1. 1) ხაზი, წირი (აგრ. მათ., ხელოვნ.); straight [bent, curved] line სწორი [მოღუნული, მრუდე] ხაზი; dashed line წყვეტილი ხაზი, პუნქტირი; to draw a line from A to B A-დან B-მდე ხაზის გავლება [შდრ. აგრ. 3 1)]; contour line გეოდ. იზოჰიფსი, ჰორიზონტალი; line of force ფიზ. ძალთა წირი; line of sight ა) პირდაპირი ხილვადობის ხაზი; დამიზნების / ვიზირების ხაზი; ბ) ასტრ. სწორი ხაზი დედამიწიდან ციურ სხეულამდე; line of aim სამხ. დამიზნების ხაზი; line of bomb release სამხ. დაბომბვის ხაზი; line and colour ნახატის კონტურები და ტონები; to translate life into line and colour ცხოვრების ფანქრისა და საღებავების მეშვეობით ასახვა; the clearness / purity / of line in an artist's work ხაზ˂ებ˃ის / ნახატის სიმკვეთრე / სიწმინდე მხატვრის ნამუშევარში;
2) ხაზი, შტრიხი;
3) თვისება, თავისებურება, შტრიხი; the lines of his character are quite clear მისი ხასიათის თავისებურებანი სავსებით გამოკვეთილია;
4) მუს. ხაზი (სანოტო დგანისა);
2. 1) თოკი, ბაწარი; ზონარი; to hang (out) clothes on a line სარეცხის თოკზე გაფენა;
2) სადენი;
3) მკედი (ანკესისა); to be clever with rod and line ʘ კარგი / მარჯვე მეთევზეა;
4) ზღვ. ლინი, ზონარი;
5) პოეტ. ძაფი (აბლაბუდისა);
3. 1) საზღვარი, სასაზღვრო ხაზი; ზღვარი, მიჯნა; boundary line სასაზღვრო ხაზი; line of demarcation სადემარკაციო ხაზი; (just) on the line (ზედ) საზღვარზე მდებარე [იხ. აგრ. ◇]; to cross the line into Canada კანადის საზღვრის გადაკვეთა, კანადის ტერიტორიაზე შესვლა; below the line ნორმაზე დაბლა; to overstep the line of smth. რისამე საზღვარს გადასვლა / ზღვარს გადაცდენა; to go over the line ა) საზღვარზე გადასვლა, საზღვრის გადაკვეთა; ბ) გადატ. ზღვარს გადასვლა; ნებადართულის / დასაშვების ფარგლებს გაცდენა; to draw the line ა) ზღვრის / საზღვრის გავლება / გამიჯვნა; to find it hard to draw the line ʘ ზღვრის გავლება / გამიჯვნა უჭირს; it is difficult to draw the line between the meanings of these two words ამ ორი სიტყვის მნიშვნელობათა გამიჯვნა ძნელია; ბ) = to draw a line; to draw a line რისამე დასრულება / დამთავრება, რაიმესთვის წერტილის დასმა (ჩვეულ. at) [შდრ. აგრ. 1 1)]; to draw a line at doing smth. რისამე კეთებაზე ხელის აღება, რისამე კეთებისათვის თავის დანებება;
2) ხაზი (თამაშებში); the ball crossed the line ბურთმა ხაზი გადაკვეთა;
4. 1) ნაოჭი, ნაკეცი; lines of premature age on the face ნაადრევი სიბერისაგან გაჩენილი ნაოჭები სახეზე; face seamed with lines ნაოჭებით დაღარული სახე;
2) ხელისგულის ხაზი; line of life [of fortune] სიცოცხლის [ბედის] ხაზი (ქირომანტიაში);
5. 1) ჩვეულ. pl კონტური, მოხაზულობა; good lines of the face სახის ლამაზი აბრისი / მოყვანილობა; the lines of smb.'s body ვისიმე სხეულის კონტურები / მოხაზულობა; the severe lines of Norman architecture ნორმანდიული არქიტექტურის მკაცრი კონტურები / ხაზები; the line of a building შენობის კონტური;
2) pl გარემოხაზულობა (გემისა და მისთ.);
3) ჩვეულ. pl გეგმა, მონახაზი;
6. 1) რიგი, მწკრივი, წყება (საგნებისა); a line of trees [of chairs, of houses] ხეების [სავარძლების, სახლების] რიგი / მწკრივი; a long line of low hills დაბალი გორაკების გრძელი რიგი;
2) მწყობრი, მწკრივი, რიგი (ადამიანებისა); to stand in (a) line მწკრივად ˂და˃დგომა, მწყობრში ˂ჩა˃დგომა; ʘ დამწკრივდნენ, მწკრივად დაეწყვნენ; to draw up in line ხალხის / ჯარისკაცების დამწკრივება / მწკრივად მოწყობა;
3) სამხ. გაშლილი მწყობრი [იხ. აგრ. line formation]; the platoon advanced in line formation ოცეული გაშლილი მწყობრით მიიწევდა წინ;
