1. ბუნება; Dame Nature, Mother Nature დედაბუნება; the forces of nature ბუნების ძალები; Nature's engineering ბუნების ნამოქმედარი; against / contrary to / nature ზებუნებრივი [შდრ. აგრ. 6]; all nature seemed asleep ბუნებას თითქოს ეძინა;
2. ბუნებრივი / პირველყოფილი მდგომარეობა; to return / to get back / to nature ქალაქურ ცხოვრებაზე უარის თქმა (ჩვეულ. როგორც პროტესტი სწრაფად მზარდი მექანიზაციის საწინააღმდეგოდ); ʘ სოფელს / ბუნებას დაუბრუნდა; the / a / state of nature ა) პირველყოფილი / ველური მდგომარეობა; ბ) ფიზიკური სიშიშვლე; in a state of nature ხუმრ. დედიშობილა;
3. რისამე არსი; რისამე ხასიათი / ძირითადი ნიშან-თვისებები; nature of the controversy კამათის / პოლემიკის არსი; nature of the terrain ადგილის მდებარეობის ხასიათი; nature of soil გრუნტის ხასიათი; ნიადაგის თავისებურებანი; radioactive nature ა) რადიოაქტიური თვისებები; ბ) რადიოაქტიური წარმოშობა;
4. სახე, სახეობა; ტიპი; goods of such nature ასეთი სახის საქონელი; events of this nature ამგვარი მოვლენები; nature of artillery არტილერიის სახეობა; songs of Hawaiian nature ჰავაიური ტიპის სიმღერები;
5. ზნე, ხასიათი, შინაგანი ბუნება; good nature გულკეთილობა, ყველასადმი კეთილგანწყობილება; ill nature სიბოროტე, ავგულობა; ჭირვეულობა, მუდამ გაღიზიანებულობა; second nature ძვალ-რბილში გამჯდარი ზნე-ჩვეულება; (one's) better nature საუკეთესო თვისებები, სინდისი; human nature ადამიანის ბუნება; it is only human nature to do that ასეთი ქცევა მხოლოდ ადამიანს სჩვევია; cats and dogs have entirely different natures კატები და ძაღლები სრულიად განსხვავებული ზნისანი არიან;
6. მამოძრავებელი / სასიცოცხლო ძალა; მთლიანი ორგანიზმი; nature is exhausted ძალები მთლიანად ამოწურულია; ორგანიზმი გამოიფიტა; such a diet will not support nature ამგვარი კვებით ორგანიზმი დასუსტდება / თავს დიდხანს ვერ გაიტან; to control nature ინსტინქტების შეკავება / მოთოკვა; თავის ხელში აყვანა; against nature მოძვ. არაბუნებრივი, ამორალური (განსაკ. ითქმის ჰომოსექსუალური გადახრების შესახებ) [შდრ. აგრ. 1];
7. ხელოვნ. 1) ნატურა; to draw from nature ნატურიდან ხატვა;
2) ბუნებრიობა;
⌇ Shelley was a nature poet შელი ბუნებას უმღეროდა / ბუნების მგოსანი იყო;
◇ in nature მთელს ქვეყანაზე, დედამიწის ზურგზე; the worst rogue in nature არნახული არამზადა; not in nature არქ. არავითარ შემთხვევაში, არასგზით; an engagement that cannot in nature be missed შეხვედრა, რომელზედაც მიუსვლელობა არ შეიძლება / დაუშვებელია; to pay one's debt to nature მოკვდომა, გარდაცვალება; to ease nature ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება; all nature ყველანი; უამრავი ადამიანი; all nature was there ვის არ ნახავდით იქ; to beat all nature ამერ. საუბ. ʘ ყველას აღემატება, ვერავინ შეედრება; by nature ბუნებით, ხასიათით; არსით; in / from, by / the nature of things / of the case / ჩვეულებრივ, როგორც წესი; გარდაუვალად; in the course of nature ბუნებრივად, ბუნებრივი კანონზომიერებით; თავის დროზე, ადრე თუ გვიან; to let nature take its course საუბ. რისამე განვითარების ნებაზე მიშვება, რისამე მსვლელობაში ჩაურევლობა; of / in / the nature of რაღაცნაირი, რისამე მსგავსი, რისამე-მაგვარი; it was in the nature of a command ეს ბრძანებას უფრო ჰგავდა.