ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

into preposition
[ʹɪntʊ, ʹɪntə]
ბეჭდვა

1. მიუთითებს მოძრაობას ან მიმართულებას რისამე შიგნით, რაიმეში: 1) -ში, -ზე; come into the garden ბაღში შევიდეთ; to walk into a square მოედანზე გასვლა; the stone fell into the river ქვა მდინარეში ჩავარდა; the river flows into a lake ეს მდინარე ტბას ერთვის / ტბაში ჩაედინება; he sank into an arm-chair იგი სავარძელში ჩაეშვა / ჩაჯდა; a journey into Spain მოგზაურობა ესპანეთში; foreign imports into America იმპორტი ამერიკაში; she poured some milk into the cup მან ფინჯანში ცოტაოდენი რძე ჩაასხა; to look into smb.'s eyes ვინმესთვის თვალებში ყურება / ჩახედვა;

2) -ში, -ზე; გადმოიცემა სახელობითი ან მიცემითი ბრუნვითაც; he bit into an apple მან ვაშლს კბილები ჩაასო / ვაშლი ჩაკბიჩა; he bit his teeth into his lower lip მან ქვედა ტუჩზე იკბინა / ქვედა ტუჩი მოიკვნიტა;

2. (ხშ. far into) მიუთითებს პროცესის გაგრძელებას დროის ამა თუ იმ მონაკვეთის დაწყებიდან მნიშვნელოვნად დაშორებულ მომენტამდე: -მდე; to work far into the night გვიან ღამემდე მუშაობა; the lamp was still burning on into the day ნათურა კვლავაც ენთო, თუმცა დიდი ხნის გათენებული იყო; this process will reach far into the twentieth century ეს პროცესი მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაშიც გაგრძელდება;

3. მიუთითებს 1) ამა თუ იმ გარემოში, სფეროში შეღწევას: -ში; to marry into a family ოჯახში შესვლა მის რომელიმე წევრზე დაქორწინებით; to admit smb. into one's society საკუთარ საზოგადოებაში / წრეში ვისიმე მიღება; let me into the secret გამანდეთ საიდუმლო;

2) მძიმე ან არასასიამოვნო მდგომარეობაში მოხვედრას: -ში; to get into difficulties მძიმე მდგომარეობაში მოხვედრა / აღმოჩენა; to fall into a trap მახეში გაბმა; to get into trouble გასაჭირში / განსაცდელში ჩავარდნა; to fall into the hands of the enemy მტრის ხელში ჩავარდნა;

3) რისამე არსში ჩაწვდომას: -ში; to inquire / to investigate / into the matter საკითხის საფუძვლიანად გამოკვლევა / შესწავლა; look into the report ყურადღებით გაეცანით ამ ანგარიშს;

4) რისამე შემადგენლობაში ჩართვას ან არსებობას: -ში; hydrogen enters into the composition of water წყალბადი წყლის შემადგენლობაში შედის; to enter into a list სიაში შეტანა;

intitule in-toed

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0173