4. 1) წაქცევა (
˂წა
˃აქცევს), ძირს დაგდება;
2) დაწვენა (˂და˃აწვენს), გათელვა, ძირს დაშვება, ძირს დაფენა; the rain quickly laid the dust წვიმისაგან მტვერი სწრაფად დაჯდა; to lay crops ნათესების დაწვენა (ითქმის წვიმის ან ქარის შესახებ);
5. ჩვეულ. pass მოქმედების ადგილის განსაზღვრა (განსაზღვრავს); the scene of the story is laid in London [in ancient times] რომანის მოქმედება ლონდონში [ძველ დროს] ვითარდება;
6. სანაძლეოდ დადება (˂და˃დებს), ჩამოსვლა (ფულისა და მისთ.); სანაძლეოს დადება, დანაძლევება; I lay ten shillings that he will not come სანაძლეოდ ათ შილინგს ვდებ, რომ იგი არ მოვა; I'll lay you never saw anything better than that სანაძლეოს ვდებ / თავს დავდებ, რომ ამაზე უკეთესი რამ არასოდეს გინახავთ; to lay a wager on the result of the race დოღის შედეგზე სანაძლეოს დადება; to lay a bet that … სანაძლეოს დადება / დანაძლევება, რომ …;
II ა
1. 1) ხალიჩით და მისთ. დაფარვა (˂და˃ფარავს); რისამე დაფენა / დაგება; to lay the cloth მაგიდაზე სუფრის გადაფარება / სუფრის გაშლა; to lay a floor with carpet იატაკზე ხალიჩის დაგება;
2) საღებავის და მისთ. დადება (˂და˃დებს, ˂და˃ადებს), წასმა [შდრ. აგრ. to lay on 2)]; to lay the colours on canvas ტილოზე საღებავების დადება; to lay a ground ფერწ. გრუნტის დადება / წასმა, დაგრუნტვა;
3) ავ. მიწის ზედაპირზე კვამლის ფარდის შექმნა (˂შე˃ქმნის) / მოწყობა (თვითმფრინავიდან გამოშვებული სანიღბავი კვამლით);
2. 1) მაგიდის, სუფრის გაწყობა (˂გა˃აწყობს), სუფრის გაშლა; to lay the table (for dinner) მაგიდის გაწყობა, სუფრის გაშლა (სასადილოდ);
2) : to lay a fire ცეცხლის, კოცონის და მისთ. დასანთებად შეშის, ნახშირის და სხვ. მომზადება (˂მო˃ამზადებს); ღუმლის / ბუხრის მომზადება ცეცხლის გასაჩაღებლად;
3) სამხ. დამიზნება (˂და˃უმიზნებს), გამიზვნა (ქვემეხისა, ტყვიამფრქვევისა და მისთ.);
3. ხაფანგის, მახის დაგება (˂და˃აგებს); საფრის მოწყობა; to lay an ambush for smb. ʘ ვინმეს საფარი მოუწყო / ჩაუსაფრდა; to lay a trap for smb. ვინმესთვის მახის დაგება;
4. 1) კვერცხის ˂და˃დება (˂და˃დებს); the hens are laying well now ქათმები ახლა კარგად დებენ კვერცხს; to lay an egg კვერცხის დადება [იხ. აგრ. ◇];
2) ენტ. კვერცხის ˂და˃დება (˂და˃დებს);
5. 1) ჯარიმის, სასჯელის და მისთ. დადება (˂და˃ადებს); to lay a heavy tax on smth. რაიმეზე მაღალი გადასახადის დაწესება, მაღალი გადასახადით რისამე დაბეგვრა;
2) ვალდებულების, პასუხისმგებლობის და მისთ. დაკისრება (˂და˃აკისრებს), დადება; to lay a strict injunction on smb. ა) ვინმესთვის მკაცრი ბრძანების მიცემა; ბ) ვინმესთვის რისამე კატეგორიულად აკრძალვა;
3) ბრალის დადება (˂და˃სდებს), ბრალდების და მისთ. წა˂მო˃ყენება, დანაშაულის, რაიმე საძრახისის მიწერა; to lay the blame for smth. on smb. ვინმესთვის რაიმეში ბრალის დადება, ვისიმე რაიმეში დადანაშაულება; to lay an accusation against smb. ვინმესთვის ბრალდების წაყენება; the murder was laid to Smith მკვლელობაში სმითი დაადანაშაულეს;
