(let) I
1. 1) ʘ უშვებს, გამოუშვებს; to let blood ა) სისხლის გამოშვება; ბ) სისხლის დაღვრა; they fought until their blood was all let ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ;
2) (into) შე˂მო˃შვება (˂შე˃უშვებს, ˂შემო˃უშვებს); to let smb. into the waiting-room მისაღებში / მოსაცდელ ოთახში ვისიმე შე˂მო˃შვება; to let smb. into a club კლუბის წევრად ვისიმე მიღება; to let a piece of lace into a dress კაბაში მაქმანის ჩადგმა; to let smb. into a secret ვინმესთვის საიდუმლოს განდობა;
3) (out of, from) გა˂მო˃შვება (˂გა˃უშვებს, ˂გამო˃უშვებს); to let smb. out of a room ოთახიდან ვისიმე გა˂მო˃შვება; to let the water out of the bath-tub აბაზანიდან წყლის გაშვება, აბაზანაში წყლის ჩაშვება; to let the water from the pond გუბურიდან წყლის გაშვება;
4) (through) რაიმეში გატარება (˂გა˃ატარებს); ʘ რისამე გავლით უშვებს; to let smb. through a door კარში ვისიმე გატარება, ვინმესთვის კარში გავლის საშუალების მიცემა;
2. 1) გაქირავება (˂გა˃აქირავებს), იჯარით გაცემა; to let land [a farm] მიწის [ფერმის] იჯარით გაცემა; to let the second floor for three months მესამე სართულის სამი თვით გაქირავება; the house is to let სახლს აქირავებენ, სახლი ქირავდება; to let ქირავდება (წარწერა);
2) გაქირავება (˂გა˃ქირავდება), იჯარით გაცემა; how much does the house let for? რამდენად / რა ფასად ქირავდება სახლი?
II ბ
1. 1) to let smb. do smth. ვინმესთვის რისამე გაკეთების ნების ან საშუალების მიცემა (მისცემს), ვინმესთვის რისამე გაკეთებინება; will you let me smoke? შეიძლება / ნებას მომცემთ თამბაქო მოვწიო? they will not let me pass ისინი მე არ გამატარებენ / არ გამიშვებენ; she wanted to stay but her father wouldn't let her დარჩენა უნდოდა, მაგრამ მამამ ამის ნება არ მისცა; he never lets himself be pushed around იგი სხვის ნებაზე არ ივლის / თავს არავის დააჩაგვრინებს; I was let to see him მე მისი ნახვის საშუალება მომცეს;
2) to let smth. do smth. რისამე მოხდენის დაშვება (˂და˃უშვებს), ნების დართვა; don't let the fire go out ცეცხლი არ ჩააქროთ; თვალი გეჭიროთ, ცეცხლი არ ჩაქრეს; shall we let the matter drop? ხომ არ აჯობებს, ამ თემაზე საუბარი შევწყვიტოთ? to let the rope run free თოკის მოშვება (ალპინიზმი) [შდრ. აგრ. 3];
2. to let smb. know / hear, etc / smth. ვინმესთვის რისამე ცნობება (აცნობებს), შეტყობინება, გაგებინება, გაგონება, დანახვება და ა.შ.; did he let you know what had happened? არ შეგატყობინათ / არ გითხრათ, რა მოხდა / რაში იყო საქმე? to let smb. see smth. ვინმესთვის რისამე ჩვენება / დანახვება; let him see that he is wrong საშუალება მიეცით, თავად დარწმუნდეს, რომ ცდება;
3. to let drop / fall, slip, etc / smth. რისამე ხელიდან გაშვება (˂გა˃უშვებს), დაგდება, ჩა˂მო˃შვება, დაშვება, გადმოგდება და ა.შ.; to let fall the curtain ფარდის ჩამოშვება / დაშვება; to let fall a word დაუფიქრებელი სიტყვის წამოსროლა / გადმოგდება; ʘ დაუფიქრებელი სიტყვა წამოსცდა; to let drop a hint სიტყვის გადაკვრა, რისამე გადაკრულად თქმა, რაიმეზე მინიშნება; to let slip smth. რისამე ხელიდან გაშვება; to let slip an opportunity [a chance, an occasion] ხელსაყრელი შესაძლებლობის [შანსის, შემთხვევის] ხელიდან გაშვება [შდრ. აგრ. ◇]; to let fall a perpendicular on a line მათ. წრფეზე პერპენდიკულარის დაშვება; to let run ზღვ. მოშვება (ბაგირისა და ა.შ.) [შდრ. აგრ. 1 2];
III ა
როგორც დამხმარე ზმნა ბრძანებით კილოში აღნიშნავს 1) ბრძანებას ან ნების დართვას და ა.შ.: დაე; let him come in დაე, შემოვიდეს; შემოუშვით; let me use / take / your pen შეიძლება თქვენი კალმისტარი ავიღო? let him get down to it at once დაუყოვნებლივ შეუდგეს საქმეს; let me see – where did I put my gloves? მოიცადეთ, სად წავიღე / სად დავდე ჩემი ხელთათმანები?
