1. ბოდიშს რომ იხდის, პატიებას რომ ითხოვს, საკუთარ დანაშაულს რომ გრძნობს; თავს რომ იმართლებს; to be (very) apologetic მობოდიშება; to be apologetic for / about / smth. რისამე გამო ბოდიშის მოხდა, to write an apologetic letter მობოდიშების წერილის დაწერა; to make an apologetic speech საჯაროდ ბოდიშის მოხდა; to be sincerely [reluctantly, humbly] apologetic გულწრფელად [უნდომლად / უხალისოდ, მორჩილად / თავმდაბლად] ბოდიშის მოხდა / მობოდიშება; to be deeply / profoundly / apologetic საკუთარი დანაშაულის ღრმად შეცნობა / შეგნება, რაიმეს მონანიება; to be openly apologetic საკუთარი დანაშაულის საჯაროდ აღიარება;
2. შემრიგებლური, შემარიგებელი; to speak in an apologetic tone შემრიგებლური ტონით ლაპარაკი;
3. დასაცავი, დამცავი, გამმართლებელი; აპოლოგეტური (ჩვეულ. ითქმის ტრაქტატის, გამოსვლის და ა.შ. შესახებ).