6. იმედის და მისთ. დამყარება (˂და˃ამყარებს); to lay one's hopes on smb. ვინმეზე საკუთარი იმედების დამყარება; to lay one's confidence on smb., smth. ვისიმე, რისამე ნდობის ქონა;
7. მნიშვნელობის და მისთ. მინიჭება (˂მი˃ანიჭებს); he lays great weight on your presence იგი თქვენს იქ ყოფნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს; to lay stress / emphasis / on / upon / smth. რაიმესთვის ხაზის გასმა, რისამე გამოყოფა, რაიმესთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება;
8. 1) ფაქტების / ცნობების გადმოცემა (გადმოსცემს); საკითხის დაყენება; to lay one's ideas before smb. ვინმესთვის საკუთარი აზრების გაცნობა; to lay the case before the court სასამართლოს წინაშე საქმის არსის გადმოცემა; to lay an information against smb. ა) ვისიმე დასმენა; ბ) სასამართლოში ვინმეზე საჩივრის შეტანა; to lay evidence before a committee კომისიისათვის მტკიცებულებათა წარდგენა;
2) პრეტენზიის, უფლების განცხადება (˂გან˃აცხადებს), წა˂მო˃ყენება; to lay claim to smth. რაიმეზე პრეტენზიის / უფლების განცხადება, რისამე მოთხოვნა;
9. 1) ეჭვების, შიშის გაფანტვა (˂გა˃ფანტავს); ბრაზის, მღელვარების და მისთ. დაცხრობა, დამშვიდება; his doubts were laid მას ეჭვები გაეფანტა;
2) აჩრდილის, სულის განდევნა (˂გან˃დევნის), საფლავში ან ქვესკნელში ჩაბრუნება; to lay a ghost [a spirit] აჩრდილის / მოჩვენების [ავი სულის] განდევნა;
10. გვარლის, ბაგირის ˂შე˃გრეხა (˂შე˃გრეხს);
11. ზღვ. ʘ კურსი (საითკენმე) უჭირავს (ითქმის გემის შესახებ);
12. სლ. ვინმესთან სქესობრივი კავშირის დამყარება (˂და˃ამყარებს) / ქონა (აგრ. to get laid);
II ბ
to lay smb. under smth. ვინმესთვის რისამე დადება (˂და˃ადებს) / დაკისრება, ვინმესთვის რისამე გაკეთებინება; to lay smb. under contribution ვინმესთვის კონტრიბუციის დადება; ვისიმე დაბეგვრა; to lay smb. under an obligation ვინმესთვის ვალდებულების დაკისრება, ვისიმე დავალდებულება; to lay smb. under a necessity რისამე აუცილებლობის წინაშე ვისიმე დაყენება, ვისიმე იძულება;
III ა
როგორც საერთი ზმნა შედგენილ სახელად შემასმენელში: ამა თუ იმ მდგომარეობამდე მიყვანა (მიიყვანს), ამა თუ იმ მდგომარეობაში ჩაგდება, რაიმედ ქცევა; to lay land fallow ს.