1. გაჩერება (˂გა˃აჩერებს); შეკავება; დაბრკოლება; შეფერხება, შეჩერება; to check the advance of the enemy მოწინააღმდეგის წინსვლის შეჩერება; to check extravagant spending მფლანგველობისთვის ბოლოს მოღება; to check love სიყვარულის ჩაკვლა; to check anger [laugh] სიბრაზის [სიცილის] შეკავება; to check the growth ზრდის / განვითარების შეჩერება; he checked his impetuous son იგი აშოშმინებდა თავის თავაწყვეტილ ვაჟს; to check a fire ხანძრის ჩაქრობა; to check oneself თავის შეკავება; she checked herself ბოლომდე არ თქვა სათქმელი;
2. შემოწმება (˂შე˃ამოწმებს), გაკონტროლება; რევიზიის მოხდენა; შეჯერება; to check figures ციფრების შემოწმება; to check by sight თვალით განსაზღვრა; to check fot errors კორექტირება, გასწორება; to check an instrument ხელსაწყოს / ინსტრუმენტის შემოწმება / გასინჯვა; to check against smth. რაიმესთან შედარება / შეჯერება; to check one's speed სიჩქარისათვის კონტროლის გაწევა; სპეც. შეამოწმეთ პელენგი! ჩამოსწიეთ საკონტროლო პელენგი! (კომანდა);
3. ამერ. ჩაბარება (˂ჩა˃აბარებს) გასახდელში, ბარგის შესანახ კამერაში, ბაგაჟად და ა.შ.; have you checked all your luggage? მთელი თქვენი ბარგი ბაგაჟად ჩააბარეთ?
4. = check off [
იხ. ▭];
5. ჭადრ. ქიშის გამოცხადება (˂გამო˃უცხადებს);
6. ჭადრაკულად დალაგება (˂და˃ალაგებს) / განლაგება;
7. საყვედურის გამოცხადება (˂გამო˃უცხადებს); შავი დღის დაყენება, გაჯორვა;
8. ს.-მ. ზრდის შეჩერება (˂შე˃აჩერებს);
9. სპეც. დაბზარვა (დაბზარავს; დაიბზარება), ნაპრალების / ბზარების წარმოქმნა;
10. მოძვ. მუშის დაჯარიმება (˂და˃აჯარიმებს); გამოქვითვა, დაქვითვა;
11. (at) მოძვ. უეცრად გაჩერება (˂გა˃ჩერდება) / შეჩერება (რაიმეს წინაშე); უკან დახევა (რაიმესგან);
▭ to check back 1) გადამოწმება (˂გადა˃ამოწმებს); ხელახლა შემოწმება;
2) სპეც. განმეორებით კითხვა (ჰკითხავს) ტელეფონით და ა.შ.;
3) სპორტ. დაცვაში გადასვლა (გადავა);
to check in 1) ხელწერილით ჩაბარება (˂ჩა˃აბარებს);
2) რეგისტრაციაში გატარება (˂გა˃ატარებს); ჩაწერა;
3) რეგისტრაციის გავლა (გადის) სასტუმროში, კრებაზე და ა.შ.; ჩაწერა;
4) სლ. მოკვდომა (˂მო˃კვდება);
to check off "✓" ნიშნით აღნიშვნა (აღნიშნავს) იმისა, რაც შემოწმდა / შესრულდა;
to check out 1) სიაში აღნიშვნა (აღინიშნება) სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ;
2) ანგარიშის გასწორება (˂გა˃ასწორებს) სასტუმროში და გამგზავრება;
3) ნავაჭრის ღირებულების დაანგარიშება (დაიანგარიშებს) და ჩეკის გამოწერა (განსაკ. ითქმის თვითმომსახურების მაღაზიის მოლარის შესახებ და ა.შ.);
4) სპეც. განრიდება (განარიდებს); კავშირის შეწყვეტა;
5) სლ. მოკვდომა (˂მო˃კვდება);
to check up შემოწმება (˂შე˃ამოწმებს); to check up on smb. ვინმეს ხასიათის, წარსულის და ა.შ. გამორკვევა; გაგება იმისა, თუ ვინ რას წარმოადგენს;
to check with 1) შედარება (˂შე˃ადარებს), შეჯერება;
2) ʘ შეესატყვისება, შეესაბამება, ემთხვევა; his statement checks with yours მისი განცხადება თქვენსას ემთხვევა.