4. 1) მრავალბინიანი სახლი, კორპუსი (
აგრ. a block of flats);
2) საცხოვრებელი მასივი;
3) ამერ. კვარტალი; walk three blocks გაიარეთ სამი კვარტალი; to do the blocks ავსტრალ. გასეირნება;
5. 1) დაბრკოლება, შემაფერხებელი / ხელის შემშლელი ფაქტორი (მოძრაობისა, პროგრესისა და ა.შ.); traffic block საგზაო მოძრაობის შეფერხება, საგზაო საცობი; there was a block in the pipe and the water could not flow away მილი გაჭედილი იყო და წყალს ვერ ატარებდა;
2) სპორტ. ბლოკი, ბლოკირება, მოწინააღმდეგე მოთამაშის მოძრაობის შეფერხება;
6. ობსტრუქცია (პარლამენტში);
7. 1) ტექ. ბლოკი, ჭოჭონაქი;
2) ამერ. დიდი ღრუ აგური;
3) სათამაშო კუბურა;
4) ბლოკი; აგურის, კუბის და მისთ. ფორმის საგანი; a block of soap საპნის ნაჭერი; a block of cigarettes სიგარეტების ბლოკი (20 კოლოფი); a block of ice ყინულის ხორგი (ზღვაზე); ყინულის დიდი ნატეხი; a block of stone ქვის ლოდი / ბლოკი; a block of concrete ბეტონის ბლოკი; a block of wood ხის ძელი; a chopping block ხორცის, მწვანილის და ა.შ. დასაჭრელი სქელი დაფა;
8. (the blocks) pl სპორტ. სასტარტო ტერფსაბჯენები (აგრ. starting blocks);
9. პოლიგრ. ხის საბეჭდი ფორმა; კლიშე; მეტალის შტამპი;
10. კუნძურა (ქუდებისა);
11. საუბ. ყეყეჩი, შტერი, რეგვენი;
12. საუბ. გოგრა, თავი;
13. 1) ერთგვაროვანი საგნების ჯგუფი; a block of shares ფინ. აქციების პაკეტი; a block of seats in a theatre სკამების რამდენიმე რიგი თეატრში (გასასვლელებს შორის); this block of seats is reserved ეს რიგი / ადგილები დაკავებულია; in (the) block ერთიანად, სულ მთლად;
2) დროის მონაკვეთი (რომელიც ერთ მთლიან ერთეულად განიხილება); the class is divided into two blocks of fifty minutes გაკვეთილი გაყოფილია ორ ორმოცდაათწუთიან მონაკვეთად / ნაწილად;
14. = bloc;
15. ბლოკნოტი;
16. ტექ. ბლოკი; შკივი; ჭოჭონაქი;
17. კოჭი (ასაფეთქებელი, საკვამლე);
18. კუბი (კონცენტრატისა);
19. ქვესადგამი აუქციონზე; to go on / to / the block აუქციონზე გაყიდვა; ʘ გაიყიდა;
20. შევარდნის ქანდარა;
21. რკ.-გზ. ბლოკ-პოსტი; სასიგნალო ხელსაწყოთა სისტემა მატარებლების მიმოსვლის რეგულირებისათვის;
22. მედ. ბლოკადა; nerve [heart] block ნერვის [გულის] ბლოკადა;
23. რად. ოსცილატორის რხევის უეცარი შეწყვეტა;
24. სამთ. მთელანი;
25. ავსტრალ. გეოდეზიური უბანი;
26. 1) ფსიქოლ. დამუხრუჭება (საუბრის ან აზროვნების შესაძლებლობის უეცარი ბლოკირება / შეწყვეტა); writer's block მწერლის მიერ წერის უნარის დროებითი დაკარგვა;
2) რისამე ვერგახსენება, ვერგაგება; I had a complete mental block about his name ვერაფრით გავიხსენე მისი სახელი;
⌇ block vote წარმომადგენლობითი კენჭისყრა (ინგლისის პროფკავშირებში); block booking კინ. კონტრაქტის დადება რამდენიმე ფილმის ჩვენებაზე, რომლის თანახმად გამქირავებლის მიერ შემოთავაზებული ფილმებიც უნდა იყოს დემონსტრირებული; block diagram ა) რად. ჩონჩხური სქემა; ბ) სივრცული დიაგრამა; block system რკ.-გზ. ბლოკირება; block signal რკ.-გზ. ბლოკ-სიგნალი;
◇ a chip of the old block ≅ ხასიათით სულ მამას ჰგავს; to cut blocks with a razor ≅ წყლის ნაყვა; დროისა და ენერგიის ამაოდ ხარჯვა.