-მ. მიწის ანეულად დატოვება; to lay the land waste ქვეყნის აოხრება / გაპარტახება; to lay one's chest bare საკუთარი გულმკერდის გაღეღა / გაშიშვლება; to lay one's heart bare ხატოვნ. ვინმესთვის გულის გადაშლა; to lay one's plans bare საკუთარი გეგმების გამომჟღავნება / გამხელა; to lay open ა) გამომჟღავნება, გამოაშკარავება, გამხელა; ბ) გახსნა, გაღება, გახსნილად / გაღებულად დატოვება; გ) გაჭრა, დაჭრა, ჭრილობის მიყენება; the blow laid his head open დარტყმამ მას თავი გაუტეხა; to lay oneself open გახსნა, დაუცველად დარჩენა (კრივი); to lay oneself open to suspicions [to criticism] საკუთარი მოქმედებით ეჭვების [კრიტიკის] გამოწვევა; to lay low ა) წაქცევა, ძირს დაგდება; to lay an opponent low with one punch მუშტის ერთი დარტყმით მოწინააღმდეგის ძირს დაგდება; ბ) მოკვლა; გ) დამარხვა, დაკრძალვა; დ) დასუსტება; მწყობრიდან გამოყვანა; I've been laid low by influenza გრიპმა ლოგინად ჩამაგდო; ე) დამცირება; დამდაბლება;
▭ to lay about : to lay about one ძლიერი დარტყმების, ხელების ან მუშტების განურჩევლად დაშენა (˂და˃უშენს), ხელების, მუშტების და მისთ. აქეთ-იქით ქნევა (დასარტყმელად);
to lay aside 1) გვერდზე დადება (˂და˃დებს, ˂და˃იდებს); გვერდზე გადადება; to lay aside one's book to listen წიგნის გვერდზე გადადება (ყურადღებით) რისამე მოსასმენად;
2) სამომავლოდ გადანახვა (˂გადა˃ინახავს) / შემონახვა / გადადება; to lay aside money for one's old age მოხუცებულობისათვის ფულის შემონახვა / გადადება; to lay aside a day for golf გოლფის სათამაშოდ ერთი დღის გამოყოფა;
3) რაიმესთვის თავის დანებება (˂და˃ანებებს), რაიმეზე ხელის აღება; რისამე (დროებით) გვერდზე გადადება; to lay aside bad habits ცუდი ჩვევებისთვის თავის დანებება, ცუდ ჩვევებზე უარის თქმა; time to lay old prejudices aside ძველი ცრურწმენების უარყოფის დრო; we've had to lay aside our plans for expansion იძულებულნი გავხდით ჩვენი გეგმები გაფართოების თაობაზე დროებით გვერდზე გადაგვედო;
4) ჩვეულ. pass მწყობრიდან გამოყვანა (გამოიყვანს); ლოგინად ჩაგდება, სახლში გამოკეტვა (ითქმის ავადმყოფობის და მისთ. შესახებ); to be laid aside by an accident ʘ უბედური შემთხვევის შედეგად ლოგინადაა ჩავარდნილი / სახლიდან ვერ გამოდის;
to lay away 1) გვერდზე დადება (˂და˃დებს, ˂და˃იდებს); გვერდზე გადადება (აგრ. გადატ.);
2) სამომავლოდ გადანახვა (˂გადა˃ინახავს), გადადება;
3) ამერ. მყიდველისათვის საქონლის გადადება (˂გადა˃დებს) / გადანახვა მისი სრული საფასურის გადახდამდე;
4) ამერ. დამარხვა (˂და˃მარხავს), დასაფლავება;
to lay back უკან გადაწევა (˂გადა˃სწევს) / გაწევა / გადადება; the horse laid his ears back ცხენმა ყურები უკან გადასწია;
to lay by იხ. to lay aside;
to lay down 1) დაბლა დადება (˂და˃დებს); დაწვენა; to lay the baby down gently ბავშვის ფრთხილად დაწვენა;
2) სარდაფში შენახვა (˂შე˃ინახავს) / გადანახვა (განსაკ. ღვინისა);
3) თანამდებობაზე, წოდებაზე, ჩვევაზე და მისთ. უარის თქმა (უარს იტყვის);
4) იმედზე, აზრზე და მისთ. ხელის აღება (ხელს აიღებს);
5) სანაძლეოდ დადება (˂და˃დებს) / ჩამოსვლა (ფულისა, ფსონისა); ფულის / ვალის გადახდა;
6) გეგმის / სქემის შედგენა (˂შე˃ადგენს); რუკაზე / სქემაზე დატანა / მოხაზვა;
