1. 1) ტევადობა, მოცულობა; with a capacity of 5 gallons 5 გალონის ტევადობისა; the hall has a seating capacity of 2000 დარბაზი 2000 კაცს იტევს; the stadium is filled to capacity სტადიონი გადაჭედილია; lung capacity ფიზიოლ. ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა; capacity of vehicle ავტომანქანის (ტვირთ)ტევადობა / ტვირთამწეობა; capacity of craft ზღვ. წყალწყვა; measure of capacity მოცულობის საზომი; packed to capacity გაჭედილი, გატენილი; to play to capacity თეატრ. სრული შემოსავლის მიღება; carrying capacity ტევადობა (ავტობუსისა, ტრამვაისა და ა.შ.);
2) ტექ. სამუშაო მოცულობა, ლიტრაჟი (ცილინდრისა ან ძრავასი); an engine with a capacity of 1600ccs 1600სმ³ მოცულობის / 1,6ლ ლიტრაჟის ძრავა;
3) გამტარუნარიანობა (საავტომობილო გზისა, რკინიგზისა);
2. 1) (for, of) უნარიანობა; უნარი, შესაძლებლობა; capacity to pay გადახდისუნარიანობა; he had a capacity for friendship მან იცოდა მეგობრობა; a child's capacity for learning ბავშვის ათვისების უნარი; to have an enormous capacity for work უზარმაზარი შრომისუნარიანობის ქონა; he has the capacity of earning a living მას თავის რჩენა, გატანა შეუძლია; capacity to transact business ქმედუნარიანობა; intellectual capacity გონებრივი / ინტელექტუალური შესაძლებლობა;
2) იურ. უფლებაუნარიანობა; contractual capacity სახელშეკრულებო უფლებაუნარიანობა; capacity to marry საქორწინო უფლებაუნარიანობა; capacity of corporations იურიდიულ პირთა უფლებაუნარიანობა;
3. ნიჭი; a person of capacity გონიერი, ნიჭიერი ადამიანი;
4. 1) თანამდებობა, სამსახურებრივი მოვალეობების სფერო; ფუნქცია, როლი; მდგომარეობა, რანგი; in an official capacity ოფიციალური პირის რანგში, ოფიციალურად; in the capacity of an engineer ინჟინრის თანამდებობაზე, ინჟინრად; in the capacity of a friend მეგობრის სახით, როგორც მეგობარი; in his capacity as chairman როგორც თავმჯდომარე; ასრულებს რა თავმჯდომარის ფუნქციებს; to be involved in an advisory capacity კონსულტანტის რანგში მონაწილეობა;
2) კომპეტენცია;
5. ტექ. ნომინალური სიმძლავრე; მწარმოებლურობა; მაქსიმალური გამომუშავება; ზღვრული დატვირთვა; to work at full capacity სრული დატვირთვით მუშაობა;
6. იშვ. = capacitance;
7. ჩარხზე დამუშავებული ნაწარმის ზღვრული გაბარიტები;
⌇ capacity audience თეატრ. გაჭედილი დარბაზი; the play drew capacity audiences წარმოდგენამ ანშლაგით ჩაიარა; capacity factor ტექ. გამოყენების კოეფიციენტი; capacity load სრული დატვირთვა; capacity operations მთელი დატვირთვით მუშაობა; capacity production ნორმალური მწარმოებლურობა; capacity reactance = capacitive reactance [იხ. capacitive].