4) ზღვ. ფრონტის მწყობრი; line ahead კილვატერის მწყობრი; line abreast ფრონტის მწყობრი;
5) რიგი (მაღაზიაში, სალაროსთან და მისთ.);
7. ტექ. 1) კონვეიერი, ნაკადური ხაზი (აგრ. assembly line);
2) მილსადენი;
8. 1) კავშირგაბმულობის ხაზი; telegraph [telephone] line სატელეგრაფო [სატელეფონო] ხაზი; long-distance line საქალაქთაშორისო სატელეფონო ხაზი; air line საჰაერო ხაზი; a new bus line ავტობუსის ახალი ხაზი; steamship line გემის საზღვაო ხაზი; communication lines, lines of communication მიმოსვლის გზები, კომუნიკაციები; line engaged / busy / ! ხაზი დაკავებულია! (პასუხი ტელეფონის ნომრის აკრეფის შემდეგ); hold the line! ყურმილი არ დაკიდოთ! the line is bad კარგად არ ისმის, ცუდი ხაზია;
2) ელექტროქსლის ხაზი;
3) რკ.-გზ. ლიანდაგი; single line ერთლიანდაგიანი ხაზი; broad-gauge line ფართოლიანდიანი გზა; main line მთავარი ლიანდაგი; branch line რკინიგზის შტო; to fall from a train on the line მატარებლიდან ლიანდაგზე გადავარდნა; to cross the line by the bridge ლიანდაგზე ხიდით გადასვლა; to go off the line ლიანდაგიდან გადავარდნა (ითქმის მატარებლის და მისთ. შესახებ);
9. 1) (the line ან the Line) ეკვატორი; under the line ეკვატორზე; to cross the line ეკვატორის გადაკვეთა;
2) იშვ. გრძედი ან განედი (რუკაზე);
10. 1) მიმართულება; კურსი, გზა; the line of march მოძრაობის გზა / მარშრუტი (ჯარისა, კოლონისა); line of advance სამხ. წინსვლის / შეტევის მიმართულება; line of retreat / of withdrawal / უკანდახევის გზა; line of argument არგუმენტაციის მიმართულება / ხაზი; to choose / to follow / the line of least resistance უმცირესი წინააღმდეგობის გზით წასვლა, უადვილესი გზის არჩევა;
2) წესი, ხაზი, კურსი (ქცევისა, მოქმედებისა, ცხოვრებისა და მისთ.); line of duty სამხ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; to take a strong line ა) მკაცრი კურსის გატარება; ბ) ენერგიულად მოქმედება; to go on wrong lines არასწორად მოქმედება, ქცევის / მოქმედების არასწორ გზას გაყოლა; proceed on / along / these lines until further notice ასე განაგრძეთ შემდგომი მითითებების მიღებამდე;
11. წარმოშობა, საგვარეულო ნუსხა, ხაზი; გენეალოგია, ოჯახი; male [female] line მამრობითი სქესის / მამის [მდედრობითი სქესის / დედის] ხაზი; line of consanguinity სისხლით ნათესაობის შტო; ascending [descending] line ნათესაობის აღმავალი [დამავალი] შტო; collateral / transverse / line ნათესაობის გვერდითი შტო; a descendant in a direct [in the male] line შთამომავალი პირდაპირი [მამის] ხაზით; to descend from a noble line ʘ დიდგვაროვანი ოჯახის შთამომავალია; the last of his line უკანასკნელი ადამიანი მის საგვარეულოში;
12. 1) სტრიქონი, პწკარი; page 5, line 4 მეხუთე გვერდი, მეოთხე სტრიქონი; to read between the lines სტრიქონებს შორის კითხვა; ნაწერის / ტექსტის ფარული აზრის გაგება; drop / send / me a few lines მომწერეთ ორიოდე სიტყვა; just a line to say that all goes well ორიოდე სიტყვა იმის შესატყობინებლად, რომ ყველაფერი რიგზეა;
2) სალექსო სტრიქონი, ტაეპი;
3) pl ლექსი; ლექსები, პოეზია;
4) pl სკოლ. მოსწავლისათვის დასჯის მიზნით გადასაწერად ან ზეპირად სასწავლად მიცემული ბერძნული ან ლათინური ლექსების (იშვ. აგრ. პროზის) ამა თუ იმ რაოდენობის სტრიქონი;
5) pl თეატრ. როლი, მოქმედი პირისთვის განკუთვნილი ტექსტი პიესაში; the actor was not sure of his lines მსახიობმა როლი / სიტყვები კარგად არ იცოდა;
13. 1) pl საუბ. ქორწინების მოწმობა (აგრ. marriage lines);
2) მოკლე წერილი, ბარათი;
3) pl დიალ. მოწმობა, ცნობა;