7) რისამე აგების / შენების დაწყება (˂და˃იწყებს); რისამე საძირკვლის / საფუძვლის ჩაყრა; to lay down a keel იხ. keel¹ I 1;
8) დადგენა (˂და˃ადგენს), დაწესება; ჩამოყალიბება, ნათლად ფორმულირება; to lay it down as an axiom that … აქსიომად მიჩნევა იმისა, რომ ...; to lay down as a principle წესად შემოღება, პრინციპად ქცევა; it may be safely laid down that … დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს / თამამად შეიძლება ითქვას, რომ …; to lay down the law ა) კანონის შემოღება, სამართლებრივი ნორმების დაწესება, კანონის ფორმულირება; ბ) საუბ. ავტორიტეტულად რისამე განცხადება, უაპელაციო ტონით ლაპარაკი, სხვისი აზრის იგნორირება;
9) დარგვა (˂და˃რგავს), დათესვა (მცენარისა); ნარგავებით, ნათესებით დაფარვა (მიწის ნაკვეთისა და მისთ.); to lay a field down in / with, under, to / grass მინდორზე ბალახის დათესვა;
10) ჩადება (˂ჩა˃დებს), გაყვანა (კაბელისა და მისთ.);
11) დამონტაჟება (˂და˃ამონტაჟებს), მონტირება, აწყობა;
to lay in 1) სამომავლოდ შენახვა (˂შე˃ინახავს), რისამე მომარაგება; to lay in provisions [coal for the winter] სურსათის [ზამთრისთვის ნახშირის] მომარაგება;
2) ვულგ. გამალებით ჭამა (ჭამს); საჭმლის შესანსვლა;
3) საუბ. დარტყმის მიყენება (˂მი˃აყენებს) ან შესრულება;
to lay off 1) ტანსაცმლის გახდა (˂გა˃ხდის; ˂გა˃იხდის);
2) რისამე მოშორება (˂მო˃აშორებს), მოცილება; lay off your hands! ხელები გასწით!
3) ზღვ. (გემის) ნაპირს, ნავმისადგომს მოშორება (˂მო˃აშორებს); (გემის) ნაპირისგან, ნავმისადგომისგან მოშორებით გაჩერება;
4) საწარმოს მუშაობის შეჩერება (˂შე˃აჩერებს); მუშის, მოსამსახურის სამუშაოდან დათხოვნა (ჩვეულ. დროებით); to lay off workmen during a recession რეცესიის / ეკონომიკური დაქვეითების პერიოდში მუშების დათხოვნა;
5) დასვენება (˂და˃ისვენებს), მუშაობის შეწყვეტა; to lay off for a week ერთი კვირით დასვენება;
6) დაგეგმვა (˂და˃გეგმავს); მოზომვა; მონიშვნა; რუკაზე და მისთ. დატანა; მიწის ნაკვეთებად დაყოფა;
7) საუბ. ვინმესთვის თავის დანებება (˂და˃ანებებს); ʘ ვინმეს ˂მო˃ეშვება / აღარ ˂შე˃აწუხებს; lay off (me)! თავი დამანებე! მომეშვი! [შდრ. აგრ. to lay off 8)];
8) საუბ. რაიმესთვის თავის დანებება (˂და˃ანებებს), რაიმეზე ხელის აღება, რაიმესგან თავის შეკავება; to lay off alcohol ალკოჰოლისთვის / სმისთვის თავის დანებება; lay off! მორჩი! კმარა! [შდრ. აგრ. to lay off 7)];
9) იხ. to lay on 2);
to lay on 1) რისამე დარტყმა (˂და˃არტყამს), რითიმე ცემა; დარტყმების, მუშტების და მისთ. დაშენა; თავდასხმა, მივარდნა;
2) საღებავის, ლაქის, ბათქაშის და მისთ. ფენის დადება (˂და˃ადებს), წასმა [შდრ. აგრ. II ა 1 2)];
3) წყლით / გაზით / ელექტრობით / სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა (უზრუნველყოფს), წყლის / გაზის / ელექტრობის / სატელეფონო სადენების შეყვანა / გაყვანა;
