1. 1) გაწმენდა (˂გა˃წმენდს); გასუფთავება; thunder has cleared the air ჭექა-ქუხილის შემდეგ ჰაერი გაიწმინდა; to clear the table სუფრის ალაგება;
2) დაწმენდა (˂და˃იწმინდება); გადაწმენდა; the sky is clearing ცა იწმინდება; the weather is clearing ამინდი გამოდის; the wine will clear if the sediment is allowed to settle ღვინო იწმინდება, თუ ნალექს დალექვას აცდი;
2. განმარტება (განმარტავს), ახსნა; to clear one's meaning საკუთარი სიტყვების აზრის / მნიშვნელობის ახსნა; to clear smb. in regard to a matter ვინმესთვის რაიმე საკითხის განმარტება;
3. 1) განთავისუფლება (˂გა˃ათავისუფლებს), რაიმესგან გაწმენდა, დაბრკოლების მოშორება; to clear the stones from the road გზიდან ქვების მოშორება; to clear the snow from the walk ბილიკის თოვლისგან გაწმენდა; to clear a way [a passage] გზის [გასასვლელის] განთავისუფლება; to clear the way გზის გახსნა; to clear the way for future action გზის გაკვალვა / ნიადაგის მომზადება შემდგომი მოქმედებისათვის; to clear the ground მიწის ნაკვეთის გაწმენდა (მოსახნავად); to clear the room [the court] of people ხალხის დათხოვნა ოთახიდან [სასამართლო დარბაზიდან]; clear the way! გზა მოგვეცით! განზე გადექით! ფრთხილად! to clear ones mind of doubts ʘ ეჭვი გადაიყარა, ეჭვი უკუაგდო;
2) ვინმესგან განთავისუფლება (˂გა˃თავისუფლდება), თავის დაღწევა;
4. 1) გამართლება (
˂გა
˃ამართლებს); to clear one's character [one's name] საკუთარი რეპუტაციის [პატიოსანი სახელის] აღდგენა;
2) : to clear oneself of a charge თავის გამართლება;
5. 1) დაბრკოლების გადალახვა (გადალახავს), დაბრკოლების დაძლევა; to clear a hedge ღობეზე გადახტომა, მესერს გადავლება; to clear the hurdle სპორტ. ბარიერის გადალახვა (თარჯრბენში); to clear the bar / the height / სპორტ. სიმაღლის აღება;
2) თითქმის შეხება (˂შე˃ეხება); აცდენა; our bus just managed to clear the truck ჩვენი ავტობუსი ძლივს ასცდა / კინაღამ დაეჯახა სატვირთო მანქანას; a tree with branches that barely clears the roof ხე, რომლის ტოტებიც ლამის სახურავს სწვდება;
6. სამხ. გაყვანა (გაიყვანს), ევაკუაციის მოხდენა; to clear casualties დაჭრილთა ევაკუირება; to clear the enemy (რაიონის და მისთ.) გაწმენდა მოწინააღმდეგის ჯარისაგან;
7. გახსნა (˂გა˃ხსნის) თოკისა და მისთ.; to clear a hawser [a fishing line] გვარლის [ანკესის მკედის] გახსნა;
8. დაცლა (დაცლის) ტვირთისგან; to clear a ship of her cargo გემის გადმოტვირთვა;
9. 1) ვალის გადახდა (˂გადა˃იხდის), ანგარიშის გასწორება, ხარჯის დაფარვა; this sum will clear all his debts ეს თანხა მთელ მის ვალს დაფარავს; to clear an encumbered estate (დაგირავებული) მამულის ვალისგან დახსნა;
2) ბანკ. ანგარიშის გასწორება (˂გა˃უსწორებს) თამასუქებით ან ჩეკებით ანგარიშსწორების პალატის მეშვეობით;
10. კომერც. საბაჟო გადასახადის გადახდა (˂გადა˃იხდის) გემის ტვირთზე და მისთ.; საბაჟოს გავლა;
