1. მასალა, ნივთიერება; building materials საშენი / სამშენებლო მასალა; fissionable materials ფიზ. გაყოფის / გახლეჩის უნარის მქონე მასალა; ბირთვული საწვავი; insulating material სამხოლოებელი / საიზოლაციო მასალა; raw materials ნედლი მასალა, ნედლეული;
2. 1) მასალა, მონაცემები, ფაქტები; to collect material for a literary work [for a report] მასალის მოგროვება მხატვრული ნაწარმოებისათვის [მოხსენებისათვის];
2) თემა; material for thought მასალა / თემა ფიქრისათვის / განსჯისათვის; material for conversation საუბრის თემა;
3. ფეიქრ. ქსოვილი, მატერია (აგრ. dress material); customer's own material made up ტანსაცმლის შეკერვა დამკვეთის მასალით;
4. pl ნივთები; writing materials საწერი ნივთები;
⌇ material handling მასალების ტრანსპორტირება; დატვირთვა-განტვირთვა.