(
აგრ. phot-)
ტერმინოლოგიური ხასიათის რთული სიტყვის კომპონენტი; ქართულში შეესატყვისება: ფოტო-, შუქ-;
მიუთითებს
1. სინათლესთან კავშირს: photoactive ფოტოაქტიური, შუქმგრძნობიარე; photochemistry ფოტოქიმია; photo-electricity ფოტოელექტრობა; photometer ფოტომეტრი; photophobia ფოტოფობია, სინათლის შიში;
2. ფოტოგრაფიასთან / ფოტოგრაფირებასთან კავშირს: photographer ფოტოგრაფი; photomicrograph მიკროფოტოსურათი, მიკროფოტოგრაფია; photomontage ფოტომონტაჟი; phototelegraphy ფოტოტელეგრაფია; photozincography ფოტოცინკოგრაფია; photomechanical ფოტომექანიკური; photojournalist ფოტოჟურნალისტი.