1. 1) თავის ტვინი; disease of the brain ტვინის დაავადება; to blow out one's brains შუბლში ტყვიის დახლა;
2) pl ტვინი (კერძი);
2. ჩვეულ. pl 1) საუბ. გონება, ჭკუა, ინტელექტი; powerful [weak] brain მძლავრი [სუსტი] ინტელექტი; clear brain ნათელი გონება; use your brains! ტვინი გაანძრიე! იფიქრე! that's beyond my brain ეს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება; მიუწვდომელია ჩემი გონებისათვის; he's nice, but he hasn't got much brain სასიამოვნო ადამიანია, მაგრამ დიდი ტვინის პატრონი არ არის;
2) საუბ. ჭკვიანი, გონიერი; მოაზროვნე პიროვნება; ჭკუის კოლოფი;
3) ყველაზე ჭკვიანი წარმომადგენელი (ამა თუ იმ სფეროსა და ა.შ.);
3. საუბ. ელექტრონული ტვინი, კომპიუტერი, პროცესორი (აგრ. ავტომატური მოწყობილობებისა, მართვადი რაკეტებისა და მისთ.);
4. pl კინ. კინოსცენარ
ისტი, ლიტერატურული სცენარის ავტორი;
⌇ brain bucket სლ. მუზარადი, ჩაფხუტი (საბრძოლო, საფრენოსნო და ა.შ.);
◇ brain(s) trust ამერ. კარგი რეპუტაციის მქონე ცნობილ სპეციალისტ-მრჩეველთა ჯგუფი; to crack one's brain(s) ჭკუაზე შეშლა, გადარევა, ტვინის ღრძობა; to cudgel / to beat, to puzzle, to rack, to drag / one's brains about / with / smth. რაიმეზე თავის მტვრევა; to have smth. on the brain მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრი ან ლაპარაკი, ერთი რამის ამოჩემება; to make smb.'s brain reel ვინმეს გაოცება (˂გა˃აოცებს) / განცვიფრება / გადარევა; to pick / to suck / smb.'s brains ვინმეს აზრების / იდეების მითვისება; to turn smb.'s brains თავბრუს დახვევა, თავგზის აბნევა; მოხიბვლა; გაგიჟება; to have one's brains on ice ცივი გონების / სრული სიმშვიდის შენარჩუნება; it soaked into his brain ეს გასაგები გახდა მისთვის / გაათვითცნობიერა; an idle brain is the devil's workshop უქნარა ტვინი ეშმაკის სახელოსნოა; ≅ სიზარმაცე ბოროტების დედააო.