1. დანიშვნა (˂და˃ნიშნავს), აღნიშვნა; ნიშნის დასმა / გაკეთება; to mark the accent მახვილის / მახვილის ნიშნის დასმა; to mark books წიგნების დაშიფვრა (ბიბლიოთეკაში); to mark the linen თეთრეულის დანიშვნა (სამრეცხაოსათვის); two of the pupils were marked absent ორ მოსწავლეს "არა" დაუწერეს; he marked in his diary the date of the appointment with the doctor მან ექიმთან მიღების დრო უბის წიგნაკში ჩაინიშნა;
2. 1) შტამპის / შტემპელის / ბეჭდის დასმა (˂და˃ასვამს), დაშტემპელება;
2) დადაღვა (˂და˃დაღავს) ცხოველისა; კუდის ბოლოს მოჭრა; დაკოდვა;
3) საფაბრიკო მარკის ან სავაჭრო / სასაქონლო ნიშნის დასმა (˂და˃ასვამს); მარკირება;
4) საქონელზე ფასის დადება (˂და˃ადებს); the prices of these goods are all clearly marked on them ამ საქონლის ფასი ზუსტადაა მითითებული ეტიკეტებზე;
3. 1) ადგილის აღნიშვნა (აღნიშნავს), დანიშვნა, მონიშვნა; he marked the passage I was to read მან მომინიშნა ის პასაჟი / ადგილი, რომელიც უნდა წამეკითხა; this sign-post marks direction ეს მიმართულების მაჩვენებელი ბოძია; to mark the trees ხეებზე ნაჭდევების გაკეთება;
2) მონიშვნა (˂მო˃ნიშნავს), დატანა (რუკაზე); to mark a place on the map რუკაზე ადგილის მონიშვნა;
3) მინიშნება (˂მი˃ანიშნებს, ˂მი˃უნიშნებს), მითითება, ჩვენება (სკალაზე და ა.შ.); the thermometer marked 40° in the shade თერმომეტრი ჩრდილში 40°-ს უჩვენებდა; this hand marks the minutes ეს ისარი წუთებს აჩვენებს;
4. 1) კვალის დატოვება (
˂და
˃ტოვებს); his face was marked with smallpox ნაყვავილარი სახე ჰქონდა, ჩოფურა იყო; the hot cups have marked the table badly ცხელი ფინჯნების ნაკვალევი ცუდად დააჩნდა მაგიდას;
2) pass ხალების ან თანდაყოლილი ნიშნების ქონა (აქვს); wings marked with white lines თეთრზოლიანი ფრთები;
5. იხ. to mark off 1);
6. 1) ნიშნის დაწერა (˂და˃უწერს), შეფასება (წერითი ნამუშევრისა); the teacher marked the examination papers მასწავლებელმა საგამოცდო ნაწერები შეაფასა;
2) სპორტ. ანგარიშის წარმოება (აწარმოებს) / აღნუსხვა (თამაშის მსვლელობისას);
7. გამორჩევა (გამოარჩევს); ʘ ახასიათებს, განმასხვავებელი ნიშან-თვისებაა; such qualities usually mark great scientists ამგვარი თვისებები, ჩვეულებრივ, დიდ მეცნიერებს ახასიათებთ ხოლმე; great scientific discoveries marked the 19th century მეცხრამეტე საუკუნე დიდი სამეცნიერო აღმოჩენებით აღინიშნა / ხასიათდებოდა; her manner is not marked by politeness ქალი თავაზიანობით არ გამოირჩევა; his character was marked by insolence and ingratitude მას ქედმაღლობა და უმადურობა სჩვეოდა / ახასიათებდა, იგი ქედმაღალი და უმადური იყო; his abilities marked him for success მისი ნიჭი წარმატების საწინდარი იყო;
8. ზეიმობა (ზეიმობს), აღნიშვნა; to mark the anniversary რისამე წლისთავის ზეიმობა / აღნიშვნა; the event was marked by everyone ეს მოვლენა ყველამ აღნიშნა / იზეიმა;
9. გამოხატვა (გამოხატავს), გამოვლენა; they marked their approval by clapping თავიანთი მოწონება ტაშისცემით გამოხატეს; he marked his displeasure by a frown თავისი უკმაყოფილება მოღუშული სახით / გამკიცხავი გამომეტყველებით გამოხატა; these signs mark the trend of public opinion ეს ნიშნები საზოგადოებრივი აზრის განვითარების ტენდენციაზე მიუთითებენ;
