(
pl lives)
1. სიცოცხლე; ცხოვრება; the origin of life სიცოცხლის წარმოშობა; to study animal and plant life მცენარეებისა და ცხოველების სიცოცხლის შესწავლა; the struggle for life ბრძოლა არსებობისათვის; to come to life ა) ცხოვრების დაწყება, ქვეყნად გაჩენა, დაბადება; ბ) ʘ გაცოცხლდება; გამოცოცხლდება; გ) გონს მოსვლა (გულის წასვლის შემდეგ); to bring to life ა) ვისიმე / რისამე გაჩენა / დაბადება / წარმოქმნა; ბ) გაცოცხლება, მკვდრეთით აღდგენა; გამოცოცხლება; გ) გონს მოყვანა, მოსულიერება (გულის წასვლის შემდეგ); to lay down / to give / one's life საკუთარი სიცოცხლის რაიმესთვის შეწირვა / მსხვერპლად გაღება, თავის დადება; to sell one's life dear / dearly / მტრებისთვის საკუთარი სიცოცხლის ძვირად დასმა, დაღუპვამდე ბევრი მტრის დახოცვა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლა; to lose one's life ʘ დაიღუპა; to seek smb.'s life ʘ ვისიმე სიცოცხლის ხელყოფას / ვისიმე მოკვლას ცდილობს; to take smb.'s life ვისიმე მოკვლა / მოკვდინება; to take one's (own) life თავის მოკვლა, თვითმკვლელობის ჩადენა; to stake / to pawn / one's life საუბ. ʘ საკუთარ სიცოცხლეს ფიცავს / თავს დებს / თავს მოიჭრის, რომ …; this life რელიგ. ამქვეყნიური / სააქაო ცხოვრება; the other / the future, another / life რელიგ. იმქვეყნიური / საიქიო ცხოვრება;
2. 1) ცოცხალი არსებები, სიცოცხლე; is there any life on the planet Mars? არსებობს თუ არა სიცოცხლე / არიან თუ არა ცოცხალი არსებები პლანეტა მარსზე? the noise of life სიცოცხლის ხმაური / გუგუნი; the battle was won at great sacrifice of life ბრძოლა დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოგებული;
2) ცოცხალი არსება, ადამიანი; three lives were saved by his brave act მისმა მამაცურმა საქციელმა სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა; how many lives were lost? რამდენი ადამიანი დაიღუპა?
3. 1) სიცოცხლის ხანგრძლივობა; I have lived here all my life მთელი ჩემი სიცოცხლე / მთელი ჩემი დღე და მოსწრება აქ ვცხოვრობ; in life ვისიმე სიცოცხლის განმავლობაში / ცხოვრებაში; to marry early [late] in life ადრე [გვიან] დაქორწინება; at his time of life მის ასაკში; for life მთელი ცხოვრების განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე, სიკვდილამდე; სამუდამოდ [შდრ. აგრ. ◇]; a lease for three lives საიჯარო ხელშეკრულება ვადით სამი დასახელებული პირიდან უკანასკნელის გარდაცვალებამდე;
2) სადმე ყოფნის ვადა; his life in London ლონდონში მისი ყოფნა / ცხოვრება;
3) სამსახურის / მუშაობის ვადა (მანქანისა, დაწესებულებისა); ხანგრძლივობა, ხანგამძლეობა; the average life of steel rails [of a steamship] ფოლადის რელსების [გემის] გამოსადეგობის / სამსახურის საშუალო ვადა;
4) სლ. სამუდამო პატიმრობა;
4. ცხოვრების წესი / ყაიდა; regular life ცხოვრების რეგულარული / გამოზომილი წესი; comfortable life კომფორტული / მყუდრო ცხოვრება; country [city] life სოფლური [ქალაქური] ცხოვრება, ცხოვრების სოფლური [ქალაქური] წესი / ყაიდა; to lead a quiet life წყნარად ცხოვრება;
ʘ წყნარ ცხოვრებას ეწევა;
5. საზოგადოებრივი ცხოვრება; ადამიანთა ურთიერთობები; საზოგადოება; to see life ცხოვრების ნახვა / გაცნობა; to enter life ცხოვრებაში შებიჯება, ცხოვრების დაწყება; to be settled in life ცხოვრებაში მყარად დამკვიდრება / კარგად მოწყობა; high life მაღალი / არისტოკრატიული საზოგადოება; მაღალი წრის ცხოვრება; low life მდაბიოთა / საზოგადოების დაბალ ფენათა ცხოვრება [შდრ. აგრ. low-life I და II]; social life ა) საზოგადოებრივი ცხოვრება; ბ) მაღალი საზოგადოების ცხოვრება (მიღებები, წვეულებები, მეჯლისები); გ) მეგობრების შეკრებები, წვეულებები, ერთად სადილობა და ა.შ.; მეგობრებთან და ნაცნობებთან ურთიერთობა;
6. ცხოვრების აღწერა, ბიოგრაფია; the lives of great men [of poets] დიდი ადამიანების [პოეტების] ცხოვრებათა აღწერა / ცხოვრება; Life of Johnson ჯონსონის ბიოგრაფია; few authors write their own lives ცოტა მწერალი თუ წერს თავისივე საკუთარ ბიოგრაფიას;
