(
led)
1. წაყვანა (მიჰყავს), გაძღოლა; გზის ჩვენება; to lead by the hand ʘ ხელჩაკიდებული მიჰყავს; to lead a blind man ბრმის წაყვანა / გაძღოლა; to lead a horse ცხენის სადავით წაყვანა; to lead smb. captive ვისიმე ტყვედ წაყვანა;
2. ხელმძღვანელობა (ხელმძღვანელობს), გაძღოლა, მეთაურობა; მართვა; to lead an army არმიის სარდლობა; to lead an expedition ექსპედიციის ხელმძღვანელობა; to lead a mutiny ამბოხების მეთაურობა, ამბოხების სათავეში დგომა; to lead a choir გუნდის ლოტბარობა / ხელმძღვანელობა; to lead an orchestra ორკესტრის დირიჟორობა; to lead the fashion ʘ მოდების კანონმდებელია; to lead for the prosecution [defence] იურ. ბრალდების [დაცვის] ხელმძღვანელობა; to lead the Conservatives კონსერვატორთა პარტიის სათავეში დგომა ან მისი სახელით გამოსვლა (განსაკ. პარლამენტში);
3. 1) ყველაზე წინ ან პირველ ადგილზე ყოფნა (არის), ლიდერობა; ʘ დაწინაურებულია; ვინმეს, რაიმეს წინ მიუძღვება; a brass band led the regiment პოლკს წინ სასულე ორკესტრი მიუძღოდა; to lead the advance სამხ. ʘ მოიერიშე ჯარს წინ მიუძღვის / თავში უდგას; this country leads the world in the production of steel ამ ქვეყანას მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია ფოლადის წარმოების მიხედვით; the big chestnut was leading by three lengths დიდი წაბლა ცხენი სამი კორპუსით იყო წინ;
2) უპირატესობის ქონა (აქვს); ʘ ვინმეს, რაიმეს აღემატება; he led his closest opponent by 200 votes არჩევნებში თავის უახლოეს მეტოქეს ორასი ხმით უსწრებდა; as an actor he certainly leads როგორც მსახიობს, მას უდავოდ ბადალი არ ჰყავს;
4. ʘ ცხოვრების ამა თუ იმ წესს მისდევს,
ამა თუ იმგვარ ცხოვრებას ეწევა; to lead a good life პატიოსნად / წესიერად ცხოვრება; to lead a miserable existence უბადრუკად / საცოდავად ცხოვრება;
ʘ უბადრუკ ყოფაშია; to lead a gay life
ʘ თავაშვებულ ცხოვრებას ეწევა; to lead a double life ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება;
5. 1) ʘ მიდის, მიჰყავს; where does this road lead? ეს გზა საით მიდის? the road led her to a small village გზამ იგი პატარა სოფელში მიიყვანა;
2) გატარება (˂გა˃ატარებს); ʘ გამტარია, არხია (წყლისა და მისთ.);
3) გაყვანა (გაიყვანს), რაიმეზე გა˂და˃ტარება (მილისა, სადენისა, თოკისა და მისთ.);
4) რაიმემდე მიყვანა (მიიყვანს), რისამე გამოწვევა, შედეგად რისამე ქონა; this led to confusion ა) ამან დაბნეულობა გამოიწვია; ბ) ამან გაურკვეველ სიტუაციამდე მიგვიყვანა; to lead nowhere ʘ არაფრის მომტანია, უშედეგოა; to lead to illness ავადმყოფობით დასრულება; to lead to a poor result უმნიშვნელო შედეგის მოტანა; fear led him to tell lies შიშმა ტყუილი ათქმევინა; curiosity led me to look again ცნობისმოყვარეობამ მაიძულა ერთხელაც შემეხედა;
6. დარწმუნება (˂და˃არწმუნებს), რაიმეზე დაყოლიება; (დარწმუნებით) რისამე გაკეთებინება, ზემოქმედების მოხდენა; she may be led but not driven მისი დარწმუნება შესაძლებელია, იძულება კი — შეუძლებელი; what led you to think so? ეს რამ გაფიქრებინათ? ასე რატომ ფიქრობთ? I am led from all I hear to agree with you ყოველივე იმის შემდეგ რაც მოვისმინე / გავიგე, მზად ვარ დაგეთანხმოთ; what you say leads me to refuse თქვენი სიტყვები მაიძულებს უარი ვთქვა;