2) საჭიროებას, აუცილებლობას: საჭიროა, უნდა; დაე; let it be done ეს უნდა გაკეთდეს; let not the reader be frightened მკითხველი არ უნდა შეშინდეს; დაე, მკითხველი ნუ შეშინდება;
3) ერთობლივი მოქმედებისაკენ მოწოდებას: მოდი(თ); let you and me try მოდით ვცადოთ; let's have a bite, shall we? მოდი წავიხემსოთ / წავისაუზმოთ; ხომ არ წავიხემსოთ / წავისაუზმოთ?
4) ვარაუდს: დავუშვათ, ვთქვათ, დაე; let AB be equal to CD მათ. დავუშვათ, რომ / ვთქვათ, AB უდრის CD-ს ;
5) მუქარას: აბა, ერთი; let him try აბა, ერთი სცადოს / გაბედოს;
▭ to let at შოტლ. 1) რისამე სროლა (ესვრის) / ტყორცნა; ტყვიის დახლა;
2) თავდასხმა (თავს ˂და˃ესხმება), მივარდნა;
3) დამიზნება (˂და˃უმიზნებს), მიზანში ამოღება (აგრ. გადატ.);
to let by გატარება (˂გა˃ატარებს); let me by, please! გამატარეთ / გზა მომეცით, თუ შეიძლება!
to let down 1) ჩა˂მო˃შვება (˂ჩა˃უშვებს, ˂ჩამო˃უშვებს), დაბლა დაშვება, ჩა˂მო˃წევა; to let down the curtains ფარდების ჩამოშვება / დაშვება; he let down the window-glass მან ფანჯრის მინა ჩასწია; to let down one's hair თმის გაშლა;
2) შესუსტება (˂შე˃ასუსტებს; ˂შე˃სუსტდება), შენელება, დაკლება; to let down the speed სიჩქარის შენელება;
3) დაღალატება (˂და˃აღალატებს); გაჭირვებაში მიტოვება; to let down a friend გაჭირვებაში მეგობრის მიტოვება; don't let me down არ დამაღალატო;
4) გულის დაწყვეტა (˂და˃სწყვეტს), გუნების გაფუჭება; იმედის გაცრუება, მოლოდინის გამტყუნება; the plot is good but the end lets you down სიუჟეტი კარგია, მაგრამ ფინალი იმედს გაგიცრუებთ;
5) თავმოყვარეობის / ღირსების შელახვა (˂შე˃ლახავს, ˂შე˃ულახავს), დამცირება, დამდაბლება; this let him down a little ამის შემდეგ მან ქედმაღლობას / მედიდურობას უკლო; to let smb. down gently / softly, eas(il)y / ვისიმე თავმოყვარეობის / ვისიმე გრძნობების დაზოგვა, ვისიმე მიმართ დელიკატურობის გამოჩენა;
6) ავ. დაჯდომის წინ პლანირებით / ცორვით დაშვება (˂და˃ეშვება);
7) მეტალ. მოშვება (˂მო˃უშვებს), მოწვა (ლითონისა);
8) სპეც. გახსნა (˂გა˃ხსნის), გაზავება, გათხევადება; შემცველობის შემცირება;
9) ტანსაცმლის დაგრძელება (˂და˃აგრძელებს);
to let in 1) სახლში, ბინაში შე˂მო˃შვება (˂შე˃უშვებს, ˂შემო˃უშვებს);
2) : to let oneself in კარის გაღება და სახლში შესვლა (შევა) [შდრ. აგრ. 5)];
3) შე˂მო˃შვება (˂შე˃უშვებს, ˂შემო˃უშვებს), გატარება (სინათლისა, ჰაერისა, წყლისა და ა.შ.);
4) ვერგაძლება (ვერ ˂გა˃უძლებს), ჩატყდომა; the ice let in ყინული ჩატყდა;
