1. იდეა, აზრი; abstract ideas განყენებული / აბსტრაქტული იდეები; განყენებული / აბსტრაქტული ცნებები / წარმოდგენები; basic / essential, fundamental / idea ძირითადი / მთავარი აზრი / იდეა; dominant / reigning, prevalent / ideas გაბატონებული იდეები; fixed idea აკვიატებული აზრი; capital / admirable / idea ბრწყინვალე / ჩინებული აზრი; big / grand, great / idea საუბ. შესანიშნავი / ბრწყინვალე აზრი [შდრ. აგრ. ◇]; in idea თეორიულად; to communicate an idea to smb. ვინმესთვის აზრის / შეხედულების გაზიარება; to convey an idea აზრის გადმოცემა; to cherish / to nourish / an idea იდეის / აზრის გულში ტარება / ქონა; at the bare idea that ... მხოლოდ იმის გაფიქრებაზეც კი, რომ ...; to follow smb.'s idea ა) ვისიმე აზრის გაგება / ჩაწვდომა; ბ) ʘ ვისიმე იდეების მიმდევარია; to suggest an idea აზრის შეთავაზება; to surrender to an idea ამა თუ იმ აზრს შერიგება; to get an idea into one's head საუბ. ამა თუ იმ აზრის აკვიატება / აჩემება; to exchange / to interchange / ideas ერთმანეთისათვის აზრების გაზიარება; to force one's idea on smb. ვინმესთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევა;
2. წარმოდგენა; clear / distinct / idea ნათელი წარმოდგენა; complete [confused, erroneous] idea ამომწურავი [არეულ-დარეული / უთავბოლო, მცდარი] წარმოდგენა; general idea ზოგადი აზრი / წარმოდგენა; the idea of beauty სილამაზის გაგება; to give an idea of smth. ვინმესთვის რაიმეზე აზრის / წარმოდგენის შექმნა; to have an idea of smth. რაიმეზე აზრის / წარმოდგენის ქონა; to get an idea of smth. საუბ. ʘ რაიმეზე აზრს / წარმოდგენას შეიქმნის; to have no / not the faintest, not the slightest / idea of smth. ʘ არავითარი წარმოდგენა არა აქვს რაიმეზე; she has no idea of time დროის შეგრძნება არა აქვს; I had no idea he would do it ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე მოიქცეოდა;
3. გეგმა, განზრახვა, ჩანაფიქრი; impracticable idea განუხორციელებელი ჩანაფიქრი / გეგმა; he went to London with the idea of seeing historical places იგი ლონდონს გაემგზავრა ისტორიული ადგილების დათვალიერების მიზნით;
4. ფილოს. იდეა; the absolute idea აბსოლუტური იდეა;
◇ the young idea ახალგაზრდები, განსაკ. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები; not have the faintest / the foggiest / idea საუბ. ʘ ოდნავი, ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არა აქვს (რაიმეზე, რისამე შესახებ); what's the big idea? რა აზრი აქვს ყოველივე ამას? რა მიზანს ისახავს ყოველივე ეს? [შდრ. აგრ. 1]; the idea! წარმოგიდგენიათ?! რა უაზრობაა! that's an idea! აი, ეს კარგი აზრია! სწორედ ეს არის საჭირო! (შეძახილი ვინმეს მიერ მიწოდებული წინადადების, რჩევის მოწონების ნიშნად); that's the idea! აი, ეს მესმის! კარგია! (შეძახილი ვისიმე გასამხნევებლად, სწორად მოქმედების დასადასტურებლად).