7. 1) ენერგია, სიცოცხლე; ხალისი, გამოცოცხლება; the children are full of life ბავშვები სიცოცხლით / ხალისით არიან აღსავსენი, ძალზე ენერგიულნი არიან; to infuse new life into smth. რაიმესთვის ახალი სიცოცხლის / ახალი სულის შთაბერვა; to put life into smth. ა) რაიმესთვის სიცოცხლის შთაბერვა; he put life into her portrait მხატვარმა ქალის პორტრეტს სიცოცხლე შთაბერა / ქალის პორტრეტი თითქოს გააცოცხლა; ბ) ენერგიულად მოქმედება; to put life into one's work ხალისით / მონდომებით / მთელი სულითა და გულით მუშაობა; put more life into your movements უფრო ცოცხლად / მკვირცხლად იმოძრავეთ;
2) ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ან აუცილებელი რამ; რისამე არსი, რაობა, საფუძველი; რისამე სული; he was the life (and soul) of the party იგი საზოგადოების / კომპანიის სული და გული იყო; plenty of sleep is the life of young children ბევრი ძილი ბავშვებისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი / არსებითი რამ არის;
8. ხელოვნ. ნატურა; a picture [a portrait] taken from (the) life ნატურიდან შესრულებული სურათი [პორტრეტი]; to portray smb. to the life ვისიმე ზედმიწევნით ზუსტი პორტრეტის შექმნა, ვისიმე პორტრეტზე ორიგინალთან მსგავსების ზუსტად გადმოცემა;
9. დაზღვ. 1) პირი, რომელსაც სიცოცხლე დაზღვეული აქვს; a good life პირი, რომელიც სავარაუდოდ დიდხანს იცოცხლებს; a bad life პირი, რომელიც სავარაუდოდ დიდხანს ვერ იცოცხლებს;
2) სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა;
3) სიცოცხლის დაზღვევა; სიცოცხლის დაზღვევის პოლისი;
⌇ life sentence სამუდამო პატიმრობა;
◇ small life ნატურალურზე უფრო მცირე სიდიდისა; as large as life იხ. large ◇; my life ჩემო სიცოცხლევ (ძვირფასი ადამიანისადმი მიმართვისას); upon my life! საუბ. ჩემმა მზემ! ღმერთმანი! გეფიცები(თ)! such is life, that's life ასეთია ეს ცხოვრება; it's a great life if you don't weaken ხუმრ. სიცოცხლე მშვენიერი რამ არის, თუ სულის სიმხნევეს არ დაკარგავ (გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანის ირონიული შენიშვნა); the life of the mind ინტელექტუალური ცხოვრება; ფიქრები, წარმოსახვა; for one's life, for dear life საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად; მთელი ძალითა და ღონით, ენერგიულად [შდრ. აგრ. 3 1)]; to run for one's / for dear, for very / life ʘ რაც ძალა და ღონე აქვს, თავქუდმოგლეჯით მირბის; to fight for dear life სამკვდრო-სასიცოცხლოდ / თავდაუზოგავად / გააფთრებით ბრძოლა; for the life of me I can't do it საუბ. ამას ვერაფრის დიდებით / გინდ მომკალით, ვერ გავაკეთებ; not on your life! არავითარ შემთხვევაში! არაფრის გულისათვის! it is a matter of life and death ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია; with all the pleasure in life უდიდესი სიამოვნებით; nothing in life ქვეყნად არაფერი; სრულებით არაფერი; to bother / to harass, to nag, to pester, to plague, to worry / the life out of smb. ვინმესთვის სიცოცხლის გამწარება / გულის გაწყალება / სულის ამოხდა; ʘ წუთით არ ასვენებს ვინმეს; to escape with life and limb ʘ გადარჩა, თავს უშველა; ცოცხალი / საღ-სალამათი დარჩა; to gasp life away ʘ სული განუტევა, მოკვდა; how's life? როგორ ხარ(თ)? როგორ მიდის საქმეები? to lead a dog's life ძაღლუმადურად / გაძაღლებულად ცხოვრება; life for life სიცოცხლე სიცოცხლის წილ; to take one's life in one's (own) hands საკუთარი სიცოცხლის / თავის საფრთხეში ჩაგდება; სარისკო საქმის წამოწყება; there is life in the old dog yet ჯერ კიდევ ძალა არ გამოლევია / საფანელი არ მოჰკლებია (ითქმის მოხუცის შესახებ, რომელიც თავს მხნედ გრძნობს); a cat has nine lives ანდ. კატას ცხრა სული უდგიაო; ≅ კატა სიცოცხლისუნარიანი ცხოველია; while there is life there is hope ანდ. სანამ სიცოცხლეა, იმედიც არისო; ≅ კაცმა იმედი არ უნდა დაკარგოსო.