11. კომერც. წმინდა მოგების მიღება (˂მი˃იღებს); the firm cleared £300 ფირმამ 300 გირვანქა სტერლინგის წმინდა მოგება მიიღო;
12. მთლიანად გაყიდვა (გაყიდის), დაყიდვა; საჯარო გაყიდვის მოწყობა; to clear goods საქონლის დაყიდვა;
13. საიდუმლო სამუშაოზე დაშვება (˂და˃უშვებს);
14. სპორტ. ბურთის და ა.შ. მოგერიება (˂მო˃იგერიებს), გამოტანა; to clear the puck შაიბის გაგდება დაცვის ზონიდან (ჰოკეი);
15. სპეც. გაკამკამება (˂გა˃აკამკამებს), დაწმენდა;
16. ტელევ. აბონენტების გათიშვა (˂გა˃თიშავს);
17. კომპ. ინფორმაციის, მონაცემების წაშლა (˂წა˃შლის); ნულზე დაყენება;
18. (with) ამერ. ვინმესთან შეთანხმება (˂შე˃უთანხმებს); you must clear your plan with the headquarters თქვენი გეგმა ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმოთ;
▭ to clear away 1) სუფრიდან ჭურჭლის ალაგება (აალაგებს); please, clear away the tea-things აალაგეთ, გეთაყვა, ჩაის ჭურჭელი მაგიდიდან;
2) გაფანტვა (გაიფანტება) ბურუსისა, ღრუბლებისა და მისთ.; clouds have cleared away ღრუბლები გაიფანტა;
3) ეჭვების გაფანტვა (˂გა˃უფანტავს);
4) წასვლა (მიდის), თვალს მოფარება;
to clear off 1) ბოლომდე მიუყვანელი სამუშაოს დამთავრება (˂და˃ამთავრებს);
2) : I'm busy, clear off at once! საუბ. დაკავებული ვარ, მომშორდი ახლავე!
3) გამოდარება (გამოიდარებს);
4) განთავისუფლება (˂გა˃თავისუფლდება) შიშისაგან, ზრუნვისაგან და მისთ.;
5) ყინულისგან ფეხის მოშორება (˂მო˃აშორებს) საციგურაო ფიგურის შესრულებისას;
to clear out 1) გამოწმენდა (გამოწმენდს), ჭუჭყისაგან / ნაგვისაგან გამოსუფთავება; clear out the cupboard გამოასუფთავე განჯინა;
2) საუბ. უფულოდ დატოვება (დატოვებს);
3) საუბ. მოულოდნელად გამგზავრება (გაემგზავრება); I must clear out at once ახლავე უნდა გავემგზავრო; clear out of my way! ჩამომშორდი გზიდან! ფეხებში ნუ მედები!
to clear up 1) გამოდარება (გამოიდარებს);
2) წესრიგში მოყვანა (მოიყვანს); clear up this litter at once! ახლავე აკრიფე ეს მიყრილ-მოყრილი ნივთები! to clear up the mess საქმეების (უპირატ. სხვისი საქმეების) წესრიგში მოყვანა 3) გარკვევა (˂გა˃არკვევს) საკითხისა; the mystery has not been cleared up yet საიდუმლო ჯერ არ გახსნილა / გარკვეულა;
4) ეჭვების, შიშის გაფანტვა (˂გა˃უფანტავს); our fears were cleared up შიში გაგვეფანტა;
5) ამერ. საუბ. დიდი მოგების ნახვა (ნახავს);
◇ to clear an examination paper საგამოცდო ბილეთის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა; to clear the coast გზის გაკვალვა; დაბრკოლებების დაძლევა; to clear one's throat / voice / ჩახველება ყელის / ხმის ჩასაწმენდად; to clear the decks (for action) ბრძოლისათვის მომზადება; აგრ. გადატ.; to clear the air / the atmosphere / დაძაბულობის განმუხტვა, გაუგებრობის თავიდან აცილება; to clear the skirts of smb. ვისიმე რეპუტაციის / სახელის აღდგენა; to clear a score / scores / ანგარიშის გასწორება.