5) საუბ. მოტყუებით ჩათრევა (˂ჩა˃ითრევს) / გაბმა (რაიმე არასასურველში); მოტყუება, გაცურება; ხარჯში ან ზარალში ჩაგდება; I was badly let in over that business ამ საქმეში მაგრად გამაცურეს; to let oneself in for smth. ʘ რაიმეში გაება / გაეხვია [შდრ. აგრ. 2)];
to let off 1) გასროლა (˂გა˃ისვრის); to let off a gun თოფის გასროლა / დაცლა;
2) გადატ. წამოსროლა (˂წამო˃ისვრის), სხაპასხუპით თქმა; to let off a joke [puns] ოხუნჯობის [კალამბურების] წამოსროლა;
3) დაუსჯელად გაშვება (˂გა˃უშვებს); რისამე პატიება, სასჯელისაგან, მოვალეობისაგან და ა.შ. განთავისუფლება; to let smb. off from what he owes ვინმესათვის ვალის პატიება; they let him off with a fine მას ჯარიმა აკმარეს;
4) სპეც. გამოყოფა (გამოყოფს);
5) ტექ. ჩამოშვება (˂ჩამო˃უშვებს), გამოშვება (ზეთისა და ა.შ.);
6) ნაწილ-ნაწილ გაქირავება (˂გა˃აქირავებს), იჯარით გაცემა;
to let on საუბ. 1) თავის მოჩვენება (˂მო˃აჩვენებს); he let on he didn't know თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი იცოდა;
2) გათქმა (გათქვამს), გამხელა, გამომჟღავნება (საიდუმლოსი, ფაქტებისა და ა.შ.);
to let out 1) გაშვება (˂გა˃უშვებს), გამოშვება, განთავისუფლება (აგრ. პასუხისმგებლობისაგან, მოვალეობისაგან და ა.შ.); to let out a prisoner პატიმრის განთავისუფლება;
2) საიდუმლოს და სხვ. გათქმა (გათქვამს), გამხელა; რისამე წამოროშვა;
3) გაგანივრება (˂გა˃აგანივრებს), გადიდება, გამოშვება; to let out the sleeves სახელოების გამოშვება;
4) გაქირავება (˂გა˃აქირავებს), იჯარით გაცემა; to let out horses [carriages] ცხენების [ეტლების] გაქირავება;
5) მუშტ˂ებ˃ის, ხელ˂ებ˃ის, ფეხ˂ებ˃ის (დასარტყმელად) ˂გა˃ქნევა (˂გა˃იქნევს) / დაშენა; მუშტებით მივარდნა / თავდასხმა; ვინმესთვის ლანძღვა-გინების ატეხა, ვისიმე გალანძღვა / გაკიცხვა;
6) გრძნობებისთვის / ბრაზისთვის გამოსავლის მიცემა (მისცემს), გრძნობების / ბრაზის დაუფარავად გამოხატვა; to let out one's feelings გრძნობებისათვის გამოსავლის მიცემა, გულის მოოხება;
7) საუბ. სადავეების მიშვება (˂მი˃უშვებს), ცხენის ნებაზე მიშვება, ცხენის გაჭენება; მანქანის გაქროლება, მეტისმეტად დიდი სიჩქარით წაყვანა / ტარება;
8) ამერ. დამთავრება (˂და˃მთავრდება), დასრულება (ითქმის მეცადინეობის, კრების, კინოსეანსის და ა.შ. შესახებ); the school lets out at 3 მეცადინეობა სკოლაში სამ საათზე მთავრდება;
to let up 1) შესუსტება (˂შე˃სუსტდება), შემცირება;
2) შეწყდომა (˂შე˃წყდება), გაჩერება; until the rain let up სანამ წვიმა არ შეწყდა, სანამ წვიმამ არ გადაიღო;
