I
1. რიგი, თანამიმდევრობა; გარკვეული რიგით განლაგება; in alphabetical order ანბანის რიგზე, ანბანურად; in chronological order ქრონოლოგიურად, ქრონოლოგიური თანამიმდევრობით; the order of the seasons წელიწადის დროთა ცვლა / თანამიმდევრობა; the anticipated order of the events მოვლენათა მოსალოდნელი განვითარება; in order თანამიმდევრობით [იხ. აგრ. 2 1) და 2), 5]; to line up in order of height სიმაღლის მიხედვით მოწყობა / გამწკრივება; in order of size [merit, importance] ზომის [ღირსების, მნიშვნელობის] მიხედვით; running order for the concert საკონცერტო ნომრების თანამიმდევრობა [შდრ. აგრ. 2 2)]; not in the right / regular / order უწესრიგოდ, არეული რიგით / თანამიმდევრობით; without order უწესრიგოდ, არეულად; out of order არა თავის ჩვეულ. ადგილას; არეული რიგით / თანამიმდევრობით [იხ. აგრ. 2, 5];
2. 1) წესრიგი, მოწესრიგებულობა; in order წესრიგში, მოწესრიგებულად [იხ. აგრ. 2), 1, 5]; leave your desk in order, before you go მოაწესრიგე(თ) სამუშაო მაგიდა, სანამ წახვალ(თ); your papers are in thorough order თქვენი საბუთები სრულ წესრიგშია; put your affairs in order მოაწესრიგეთ თქვენი საქმეები; out of order უწესრიგოდ, არეულ-დარეულად [იხ. აგრ. 2) და 3), 1, 5];
2) წესივრულობა, გამართულობა; in (good / working / running) order კარგ / მუშა მდგომარეობაში, გამართული [იხ. აგრ. 1), 1, 5]; out of order გაუმართავი, მოშლილი, გაფუჭებული [იხ. აგრ. 1) და 3), 1, 5]; to get out of order გაფუჭება, მწყობრიდან გამოსვლა; გატეხა; to put / to set / in order აწყობა, გაკეთება; წესრიგში მოყვანა;
3) ფიზიკური მდგომარეობა, ჯანსაღობა; good [bad] order კარგი [ცუდი] ფიზიკური მდგომარეობა; moral [spiritual] order მორალური [სულიერი] მდგომარეობა; out of order ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში [იხ. აგრ. 1) და 2), 1, 5]; his stomach is out of order კუჭი აწუხებს;
3. წესრიგი, დისციპლინა; public order საზოგადოებრივი წესრიგი; to keep order წესრიგის დაცვა; to call to order წესრიგისკენ მოწოდება [იხ. აგრ. 5]; to maintain [to preserve, to restore, to establish] peace and order სიმშვიდისა და წესრიგის შენარჩუნება [დაცვა, აღდგენა, დამყარება]; Order! Order! ყურადღება! დაიცავით წესრიგი! (პარლამენტში ან კრებაზე);
4. წყობილება; social order საზოგადოებრივი წყობილება; to ruin the old order ძველი წყობილების მოსპობა / განადგურება;
5. კრების და მისთ. ჩატარების წესი; პროცედურის წესები, რეგლამენტი; breach of order რეგლამენტის დარღვევა; session orders პარლ. პროცედურის წესები, რომლებიც ძალაშია მხოლოდ ერთ / მოცემულ სესიაზე; standing orders პარლ. პროცედურის წესები, რეგლამენტი; შინაგანაწესი [იხ. აგრ. II 1]; to call to order ამერ. კრების გახსნა [იხ. აგრ. 3]; to rise to (a point of ) order სიტყვის აღება რეგლამენტთან დაკავშირებით (განსაკ. გამომსვლელისათვის სიტყვის შეწყვეტინებით); in order ა) წესების, მიღებული / მოქმედი პროცედურისა და ა.შ. შესაბამისად; his demand is quite in order მისი მოთხოვნა სავსებით მართლზომიერია; ბ) მართებულად; ბუნებრივად; is it in order for me to park my car here? შეიძლება მანქანა აქ გავაჩერო? [იხ. აგრ. 1, 2 1) და 2)]; out of order ა) წესების, მიღებული / მოქმედი პროცედურისა და ა.შ. შეუსაბამოდ; ბ) არამართებულად, შეუსაბამოდ; his behaviour at the meeting was out of order კრებაზე ის შეუფერებლად მოიქცა [იხ. აგრ. 1, 2];
