1. შემთხვევითობა; შემთხვევა; rare [happy, unexpected] chance იშვიათი [ბედნიერი, მოულოდნელი] შემთხვევა; by chance შემთხვევით; by a lucky chance იღბლად, იღბალზე; by what chance? აქ საიდან გაჩნდით? is he, by any chance, behind this scheme? ის, შემთხვევით, ამ გეგმას ხომ არ უჭერს მხარს? to put oneself beyond the reach of chance შემთხვევითობისაგან თავის დაზღვევა / დაცვა; it was a chance that they met on the road ისინი გზაზე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს; he goes as chance directs him გზის განურჩევლად მიდის; ≅ დაადო თავი და მიდის; on the chance იმ შემთხვევაში, თუ; I called at his house on the chance of seeing him შევიარე მასთან, იმ იმედით, რომ შინ დამხვდებოდა;
2. ხელსაყრელი / მარჯვე შემთხვევა / შესაძლებლობა; a chance to do smth. მარჯვე შემთხვევა რისამე გასაკეთებლად; he got a chance to do smth. რისამე გაკეთების შესაძლებლობა მიეცა; to lose the chance შესაძლებლობის დაკარგვა, მარჯვე შემთხვევის ხელიდან გაშვება; to throw away a chance შესაძლებლობის ხელიდან გაშვება; to give smb. a / the / chance ვინმესთვის შესაძლებლობის მიცემა; give me another chance! ა) ამჯერად მაპატიეთ! ბ) მომეცით შესაძლებლობა ერთხელ კიდევ ვცადო!
3. ბედნიერი შემთხვევა, იღბალი, ბედი; chance cannot be calculated on არ შეიძლება ყოველთვის ბედის მოიმედე იყო; to take one's chance with smth. ბედის მოსინჯვა რაიმეში;
4. შანსი, ალბათობა, შესაძლებლობა; to have a good / a fair / chance მრავალი შანსის / შესაძლებლობის ქონა; to stand little chance of success წარმატების მოპოვების მცირე შანსის ქონა [
იხ. აგრ. stand II ◇]; not the slightest / the ghost of a / chance არავითარი იმედი; the chances are (that) შესაძლებელია (რომ); there's just a chance that he'll help you არ არის გამორიცხული, რომ ის თქვენ დაგეხმარებათ; no chance შეუძლებელია, გამორიცხულია, შანსი არაა; there is no chance of success წარმატების მოპოვების არავითარი იმედი არ არის; his chance of success is one in ten ათიდან ერთი შანსი აქვს, რომ წარმატებას მოიპოვებს; even chances თანაბარი შესაძლებლობანი; he has every chance მას ყველა შესაძლებლობა აქვს, მას ყველა შანსი აქვს; chances are against him ყველაფერი მის საწინააღმდეგოდაა, არახელსაყრელი ვითარება ექმნება; to have a chance with smb. ვინმესთან წარმატების მოპოვების შანსის ქონა; not a
dog's / a cat's / chance
საუბ. ვულგ. არავითარი შანსი (
რაიმეში); (the) chances are
საუბ. ალბათ, როგორც ჩანს; theory of chances
მათ. ალბათობის თეორია;
5. რისკი; games of chance აზარტული თამაშობანი; it is the chance of a lifetime ასეთი (იღბლიანი) შემთხვევა კაცს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეძლევა; number nine is my chance გავრისკავ და ავირჩევ ცხრა ნომერს; we can't take any chances ჩვენ არ შეგვიძლია რისკის გაწევა;
6. წიგნ. ბედი; ბედის უკუღმართობანი; do not await any gifts from Chance პოეტ. ბედისაგან სიკეთეს ნუ მოელი; bludgeonings of Chance ბედის დარტყმები, ბედის უკუღმართობანი; to bear stoutly the chances of fortune ბედის უკუღმართობის მშვიდად ატანა; all the changes and chances of this mortal life ამ წუთისოფლის ყველა ბედუკუღმართობა და შემთხვევითობა;
◇ to have an eye / to look / to the main chance ʘ ალღო აქვს, გრძნობს, სად შეიძლება გამდიდრება; ანგარებიანია, ანგარებიანი მიზნები აქვს; let chance decide რაც იქნება, იქნება; to leave things to chance ბედს მინდობა, მოვლენათა მსვლელობაში ჩაურევლობა; as chance would have it თითქოს განგებ; მაინც ისე მოხდა, რომ ...