10. 1) ყურად ღება (ყურად იღებს); დამახსოვრება; mark him well კარგად დაიმახსოვრე იგი; mark my words ა) დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები; ბ) ყურად იღეთ ჩემი სიტყვები; mark carefully how it is done / how to do it / თვალყური ადევნე და კარგად დაიმახსოვრე, როგორ კეთდება ეს;
2) პოეტ. შემჩნევა (˂შე˃ამჩნევს), დანახვა; he was marked by everyone იგი ყველამ შეამჩნია; I could mark him well მე მას კარგად ვხედავდი;
11. წიგნ. წინასწარ განსაზღვრა (განსაზღვრავს), განკუთვნება; წინასწარ გადაწყვეტა (ვისიმე / რისამე ბედისა და ა.შ.); he was marked for greatness by his extraordinary talents არაჩვეულებრივი ნიჭის გამო მას დიდი მომავალი ელოდა; he was marked for death by his doctors ექიმებს იგი უიმედო ავადმყოფად მიაჩნდათ; if we are marked to die ... თუ ჩვენ სიკვდილი გვიწერია ...;
12. სპორტ. მოთამაშის დაჭერა (˂და˃იჭერს), მჭიდროდ მეურვეობა (განსაკ. ფეხბურთი);
13. მიკვლევა (მიაკვლევს), მიგნება (ნადირისა) აგრ. to mark down;
▭ to mark down 1) დაწევა (˂და˃სწევს), შემცირება (ფასისა, კურსისა და ა.შ.); these goods were marked down ამ საქონელს ფასი დაუკლეს;
2) ჩაწერა (˂ჩა˃იწერს); I marked down her address მე ჩავიწერე მისი მისამართი;
3) კომერც. ანგარიშში ჩაწერა (˂ჩა˃წერს);
4) = 13;
to mark off 1) გამიჯვნა (˂გა˃მიჯნავს), საზღვრის დადება;
2) მონიშვნა (˂მო˃ნიშნავს), მოზომვა; to mark off a distance on the map ა) რუკაზე მანძილის მონიშვნა / დატანა; ბ) რუკის მიხედვით მანძილის განსაზღვრა;
3) კომერც. ჩამოწერა (˂ჩამო˃წერს) ანგარიშის გადახდისას;
4) გამორჩევა (გამოარჩევს); qualities which mark him off from his colleagues თვისებები, რომლითაც იგი გამოირჩევა თავისი კოლეგებისაგან / თანამშრომლებისაგან;
to mark out 1) მონიშვნა (˂მო˃ნიშნავს); მაჩვენებელი ნიშნების დაყენება; to mark out a tennis-court ჩოგბურთის მოედნის მონიშვნა / მოხაზვა;
2) სამხ. გეზნიშვნის გაკეთება (˂გა˃აკეთებს), ტრასირება;
3) (for) გამორჩევა (გამოარჩევს), გამოყოფა; შერჩევა; an industry marked out for a brilliant future მრეწველობის დარგი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს; to mark out for slaughter დასაკლავად შერჩევა (საქონლისა და ა.შ.); the course which Italy has marked out for herself პოლიტიკური კურსი, რომელიც იტალიამ აირჩია / დაისახა; his efficiency marked him out as a professional მისი კვალიფიციურობა გამოარჩევდა მას, როგორც პროფესიონალს; she seemed marked out for success ქალი თითქოს წარმატებისთვის იყო გაჩენილი;
to mark up 1) აწევა (ასწევს), მომატება (ფასისა, კურსისა და ა.შ.);
2) შენიშვნების გაკეთება (˂გა˃აკეთებს), შესწორება; to mark up a copy of a report with one's objections მოხსენების ეგზემპლარის საკუთარი შენიშვნებით აჭრელება;
3) კომერც. თვითღირებულებისათვის ზედნადები ხარჯებისა და მოგების დამატებით გასაყიდი ფასის მიღება (˂მი˃იღებს);
◇ to mark time ა) სამხ. ადგილზე სიარული; mark time, march! ადგილზე ნაბიჯით იარ! (ბრძანება); ბ) ერთი ადგილის ტკეპნა; დროის გაყვანა; უმოქმედოდ ყოფნა.