ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

person noun
[ʹpɜ:sn]
ბეჭდვა

1. 1) ადამიანი; პიროვნება; პირი, პერსონა; სუბიექტი; who is that person ვინ არის ეს ადამიანი? very important person (VIP) მნიშვნელოვანი ადამიანი / პერსონა, ვიპ-პერსონა (აგრ. ირონ.); I noticed that two or three persons were there შევამჩნიე, რომ იქ ორი თუ სამი ადამიანი იყო; he was a pleasant person სასიამოვნო კაცი იყო; a pale, thin person of a man ფერმკრთალი / გამხდარი კაცი; in one's (own) person პირადად, თავად, პერსონალურად; not a single person არავინ, არც ერთი სულიერი; a person does not like to be treated like that არავის არ უყვარს, როცა ასე ექცევიან; what is a person to do? რა უნდა ქნას კაცმა? offences against the person იურ. დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ; the said persons წიგნ. ხსენებული პირები; some person or persons unknown წიგნ. უცნობი პირი ან პირები; what is she like as a person? როგორი პიროვნებაა? რას წარმოადგენს?

2) ემოც.-გამაძლ. ადამიანი, როგორც გონიერი / რაციონალური არსება (ცხოველის ან საგნისაგან განსხვავებით; განსაკ. ის, ვისაც საზოგადოება პიროვნებად მიიჩნევს); he doesn't have a right to be called a person უფლება არ აქვს ადამიანად იწოდებოდეს; we are persons, not puppets პიროვნებები ვართ და არა მარიონეტები;

3) (-person) როგორც რთული სიტყვის კომპონენტი; აღნიშნავს ამა თუ იმ საქმიანობით დაკავებულ ან ამა თუ იმ პროფესიის მქონე პირს (სქესის განურჩევლად): chairperson თავმჯდომარე; salesperson გამყიდველი;

2. წიგნ. 1) გარეგნობა, შესახედაობა, იერი; ფიგურა, აღნაგობა; a young woman of an agreeable person სასიამოვნო შესახედაობის ახალგაზრდა ქალი; she was small and neat of person პატარა და კოხტა ქალბატონი იყო; he has a fine person ის კარგი გარეგნობის მქონე კაცია; to have a commanding person შთამბეჭდავი გარეგნობის ქონა; he was attracted not by her person but by her mind ქალის გარეგნობით კი არ მოიხიბლა, არამედ მისი ჭკუით;

2) ადამიანის სხეული; pure in mind and person გონებითა და სხეულით სუფთა / სპეტაკი; insured against damage to person and property სხეულისა და საკუთრების დაზიანებისაგან დაზღვეული; about / on / one's person ვინმეს სხეულზე; ვინმეს ტანსაცმელში (მაგ. ჯიბეში) დამალული; customs officers found a gun concealed about his person საბაჟოს თანამშრომლებმა ტანსაცმელში დამალული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს;

3. მოქმედი პირი, პერსონაჟი; in the person of წიგნ. ა) როლში; she was wonderful in the person of Ophelia შესანიშნავი იყო ოფელიას როლში; ბ) სახელდობრ, კერძოდ; ვისიმე სახით; the club has a faithful supporter in the person of Jim Brown ჯიმ ბრაუნის სახით კლუბს ერთგული მხარდამჭერი ჰყავს;

persnickety აგრ. persnikity persona¹

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0164