1. დუღილი (დუღს; ადუღებს); I'll boil the kettle ჩაიდანს დავადგამ ასადუღებლად; the kettle's boiling ჩაიდანი დუღს;
2. მოხარშვა (˂მო˃ხარშავს; ˂მო˃იხარშება), ხარშვა; to boil an egg for smb., to boil smb. an egg ვინმესთვის კვერცხის მოხარშვა;
2. ბობოქრობა (ბობოქრობს), ღელვა (ითქმის ზღვის, ადამიანის გრძნობების და ა.შ. შესახებ); the boat was swallowed up by the boiling waves აბობოქრებულმა ტალღებმა ნავი შთანთქეს; cruelty to animals makes her blood boil ცხოველებისადმი სისასტიკე მას აცოფებს;
3. გაბრაზება (ბრაზდება); he was boiling with rage სიბრაზისაგან ცოფებს ყრიდა;
4. თევზის წყლიდან ამოხტომა (ამოხტება);
▭ to boil away დუღილით ამოშრობა (ამოშრება); water had all boiled away in the kettle ჩაიდანში წყალი მთლიანად ამომშრალიყო;
to boil down to smth. 1) შემცირება (˂შე˃ამცირებს), შეკუმშვა;
2) რაიმემდე დაყვანა (დაიყვანება);
to boil over 1) გადმოსვლა (გადმოვა), გადმოღვრა; the milk has boiled over რძე გადმოვიდა;
2) საუბ. გაბრაზება (˂გა˃ბრაზდება), ბოღმის გადმონთხევა;
3) გადაზრდა (˂გადა˃იზრდება), კონტროლიდან გამოსვლა;
◇ to boil the pot, to make the pot boil, to keep the pot boiling ა) ლუკმაპურის ფულის შოვნა; ბ) არსებული მდგომარეობის / სიტუაციის შენარჩუნება.