს პარიზის პირველად ნახვით მიღებული შთაბეჭდილება;
5. 1) კინოფილმი, კინოსურათი; it was voted the year's best picture ეს ფილმი წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს;
2) (the pictures) pl იშვ. საუბ. კინოთეატრი;
6. ზუსტი ასლი; ორეული; she's the picture of her mother გოგონა ზედგამოჭრილი დედამისია / დედამისის განსახიერებაა;
7. : blood picture მედ. სისხლის სურათი, ჰემოგრამა; clinical picture მედ. კლინიკური სურათი;
⌇ comical picture კარიკატურა; picture ratio / size / კინ., ტელევ., ფოტ. კადრის / გამოსახულების ფორმატი / ზომა; picture frequency ტელევ. კადრების სიხშირე; picture tube ტელევ. კინესკოპი;
◇ to be the picture of health ʘ ჯანმრთელობის განსახიერებაა; to break into pictures კინ. ეკრანიზება (ლიტერატურული ნაწარმოებისა); to get the picture საუბ. გაგება; მიხვედრა; ჩაწვდომა; oh right, I get the picture ჰო, კარგი, მესმის / გავიგე; to paint a bleak [rosy] picture of smth. რისამე პესიმისტურად / მუქ ფერებში [ოპტიმისტურად / ვარდისფერ ფერებში] დახატვა / აღწერა; she paints a rosy picture of family life ის ვარდისფერ ფერებში ხატავს / აღწერს ოჯახურ ცხოვრებას; to put / to keep / smb. in the picture ვინმესთვის რისამე გაგებინება / ახსნა; ვისიმე ამა თუ იმ საქმის კურსში ჩაყენება; I've been away for a month so you'll have to put me in the picture ერთი თვეა არ ვყოფილვარ, ასე რომ, საქმის კურსში უნდა ჩამაყენოთ.