4) რაიმე აუცილებლის არსებობის უზრუნველყოფა (უზრუნველყოფს); რისამე მოწყობა / ორგანიზება; რისამე მოგვარება; to lay on a stage show [a concert] თეატრალური შოუს [კონცერტის] მოწყობა / ორგანიზება; pack your things, while I lay on transport ჩაალაგე შენი ნივთები, სანამ მე ტრანსპორტის საკითხს მოვაგვარებდე;
5) ს.-მ. გასუქება (˂გა˃სუქდება), ხორცის შემატება (ითქმის საქონლის შესახებ);
6) ძაღლის კვალზე მიშვება (˂მი˃უშვებს);
to lay out 1) ამოღება (˂ამო˃იღებს), ამოლაგება, დადება, დალაგება; გაშლა; გაწვდენა, გაშვერა; to lay out the map on the table რუკის მაგიდაზე გაშლა; the magnificent scene that was laid out before the climbers ხატოვნ. ალპინისტთა თვალწინ გადაშლილი დიდებული ხედი;
2) მიცვალებულის დასაკრძალავად მომზადება (˂მო˃ამზადებს);
3) საუბ. დარტყმით წაქცევა (˂წა˃აქცევს), ძირს დაგდება; დარეტიანება, გონების დაკარგვინება; მწყობრიდან გამოყვანა; მოკვლა; I can lay him out in the first round შემიძლია პირველსავე რაუნდში დავაგდო;
4) საუბ. ფულის, თანხის დახარჯვა (˂და˃ხარჯავს), ხარჯვა;
5) დაგეგმვა (˂და˃გეგმავს), რისამე გეგმის შედგენა, რისამე შემუშავება; დაგეგმარება, დაპროექტება; გეგმის მიხედვით განლაგება / მოწყობა; the streets and avenues were well laid out ქუჩები და პროსპექტები კარგად იყო დაგეგმარებული;
6) მონიშვნა (˂მო˃ნიშნავს) ნაკეთობებისა დასამუშავებლად;
7) : to lay oneself out (for smth., to do smth.) საუბ. ʘ ძალ-ღონეს არ იშურებს, გამალებული ცდილობს;
8) იშვ. საჯაროდ გამოფენა (˂გამო˃ფენს), ჩვენება, დემონსტრირება; ვრცლად გადმოცემა (ამბისა, საქმის ვითარებისა და მისთ.);
to lay over 1) საღებავით, რისამე ფენით და მისთ. დაფარვა (˂და˃ფარავს);
2) ამერ. საუბ. გადადება (˂გადა˃დებს), რისამე ვადის გადაწევა; რისამე გამოტოვება;
3) ამერ. დიალ. ჯობნა (სჯობნის); ʘ აღემატება, უკეთესია;
to lay to ზღვ. 1) დრეიფზე დადგომა (˂და˃დგება); სვლის შენელება ყველაზე ნელ სვლამდე;
2) ნიჩბების მოსმის შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს);
to lay up 1) სამომავლოდ შენახვა (˂შე˃ინახავს), გადადება, მომარაგება, მოგროვება;
2) დროებით ექსპლუატაციიდან გამოყვანა (გამოიყვანს); to lay up a ship for repairs გემის სარემონტოდ დაყენება;
3) ხშ. pass მწყობრიდან გამოყვანა (გამოიყვანს), შრომის და მისთ. უნარის დაკარგვინება; ლოგინად ჩაგდება, სახლში გამოკეტვა (ითქმის ავადმყოფობის და მისთ. შესახებ); I've been laid up for a week with my bad knee დაშავებული / მტკივანი მუხლის გამო ერთი კვირაა სახლიდან ვერ გამოვსულვარ;
4) მოძვ. ციხეში ჩასმა (˂ჩა˃სვამს); დამწყვდევა, ჩაკეტვა;