6. 1) სამხ. წყობა, მწყობრი; battle order საბრძოლო წყობა (აგრ. order of battle); marching order სალაშქრო წყობა (აგრ. order of march); open [close, extended] order გაჯრილი [მიჯრილი, გაფანტული / დანაწევრებული] მწყობრი; order in line გაშლილი მწყობრი;
2) : the order იარაღის მდგომარეობა "ფეხთან";
7. მათ. რიგი, თანმიმდევრობა; დალაგება; relation of order დალაგების მიმართება; partial order ნაწილობრივი დალაგება;
8. არქიტ. ორდერი; the Doric, Ionic and Corinthian orders დორიული, იონიური და კორინთული ორდერი;
9. იშვ. რიგი; order on order of sculptured figures სკულპტურული ფიგურების რიგები;
II
1. ბრძანება, განკარგულება; ინსტრუქცია; strict order მკაცრი ბრძანება; sailing orders ზღვ. ზღვაში გასვლის ბრძანება; sealed orders დალუქული / დაბეჭდილი ბრძანება (რომელიც განსაზღვრულ დრომდე არ უნდა გაიხსნას); oral / verbal / order სამხ. სიტყვიერი ბრძანება, კომანდა; standing orders სამხ. მუდმივი ბრძანება-ინსტრუქცია [იხ. აგრ. I 5]; one's orders ამერ. მიღებული ბრძანებები / განკარგულებები; by order of smb. ვისიმე ბრძანებით / განკარგულებით; under the order of ... -ის მეთაურობით; whose orders are you under? ვინ არის თქვენი მეთაური / ხელმძღვანელი? ვის ხელქვეით ხართ? to be under orders სამხ. ა) ʘ ამა თუ იმ თანამდებობაზე დაინიშნა / განაწესეს; ბ) ბრძანების მიღება; to give [to receive] orders ბრძანების / განკარგულების გაცემა [მიღება] [შდრ. აგრ. 4]; to issue [to execute] an order ბრძანების გამოცემა [შესრულება]; to obey [to follow] orders ʘ ბრძანებებს / მითითებებს ემორჩილება [ასრულებს]; court order იურ. სასამართლოს გადაწყვეტილება / დადგენილება; order nisi იურ. სასამართლოს ბრძანება, რომელსაც საბოლოო ძალა არა აქვს (ძალაში შედის განსაზღვრული დროის შემდეგ, თუ მანამდე არ იქნა შედავებული ან გაუქმებული);
2. ორდერი, ნებართვა; საშვი; an order to view a house სახლის დათვალიერების ნებართვა; admission by order შესვლა საშვებით;
3. თამასუქი; ჩეკი; order payable at sight წარდგენილობითი თამასუქი, წარმომდგენზე გამოწერილი თამასუქი; payable to the order of N. N.-ის სახელზე გამოწერილი თამასუქით გადასახდელი; banker's order ბანკის საგადასახადო მოთხოვნა; money order ფულადი საფოსტო გზავნილება; conformably to / with / your order თქვენი თამასუქის მიხედვით / შესაბამისად; cheque to (a person's) order ორდერული ჩეკი; to deliver goods upon / by / order საქონლის მიწოდება ჩეკით; his order is negotiable მისი თამასუქის გადაცემა / დათმობა შეიძლება;
