1. ფეხის დარტყმა; წიხლი; kicks and punches წიხლები და მუშტის დარტყმები; a kick of a horse ცხენის წიხლი; a kick on the shin [in the stomach] ფეხის / წიხლის დარტყმა / ჩარტყმა წვივში [მუცელში];
2. სპორტ. ბურთის (ფეხით) დარტყმა; corner kick კუთხური დარტყმა (ფეხბურთი); free kick ა) საჯარიმო დარტყმა (ფეხბურთი, რაგბი და ა.შ.); ბ) თავისუფალი დარტყმა (ფეხბურთი; აგრ. indirect free kick); direct free kick საჯარიმო დარტყმა (ფეხბურთი); drop kick არეკნით დარტყმა (რაგბი, ამერიკული ფეხბურთი); half-volley kick ა) ჰავ-ვოლეი, მიწიდან ამხტარი ბურთის დარტყმა (ფეხბურთი); ბ) არეკნით დარტყმა (რაგბი); penalty kick ა) პენალტი, თერთმეტმეტრიანი დარტყმა (ფეხბურთი); ბ) საჯარიმო დარტყმა (რაგბი); kick at the goal კარში დარტყმა;
3. ტექ. 1) ბიძგი, მკვეთრი მოძრაობა;
2) უკუგდება, უკუსხლეტა;
4. საუბ. ფეხბურთელი; რაგბ
ისტი; a good kick კარგი ფეხბურთელი / რაგბ
ისტი;
5. საუბ. სიამოვნება, სიამოვნების გრძნობა; სასიამოვნო აღელვებულობა; to get a great deal of kick out of smth. / out of doing smth. / რაიმესაგან / რისამე გაკეთებისაგან დიდი სიამოვნების მიღება; to do smth. for kicks საუბ. გართობის გულისთვის / თავშესაქცევად რისამე გაკეთება;
6. 1) უკუცემა (თოფისა და ა.შ.);
2) სამხ. უკუგორება, უკუსრიალი (ქვემეხისა და ა.შ.);
7. საუბ. 1) ძალა, ენერგია; წინააღმდეგობის გაწევის უნარი; to have no kick left ʘ ძალ-ღონე გამოელია; წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარა აქვს;
2) პროტესტი, წინააღმდეგობა; პროტესტის / წინააღმდეგობის გამოხატულება; I've got no kick against the new plan ახალი გეგმის წინააღმდეგ არაფერი მაქვს;
8. საუბ. ძლიერი / მასტიმულირებელი / ამგზნები ზემოქმედება; ძლიერი / მასტიმულირებელი / ამგზნები ზემოქმედების მოხდენის უნარი; a cocktail with not much kick in it სუსტი / სიმაგრეს მოკლებული კოქტეილი; a story with a kick მოთხრობა, რომელიც მკითხველზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს;
9. ამერ. სლ. ნარკოტიკის და ა.შ. მიღებით გამოწვეული აგზნება ან სასიამოვნო განცდა;
10. საუბ. 1) მოდა;
2) ძლიერი გატაცება; ინტერესი, ხალისი; to be on the kick ʘ რითიმე ძლიერ გატაცებულია / დაინტერესებულია;
11. სლ. ჯიბე;
12. სლ. ექვსი პენი; three and a kick სამი შილინგი და ექვსი პენი;
13. pl მოძვ. შარვალი;
⌇ kick starter = kick-starter;
◇ to get the kick სლ. ა) ʘ სამსახურიდან დაითხოვეს / გააგდეს; ბ) სამხ. ʘ ჯარიდან დაითხოვეს წარჩინების ნიშნებისა და პენსიის უფლების ჩამორთმევით; a kick in the pants სლ. მკაცრი დატუქსვა, გაჯორვა; more kicks than halfpence "მეტი პანღური, ვიდრე ნახევარპენიანი", უფრო მეტი უსიამოვნება, პრობლემა, საყვედური და ა.შ., ვიდრე სარგებელი ან მოგება; a kick in the teeth საუბ. საშინელი, მწარე იმედგაცრუება; ემოციურად დამთრგუნველი რამ.