1. 1) საწოლი; ლოგინი; folding [camp] bed გასაშლელი [სალაშქრო] საწოლი; single [double] bed ერთადგილიანი [ორადგილიანი] საწოლი; soft [hard, comfortable] bed რბილი [მაგარი, მოხერხებული] საწოლი; hospital bed საავადმყოფოს საწოლი; bed of boards ტახტი; marriage / nuptial / bed საქორწინო სარეცელი; a bed of state ისტ. სამეფო სარეცელი; the bed of death სასიკვდილო სარეცელი; to sit on the bed ლოგინზე ჯდომა; she was lying in bed ლოგინში იწვა; to go to bed ლოგინში დაწოლა (დასაძინებლად) [იხ. აგრ. ◇]; to get out of bed ლოგინიდან ადგომა [შდრ. აგრ. ◇]; to take one's bed ავად გახდომა; to keep to one's bed ავად ყოფნა, ლოგინად ჩავარდნა; to be confined to bed ʘ ლოგინადაა ჩავარდნილი, ლოგინსაა მიჯაჭვული; to leave one's bed ლოგინიდან ადგომა, ფეხზე დადგომა, გამოჯანმრთელება; to put (a child) to bed ბავშვის დაწვენა, დაძინება [იხ. აგრ. ◇]; to make the bed ა) ლოგინის გასწორება (დილით); ბ) ლოგინის გაშლა (საღამოს); to change the bed ლოგინის თეთრეულის გამოცვლა;
2) ლეიბი; საგები, საგებელი; bed of hay [leaves] თივის [ფოთლების] საგები; feather bed ბუმბულის ლეიბი; a bed of straw ჩალის ნაალი; the soliders lay down on a bed of straw ჯარისკაცები ჩალაზე დაწვნენ; the dog on his bed in the corner ძაღლი თავის საგებზეა კუთხეში;
3) საქორწინო სარეცელი; ქორწინება; the eldest son of the second bed უფროსი ვაჟიშვილი მეორე ქორწინებიდან; to be false to one's bed მეუღლის ღალატი;
4) პოეტ. სამარე, საფლავი (აგრ. narrow bed, bed of dust); bed of honour ხატოვნ. ა) ბრძოლის ველი; ბ) ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა საძმო სასაფლაო; lie in the bed of honour ბრძოლის ველზე დაცემა; გმირულად სიკვდილი; to put to bed with a shovel დამარხვა;
2. ღამის გასათევი; bed and breakfast იხ. B and B;
3. 1) ცოლ-ქმრის სარეცელი;
2) სქესობრივი კავშირი;
4. 1) კლუმბი, ყვავილნარი; კვალი; flower bed ყვავილნარი; a bed of onions ხახვის კვალი;
2) ს.-მ. დასათესად გამზადებული მიწა;
3) ბოტ. თესლბუდე;
5. რაყა, ბარდი; bed of nettles [rushes] ჭინჭრის [ლელქაშის] ბარდი;
6. ფსკერი (ზღვისა, ტბისა და ა.შ.); კალაპოტი (მდინარისა); the sea bed ზღვის ფსკერი;
7. რკ.-გზ. გზის ვაკისი; bed ballast ბალასტის ფენა;
8. ტექ. 1) საძირკველი, საფუძველი; ძირი;
2) საგები, საფენი; ქვედა ფენა / შრე;
3) აგურის რიგი ქვის წყობაში;
9. გეოლ. ჰორიზონტი; განლაგება; ფენა;
2) ქვენაფენი შრე;
10. 1) ტექ. სადგარი, ჩარჩო;
2) ტექ. შაბოტი (უროსი);
3) პოლიგრ. ტალერი;
4) მეტალ. ლორფინი;
⌇ bed lamp / light / ლამპა საწოლთან; bed sheet ზეწარი; bed linen საწოლის თეთრეული; bed warmer სათბურა (საწოლისათვის); bed jacket ღამის ზედატანი; bed rest ა) წოლითი რეჟიმი (ავადმყოფისა); ბ) სამარჯვი / მოწყობილობა საწოლში დასაჯდომად; bed care მედ. ა) სტაციონარული ავადმყოფების მოვლა; მწოლიარე ავადმყოფების მოვლა; ბ) წოლითი რეჟიმი; bed capacity საწოლების რაოდენობა, ტევადობა (საავადმყოფოსი); bed availability თავისუფალი საწოლების რაოდენობა (საავადმყოფოში); bed extension გეოლ. ფენის განფენილობა; bed outcropping გეოლ. ფენის ზედაპირზე გამოსვლა;
◇ bed of roses / of down, of flowers / იოლი / მშვიდი / უშფოთველი ცხოვრება; bed of thorns ეკლიანი გზა; მძიმე ცხოვრება; to die in one's bed თავისი დღით სიკვდილი, ბუნებრივი სიკვდილი; too fond of one's bed ნაცარქექია, უქნარა; to go to bed ა) (with) ვინმესთან ცხოვრება, სქესობრივი კავშირის ქონა; ბ) პოლიგრ. სლ. ʘ იბეჭდება [იხ. აგრ. 1 1)]; the paper has gone to bed გაზეთი ხელმოწერილია დასაბეჭდად; to put (a newspaper) to bed პოლიგრ. სლ. მუშაობა (გაზეთის ნომრის მომზადებაზე) [შდრ. აგრ. 1 1)]; go to bed! სლ. ხმა ჩაიწყვიტე! წადი, ერთი! to go to bed in one's boots სლ. სასმლით გამოტყვრომა; bed and board ა) ბინა და კვება; ბ) იურ. ცოლქმრული ურთიერთობა; separation from bed and board ცოლქმრულ ურთიერთობაზე უარის თქმა; she has left his bed and board მან ქმარი მიატოვა; to get out of bed on the wrong side, ამერ. to get up on the wrong side of the bed ≅ მარცხენა ფეხზე ადგომა [შდრ. აგრ. 1 1)]; as you make your bed, so you must lie on it ანდ. როგორც დაიგებ, ისე მოისვენებო; ≅ რასაც დათესავ, იმას მოიმკი; brought to bed მშობიარე; to be brought to bed (of a boy) მომშობიარება, მოლოგინება, დაბადება (ბიჭისა); to put to bed იურ. სლ. ნაფიც მსაჯულთა გაგზავნა სათათბირო ოთახში.