ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

fear I noun
[fɪə(r)]
ბეჭდვა

1. შიში; needless fears უსაფუძვლო შიშები; in fear შიშში, შიშით; შეშფოთებით; to be in fear ʘ შიშშია, ეშინია; შეშფოთებულია; for fear შიშის გამო, შიშით; she daren't enter for fear of the dog ძაღლის შიშით შემოსვლას ვერ ბედავს; in / for / fear of one's life საკუთარი სიცოცხლის გამო შიშში / შიშით; the fear of death was upon him იგი სიკვდილის შიშმა აიტანა; to fall into fear არქ. ʘ შეეშინდა, შიში დაეუფლა; to put smb. in fear, to put fear in smb.'s heart ვისიმე შეშინება / დაშინება, ვინმესთვის შიშის მოგვრა;

2. შიში, შიშით მოლოდინი (რაიმე არასასურველისა); შიშის ან შეშფოთების საფუძველი; there is not the slightest fear of rain to-day დღეს წვიმის არანაირი საშიშროება არ არსებობს, დღეს წვიმა მოსალოდნელი არაა; I had a fear that you had lost the train ვშიშობდი, რომ მატარებელზე დაგაგვიანდათ; she didn't speak to him for fear of being recognized ქალი მას არ დაელაპარაკა იმის შიშით, რომ არ ეცნოთ; no fear საუბ. არავითარ შემთხვევაში; რა თქმა უნდა არა; შიში ნუ გაქვთ; there's no fear of his coming here ის აქ მომსვლელი არაა, მისი აქ მოსვლის შიში ნუ გექნებათ; you will not fail me. - No fear თქვენ მე არ მომატყუებთ. - რა თქმა უნდა არა / შიში ნუ გაქვთ;

3. მოკრძალებული შიში / ძრწოლა, მოწიწება (უპირატ. ღვთის წინაშე); to put the fear of God into smb. საუბ. ვისიმე ძლიერ შეშინება / დაშინება; ვისიმე ტერორიზება;

without fear or favour მიუკერძოებლად, პირუთვნელად, ობიექტურად; godly fear ეკლ. ღმრთისმოშიშობა.

fealty fear II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0171