გვხვდება აბსტრაქტულ არსებით სახელებში, რომლებიც ნაწარმოებია არსებითი სახელების ფუძეთაგან და აღნიშნავენ 1)
ამა თუ იმ მდგომარეობას / გრძნობას / რაიმესადმი დამოკიდებულებას: friendship
მეგობრობა; hardship გაჭირვება, სიღარიბე, ხელმოკლეობა; ownership მფლობელობა,
მესაკუთრეობა;
2) ამა თუ იმ პირის საზოგადოებრივ მდგომარეობას / თანამდებობას: ambassadorship ელჩის თანამდებობა; chairmanship თავმჯდომარის თანამდებობა, თავმჯდომარეობა;
3) უნარს, ოსტატობას: seamanship ზღვაოსნობის / ნაოსნობის ხელოვნება; musicianship მუსიკალურობა, მუსიკოსის ოსტატობა.