◇ to lay flat დანგრევა, მიწასთან გასწორება; to lay a gun იხ. II ა 2 3); to lay siege to ქალაქისთვის და მისთ. ალყის შემორტყმა; to lay down (one's) arms იარაღის დაყრა, დანებება; to lay an egg ა) წარუმატებლობის / მარცხის განცდა; ჩაფლავება (განსაკ. ითქმის მსახიობის ან სპექტაკლის შესახებ); ბ) ავ. სლ. ბომბის ჩამოგდება [იხ. აგრ. II ა 4 1)]; to lay down one's life რაიმესათვის საკუთარი სიცოცხლის შეწირვა, თავის დადება; to lay to heart გულთან ახლოს მიტანა; სერიოზულად მოკიდება / შესმენა (რჩევისა და მისთ.); to lay heads together მოლაპარაკება; თათბირი, მსჯელობა; to lay hold on / of / smth. რაიმესთვის ხელის ჩაჭიდება / ჩავლება (აგრ. გადატ.); რაიმეს დაუფლება; to lay hands on ა) ხელში ჩაგდება, დაპატრონება, მიტაცება, მითვისება; ბ) ვინმეზე ხელის აღმართვა, ვისიმე ხელით შეხება, ვინმესთვის (ხელის) დარტყმა; to lay (violent) hands on oneself საკუთარ თავზე ხელის აღმართვა, თავის მოკვლა; გ) პოვნა, მოხელთება; I know it's somewhere in the office, but I can't lay (my) hands on it ვიცი, სადღაც ოფისში უნდა იყოს, მაგრამ ვერა ვპოულობ; დ) ეკლ. ხელთ დასხმა, ხელების დადება (კურთხევის რიტუალისას, დალოცვისას და მისთ.); to lay great store on / upon / დიდი მნიშვნელობის მინიჭება, დიდად დაფასება; to lay little store on / upon / ʘ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, დიდად არ აფასებს; to lay smth. at / to / smb.'s door / to smb.'s charge / ვინმესთვის რისამე დაბრალება, ვისიმე რაიმეში დადანაშაულება, ვინმესთვის რისამე მიწერა; to lay eyes on თვალის მოკვრა, დანახვა, შეხედვა; to lay one's finger on smth. ა) რაიმეზე ზუსტად მითითება; რისამე მიხვედრა / სწორად გაგება; რისამე დადგენა / გარკვევა; ბ) რისამე პოვნა / მიგნება, რისამე მოხელთება; to lay a finger on smb. ვინმესთვის თითის დაკარება; ვისიმე ხელით შეხება / ცემა; don't dare to lay a finger on him მისთვის თითის დაკარებაც არ გაბედოთ; to lay one's bones იშვ. მოკვდომა, გარდაცვალება; ʘ სადმე დაკრძალეს; to lay a plot / a conspiracy / შეთქმულების მოწყობა; to lay a plan / a scheme / გეგმის შედგენა / შემუშავება [შდრ. აგრ. to lay down 6)]; to lay one's account with / on, for / smth. რაიმეზე იმედის დამყარება, რისამე იმედის ქონა; ʘ რაიმეს მოელის; to lay (fast) by the heels ა) ვისიმე დაჭერა / დაპატიმრება / დაკავება; ვისიმე ციხეში ჩასმა; ბ) უმწეო მდგომარეობაში ვისიმე ჩაგდება; ვისიმე დამარცხება; გ) მოძვ. ვინმესთვის ბორკილების დადება; to lay into smb. საუბ. ა) ვინმესთვის რისამე დარტყმა, ვისიმე ცემა; ვინმეზე თავდასხმა / მივარდნა; ბ) სიტყვიერად ვინმეზე თავდასხმა, ვისიმე გალანძღვა; ვისიმე გაკიცხვა / გაკრიტიკება; to lay it on ვისიმე ცემა / გალახვა, ვინმესთვის დარტყმების / მუშტების დაშენა; ვინმესთვის შავი დღის დაყრა; to lay it on thick, to lay it on with a trowel ა) გაზვიადება, გადაჭარბებულად შეფასება; ბ) გადამეტებულად ან პირში ქება, მლიქვნელობა; to lay the stomach for a while ʘ შიმშილს მოიკლავს; წახემსება, ცოტაოდენის შეჭმა.