1. 1) დატვირთვა (˂და˃ტვირთავს), ტვირთის დადება; to load a cart საზიდავის დატვირთვა, საზიდავზე ტვირთის დადება; to load a ship გემის დატვირთვა; to load smb. with parcels and packages ვინმესთვის შეკვრებისა და პაკეტების აკიდება; to load one's stomach with food მუცლის საჭმლით ამოვსება, ზომაზე მეტის ჭამა;
2) დატვირთვა (˂და˃იტვირთება), რისამე ტვირთის მიღება; მგზავრების აყვანა (ითქმის გემის, მანქანის და მისთ. შესახებ);
2. დამძიმება (˂და˃ამძიმებს), რისამე მძიმე ტვირთის დადება; რითიმე შეწუხება; to load with care ვინმესთვის საზრუნავის გაჩენა; a heart loaded with sorrow მწუხარებით დამძიმებული გული;
3. რითიმე ავსება (აავსებს); to load smb. with favours [with honours, with reproaches, with gifts] წყალობით [საპატიო ჯილდოებით, საყვედურებით, საჩუქრებით] ვისიმე ავსება; to load smb. with insults ვინმესთვის შეურაცხმყოფელი სიტყვების დაყრა, ლანძღვა-გინებით ვისიმე ავსება;
4. 1) გატენა (
˂გა
˃ტენის), დატენა (
იარაღისა); load quickly! სწრაფად გატენე! are you loaded?
თოფი გატენილი გაქვთ?
2) გატენა (˂გა˃იტენება), დატენა (ითქმის იარაღის შესახებ); mortars load at the muzzle ნაღმსატყორცნები ლულიდან იტენება;
5. კინ., ფოტ. კინო- ან ფოტოკამერის გატენა (˂გა˃ტენის), გაწყობა (ფირით);
6. 1) რაიმეში ტყვიის ჩასხმა (˂ჩა˃ასხამს), რისამე დამძიმება; to load the dice კამათლებში ტყვიის ჩასხმა [შდრ. აგრ. ◇];
2) ღვინოში შესამაგრებელი მინარევის ან ნარკოტიკის ჩამატება (˂ჩა˃უმატებს);
3) საღებავისთვის პიგმენტის დამატება (˂და˃უმატებს);
4) გაჯერება (˂გა˃აჯერებს); air loaded with carbon ნახშირბადით გაჯერებული ჰაერი; air loaded with fragrance კეთილსურნელებით გაჟღენთილი ჰაერი;
7. სლ. დათრობა (˂და˃ათრობს); ვინმესთვის ნარკოტიკის მიღებინება / გაკეთება; to get loaded ა) ʘ დათვრა, გამოთვრა; ბ) ნარკოტიკის მიღება; ʘ ნარკოტიკმა გააბრუა;
8. ფერწ. საღებავის სქლად წასმა (˂წა˃უსვამს) / დადება;
9. კომპ. ინფორმაციის ჩატვირთვა (˂ჩა˃ტვირთავს; ˂ჩა˃იტვირთება);
▭ to load up 1) დატვირთვა (˂და˃ტვირთავს; ˂და˃იტვირთება);
2) საუბ. გამოძღომა (˂გამო˃ძღება); საჭმელ-სასმლით მუცლის ამოვსება;
◇ to load the dice against smb. ა) ვისიმე წინააღმდეგ უპატიოსნო ხერხების გამოყენება; ვინმესთან ბრძოლისას აკრძალული ილეთების ხმარება; ბ) ვისიმე მიმართ არაკეთილგანწყობილების / მიკერძოების გამოწვევა; ვისიმე წინააღმდეგ განწყობა (ხალხისა, საზოგადოებრივი აზრისა და მისთ.) [შდრ. აგრ. 6 1)].