3) მოშვება (˂მო˃ეშვება), აქტიურობის შენელება;
4) (on) საუბ. : to let up on smb. ა) ვისიმე მიმართ ნაკლები სიმკაცრის გამოჩენა (˂გამო˃იჩენს), ვისიმე უფრო ლმობიერად მოპყრობა; ბ) ვინმესთვის თავის დანებება (˂და˃ანებებს); ʘ ვინმეს დაეხსნება; გ) ვინმესთან ყოველგვარი ურთიერთობის შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს);
◇ to let fly smth. რისამე სროლა, ტყორცნა; to let fly a stone at a dog ძაღლისთვის ქვის სროლა; to let fly a torrent of abuse გადატ. ლანძღვა-გინების ატეხა; ვისიმე გალანძღვა, ვინმესთვის შეურაცხმყოფელი სიტყვების დაყრა; to let go ა) გა˂მო˃შვება, განთავისუფლება; რაიმესათვის ხელის გაშვება, რისამე ხელიდან გაშვება; let go of my sleeve! სახელოზე ხელი გამიშვით! let go your hold! ხელი გაუშვით! to let go the / an / anchor ღუზის ჩაშვება; ბ) რაიმეზე ფიქრის შეწყვეტა, რისამე თავიდან ამოგდება; რისამე უყურადღებოდ დატოვება; oh, let it go! მოეშვით ამაზე ფიქრს! არ ღირს ამაზე ფიქრით თავის შეწუხება! გ) იშვ. გასროლა, გატყორცნა, გაშვება (აგრ. გადატ.); to let go a missile სატყორცნი იარაღის, ჭურვის და ა.შ. გასროლა; to let oneself go თავის აშვება; ʘ თავს აღარ იკავებს; საკუთარ ქცევას, გარეგნობას და ა.შ. კონტროლს აღარ უწევს; to let loose ა) განთავისუფლება, გაშვება; to let loose a fierce dog ავი ძაღლის აშვება; ბ) გრძნობებისათვის გამოსავლის მიცემა, წარმოსახვის ნებაზე მიშვება; to let loose one's wrath on smb. საკუთარი მრისხანების ვინმესთვის თავს დატეხა; გ) სროლა, ტყორცნა, დაშენა (აგრ. შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სიტყვებისა და ა.შ.); to let smb., smth. be ვინმესთვის, რაიმესთვის თავის დანებება; to let smb., smth. alone ვინმესთვის / რაიმესთვის თავის დანებება / განებება; ʘ ვინმეს / რაიმეს დაეხსნება; you may well (enough) let it alone ამას შეგიძლიათ თავი დაანებოთ, აქ შეცვლა ან გაუმჯობესება არაფერს ესაჭიროება; let him alone to do it თავი დაანებეთ, თავად გააკეთოს ეს ; let alone საუბ. რაიმეს რომ თავი დავანებოთ, რაიმეზე რომ არაფერი / აღარაფერი ვთქვათ; to let smth. pass საუბ. რაიმესთვის ყურადღების არმიქცევა, რისამე უყურადღებოდ დატოვება; let this incident pass დაივიწყეთ ეს ინციდენტი; to let slip ა) გაშვება, განთავისუფლება; ბ) საიდუმლოს და სხვ. გათქმა, გამხელა; რისამე აღიარება; let bygones be bygones ანდ. ≅ რაც იყო, იყო; to let the cat out of the bag იხ. cat I ◇.