14. საქმიანობა, მოღვაწეობის დარგი; სპეციალობა; ინტერესების სფერო; what is his line? ა) რას აკეთებს? რას საქმიანობს? ბ) რა აინტერესებს? რით არის დაინტერესებული? in [out of ] smb.'s line ვისიმე ინტერესების, სპეციალობის, დარგის და მისთ. ფარგლებში [ფარგლებს გარეთ]; line of business ა) მსახიობის ამპლუა (XVIII—XIX საუკუნეების თეატრში); ბ) იხ. business 1; it is not in my line ეს ჩემი სფერო არ არის, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის; geology is his particular line გეოლოგია მისი განსაკუთრებული ინტერესის საგანია;
15. pl ბედი, ხვედრი; hard lines საუბ. უიღბლობა, უბედობა; მწარე ბედი, მძიმე ხვედრი;
16. სამხ. ფრონტის ხაზი; თავდაცვის ხაზი; the front line ფრონტის ხაზი; the enemy's lines მოწინააღმდეგის განლაგება; line of defence თავდაცვის ხაზი; line of departure საწყისი ზღუდე (შეტევისათვის); line of contact შეხების ზღუდე;
17. (the line) სამხ. სამწყობრო ნაწილები; რეგულარული არმია / ჯარი;
18. კომერც. საქონლის პარტია; ნაკეთობის სერია; the shop has a cheap line in felt hats ამ მაღაზიაში იაფი ფეტრის ქუდები აქვთ; a new line of accessories აქსესუარების ახალი პარტია;
19. ხაზი (სიგრძის საზომი ერთეული; = ¹/₁₂ დუიმს);
20. ტელევ. სტრიქონი (გამოსახულებისა);
⌇ line troops [training] სამხ. სამწყობრო ჯარები [მომზადება]; line battalion სამხ. სახაზო ბატალიონი; line communication სპეც. სადენიანი კავშირგაბმულობა; line maintenance რკ.-გზ. მიმდინარე ტექნიკური მომსახურება და რემონტი; line bar ელექტრ. საკონტაქტო რელსი; შემკრები სალტე; line spectrum ფიზ. ხაზოვანი სპექტრი; line frequency ტელევ. სტრიქონების სიხშირე;
◇ on the line ა) მიჯნაზე, ზღვარზე (სხვადასხვაგვარ / სხვადასხვა კლასის საგანთა ან მოვლენათა შორის); ბ) მნახველის თვალის დონეზე; გამოსაჩენ ადგილას (ითქმის სურათის შესახებ გამოფენაზე); გ) საფრთხეში, სახიფათო მდგომარეობაში; დ) ამერ. დაუყოვნებლივ, მყისვე; he paid cash on the line მან დაუყოვნებლივ გადაიხადა ნაღდი ფულით [იხ. აგრ. 3 1)]; in line ა) ერთმწკრივად, ერთრიგად, ერთ ხაზზე (გვერდიგვერდ ან ერთიმეორის უკან ); ბ) (with) რისამე შესაბამისად / თანახმად, რაიმესთან შესაბამისობაში / თანხმობაში მყოფი; გ) (for) ამერ. რისამე მოლოდინში მყოფი, რისამე რიგი რომ უწევს; დ) ამერ. სრულ წესრიგში მყოფი, საკუთარ თავს რომ ფლობს / აკონტროლებს; in (the) line of duty სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; to bring smb. into line ვისიმე რაიმეზე დათანხმება / დაყოლიება, ვინმესთან თანხმობის მიღწევა; to come / to get / into line with smb. ʘ ვინმეს ˂და˃ეთანხმება; ვინმეს რაიმეზე დაჰყვება; ვინმეს ˂და˃ემორჩილება; to keep to / to take / one's own line დამოუკიდებლად მოქმედება, საკუთარი გზით სიარული; by line and level, by rule and line ზუსტად, დიდი სიზუსტით ან სიფრთხილით; მეთოდურად; all along the line ყველაფერში, ყველა თვალსაზრისით; down the line უპირატ. ამერ. საუბ. მთლიანად, სავსებით, ყოველმხრივ; to get a line on smb., smth. საუბ. ვისიმე, რისამე შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რისამე შეტყობა; to give smb. line (enough) ვინმესთვის დროებით თავის დანებება, ვისიმე დროებით ნებაზე მიშვება, ვინმესთვის მოჩვენებითი თავისუფლების მიცემა; to toe the line ა) სპორტ. სასტარტო ხაზზე დადგომა; ბ) მოთხოვნებს ან წესებს დამორჩილება, წესების განუხრელად დაცვა; გ) შეხედულებების გაზიარება, პარტიის და მისთ. პროგრამისთვის მხარის დაჭერა, იმავე პლატფორმაზე დადგომა; as straight as a line, right as a / any / line ა) ისარივით სწორი, პირდაპირი; ბ) პატიოსანი, პირდაპირი, გულწრფელი.