4. შეკვეთა, დაკვეთა; large [considerable, small] order დიდი [მნიშვნელოვანი, მცირე] შეკვეთა; repeat order განმეორებითი შეკვეთა; orders for shoes [for iron, for coal] შეკვეთები ფეხსაცმელზე [რკინაზე, ქვანახშირზე]; pressing / rush / order სასწრაფო შეკვეთა; made to order შეკვეთით დამზადებული; pilot order საცდელი პარტია (ნაწარმისა); საცდელი შეკვეთა; to give an order to smb. for smth. ვინმესთვის რისამე შეკვეთა; to have smth. on order რისამე შეკვეთა; to get / to receive / an order შეკვეთის მიღება [შდრ. აგრ. 1]; to confirm an order შეკვეთის დადასტურება; to fill an order შეკვეთის შესრულება; to withdraw / to cancel / an order შეკვეთის მოხსნა / გაუქმება; to decline an order შეკვეთაზე უარის თქმა; to take an order for cotton ბამბაზე შეკვეთის მიღება;
5. ამერ. კერძი; შეკვეთა (რესტორანში და მისთ.);
III
1. საზოგადოების ფენა; სოციალური ჯგუფი; the lower [the higher] orders საზოგადოების დაბალი [მაღალი] ფენები; the clerical order მღვდელმსახურები; the military order სამხედრო მოსამსახურეები; the order of baronets ბარონეტები; all orders and degrees of men ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები;
2. სამხ. რანგი; წოდება; of the first order უმაღლესი რანგისა;
3. წარჩინების ნიშანი; ორდენი; Order of the Bath აბანოს ორდენი; the order of Merit ორდენი "დამსახურებისათვის"; Order of the Garter წვივსაკრავის ორდენი; to be awarded the order of … ʘ დაჯილდოებულ იქნა … ორდენით; to wear the order of ... ʘ … ორდენს ატარებს;
4. ერთი / ერთი და იმავე ორდენის კავალერები;
5. სასულიერო ან სარაინდო ორდენი; monastic order ბერმონაზონთა ორდენი; the Franciscan Order ფრანცისკელთა ორდენი; the Order of Masons მასონთა საძმო / ორდენი; the Order of Knights Templars ტამპლიერების ორდენი;
6. საზოგადოება, ორგანიზაცია (კერძო პირებისა); what societies or orders do you belong to? რომელი საზოგადოების ან ორგანიზაციის წევრი ხართ?
7. ეკლ. 1) სასულიერო პირთა ჯგუფი; holy / full / orders სამღვდელოება; minor orders ეკლესიის მსახურნი (მეფსალმუნენი, მეკარენი და მისთ.); the order of deacons [of priests, of bishops] დიაკვნები [მღვდლები, ეპისკოპოსები];
2) pl სასულიერო წოდება; to be in [to take] orders სასულიერო წოდების ქონა [მიღება]; to confer orders ხელდასხმა, საეკლესიო თანამდებობაზე კურთხევა;
8. ეკლ. ანგელოსთა ცხრა დასიდან ერთ-ერთი (არქანგელოზები / მთავარანგელოზები, ქერუბიმები, სერაფიმები და სხვ.);
IV
1. სახე; ტიპი; ყაიდა; კატეგორია; problems of completely different order სრულიად განსხვავებული სახის / ტიპის პრობლემები; in emergencies of this order ამ ტიპის საგანგებო ვითარების დროს; quite a different order of ideas სრულიად განსხვავებული აზრები / შეხედულებები;
2. ზოოლ., ბოტ. რიგი; ქვეკლასი;
3. ამერ. სტილი; ტენდენცია;
4. ამერ. ს.-მ. თამბაქოს ფოთლის კონდიციური მდგომარეობა, თამბაქოს ფოთლის ტენიანობა;
⌇ order wire ტელ. სამსახურებრივი დანიშნულების სადენი;
◇ a large / tall / order რთული / ძნელი საქმე / ამოცანა; in order that / to / იმისათვის რომ, რათა; of / in, ამერ. on / the order of დაახლოებით, თითქმის; in short order სწრაფად; უმალვე, დაუყოვნებლივ; to get one's walking orders ʘ სამსახურიდან დაითხოვეს; to give smb. his marching orders ა) ვინმეს სამსახურიდან დათხოვნა; ბ) ვინმეს საიდანმე გაგდება.