7. იურ. მოწმისთვის მისახვედრებელი კითხვების დასმა (˂და˃უსვამს) / სასურველი პასუხის მინიშნება;
8. ბანქ. კარტის ჩამოსვლა (ჩამოვა); პირველი სვლის გაკეთება; to lead hearts [spades] გულის [ყვავის / პიკის] ჩამოსვლა;
9. ტექ. წინსწრების მოხდენა (˂მო˃ახდენს), წინსწრება;
10. სამხ. მოძრავი მიზნისთვის დასწრებით სროლა (ესვრის), დასწრება;
11. შოტლ. სამართ. 1) მოწმობა (მოწმობს); წარდგენა (მტკიცებულებისა და მისთ.);
2) საქმის აღძვრა (აღძრავს);
12. დარტყმა (˂და˃არტყამს), (დარტყმების სერიიდან პირველი) დარტყმის მიყენება (კრივი);
▭ to lead away 1) თან წაყვანა (წაიყვანს), თან გაყოლება; აყოლიება;
2) წყლის ნაკადისთვის მიმართულების შეცვლა (˂შე˃უცვლის), წყლის გადაგდება / არინება;
to lead off 1) დაწყება (˂და˃იწყებს); გახსნა (მეჯლისისა, სეზონისა, დისკუსიისა); he led off by making an apology მან იმით დაიწყო, რომ პატიება ითხოვა; who's going to lead off ? ვინ ˂და˃იწყებს?
2) სხვა მხარეს მიმართვა (მიმართავს) / წაყვანა; არიდება, აცილება;
to lead on 1) აყოლიება (აიყოლიებს); გაკეთებინება (განსაკ. დაუფიქრებელი ან საძრახისი რამისა);
2) (to) საუბრის ამა თუ იმ თემისკენ წაყვანა (წაიყვანს), რაიმეზე სიტყვის ჩამოგდება;
3) დაჯერება (˂და˃აჯერებს), დარწმუნება (იმაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება); მოტყუება;
to lead out 1) იხ. to lead off 1);
2) გამოყვანა (გამოიყვანს);
3) საცეკვაოდ გაწვევა (˂გა˃იწვევს) / წაყვანა (მანდილოსნისა);
to lead out of ʘ გა˂მო˃დის, უკავშირდება (ითქმის კიბის, გასასვლელის, გზის და მისთ. შესახებ);
to lead up მოძვ. იხ. to lead off 1);
to lead up to 1) რისამე თანდათანობით მომზადება (˂მო˃ამზადებს), თანდათანობით რაიმესთვის ნიადაგის შემზადება; ʘ რისამე შესავალ ან წინასწარ ნაწილს წარმოადგენს;
2) საუბრის ამა თუ იმ თემისკენ წაყვანა (წაიყვანს), საუბრისას თანდათანობით ამა თუ იმ თემაზე გადასვლა; to to lead up to the subject of discussion თანდათანობით განსახილველ საკითხზე გადასვლა;
◇ to lead astray სწორ გზას ვისიმე აცდენა, ცუდ გზაზე დაყენება; შეცდომაში შეყვანა; to lead smb. a (pretty / merry / ) dance ვისიმე გაწვალება; ʘ ჯვარს აცვა; to lead the way ა) ყველაზე წინ / მიმავალთა თავში ყოფნა; წინ გაძღოლა / წაყვანა; ბ) ʘ რაიმეში პირველია / ინიციატივას იჩენს; წამყვანი როლის თამაში; to lead the van წინ / წინა რიგებში / ავანგარდში ყოფნა; to lead the field იხ. field I ◇; to lead (a woman) to the altar (ქალზე) დაქორწინება, ჯვრის დაწერა; to lead smb. up the garden (path) იხ. garden ◇; to lead smb. by the nose სრულ მორჩილებაში ვისიმე ყოლა, ვისიმე მართვა, ვინმეზე მბრძანებლობა; to lead smb. to expect ა) ვინმეში რისამე იმედის ან მოლოდინის აღძვრა; ბ) ვინმესთვის რისამე ვარაუდის საშუალების მიცემა; to lead with one's chin სლ. ა) გახსნა, დაუცველად დარჩენა; ცუდი დაცვის ქონა (ითქმის გამოუცდელი მოკრივის შესახებ); ბ) გაუფრთხილებლად / დაუფიქრებლად ქცევა ან ლაპარაკი; სახიფათო მდგომარეობაში თავის ჩაგდება; all roads lead to Rome ანდ. ყველა გზა რომში მიდის.