1. სუნთქვა; ამონასუნთქი; she paused for breath შეჩერდა სულის მოსათქმელად; second breath ა) სპორტ. მეორე სუნთქვა, მეორე სუნთქვის გახსნა (განსაკ. ახასიათებთ გრძელ დისტანციაზე მორბენალებს); ბ) გადატ. განახლებული ენერგია; ახალი ძალ-ღონის / ენერგიის მოზღვავება, მეორე სუნთქვის გახსნა; to take a breath შესუნთქვა; he took a deep breath ღრმად შეისუნთქა / ჩაისუნთქა; to draw breath ა) სულის მოთქმა; after running, they stopped to draw breath სირბილის შემდეგ შეჩერდნენ სულის მოსათქმელად; ბ) სუნთქვა, არსებობა; I'll oppose this idea while I still draw breath ვიდრე პირში სული მიდგას, ამ იდეის წინააღმდეგ ვიბრძოლებ; out of / short of / breath აქოშინებული, სუნთქვაშეკრული; we were still out of breath from the running სირბილისაგან ჯერ კიდევ ამოვარდნაზე გვქონდა გული; to hold / to bate / one's breath სუნთქვის შეკავება; hold your breath! არ ისუნთქოთ! (ექიმის მიმართვა); we all held our breaths till the bomb burst ყველას სუნთქვა გვქონდა შეკრული, სანამ ბომბი გასკდებოდა; with bated breath იხ. bated; all in a / one / breath, all in the same breath მაშინვე, სულმოუთქმელად; იმავდროულად; he says he is never going to see her again, and in the same breath he asks when he can phone her ამბობს, რომ არასდროს აღარ აპირებს მასთან შეხვედრას და იქვე ეკითხება, როდის შეიძლება მასთან დარეკვა; to get one's breath, to gather / to take / breath სულის მოთქმა, შესვენება; to catch one's breath ა) სუნთქვის შეკვრა (შიშისაგან და ა.შ.); the song was so beautiful it made me catch my breath სიმღერა იმდენად მშვენიერი იყო, რომ სუნთქვა შემეკრა; ბ) სულის მოთქმა, ამოსუნთქვა, მოსულიერება; let me catch my breath მოიცა, სული მოვითქვა;
2. 1) ლიტ. დაბერვა, მსუბუქი ქროლა; a breath of wind ნიავის დაქროლა;
2) კეთილსურნელება; the breath of flowers ყვავილთა სურნელი;
3) (of) წიგნ. რისამე არსებობის ოდნავ შესამჩნევი კვალი; a breath of suspicion მცირედი ეჭვი; the breath of spring გაზაფხულის სურნელი / სუნთქვა;
3. ოდნავ გასაგონი ხმა; ჩურჩული; to speak under / below / one's breath ჩურჩულით / ჩუმად ლაპარაკი;
4. 1) მომენტი, წამი; in the same breath იმწუთას; in one breath he said "yes" and in the next he said "no!" ერთ წუთს რომ "კი" თქვა, მეორე წუთშივე უარი განაცხადა;
2) პაუზა, შესვენება;
5. 1) დაორთქლილი ადგილი;
2) გადატ. ლაქა; breath on smb.'s reputation ვინმეს სახელის შემლახავი სამარცხვინო დაღი;
6. ფონეტ. ჰაერის ამოსუნთქვა სახმო სიმების ვიბრაციის გარეშე (ყრუ ბგერების წარმოთქმისას); breath consonant ყრუ თანხმოვანი;
◇ a breath of fresh air ა) სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა; ბ) ვისაც, რასაც სიახლე / სიხალისე / სიცოცხლე შემოაქვს; to draw the first breath დაბადება; to draw one's last breath ʘ სული განუტევა, გარდაიცვალა; she begged him with her dying breath to look after the children სიკვდილის წინ ემუდარებოდა ბავშვებისათვის ეპატრონა; the breath of one's life, the breath of the nostrils ჰაერივით აუცილებელი რამ; to get one's breath (again / back /) სულის მოთქმა, მოსულიერება; გონს მოსვლა; to save one's breath თავის დაზოგვა; I don't know why I speak to my daughter, I might as well save my breath არ ვიცი, რატომ ველაპარაკები ჩემს ქალიშვილს, უფრო უნდა ვზოგავდე ჩემს ნერვებს; to stop smb.'s breath ვინმეს მოხრჩობა / მოგუდვა; to take smb.'s breath away ვისიმე გაკვირვება / გაოცება; to send / to waste / (one's) breath ამაოდ ლაპარაკი, ამაოდ გარჯა; to keep one's breath to cool one's porridge გაჩუმება, თავის შეკავება; ≅ ენაზე კბილის დაჭერა.