მოცემული ისტორიული მომენტი ძალზე მნიშვნელოვანია ქართული ენის განვითარებისთვის. ქართულმა ენამ დაიბრუნა სახელმწიფო ენის ფუნქცია და დაიწყო განვითარება თანამედროვე რეალიებთან მისასადაგებლად. თანდათან ხმარებაში შემოვიდა საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიასთან, თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობასთან, სამართალწარმოებასთან და თავისუფალი საზოგადოების არსებობის სხვა ასპექტებთან დაკავშირებული სიტყვები და გამოთქმები, სამხედრო და სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინები. საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველო გარე სამყაროსთან ურთიერთობას ძირითადად რუსული ენის მეშვეობით ახორციელებდა. დღეს ეს ფუნქცია ინგლისურმა ენამ უნდა იტვირთოს, რაც დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისათვის.
სწორედ ამ მიზნით, დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ადმინისტრაციამ შეიმუშავა კორპორაციული შეთავაზების პაკეტები საქართველოს სკოლებისათვის, უმაღლესი სასწავლებლებისათვის, ქართული და უცხოური კორპორაციებისათვის, ბანკებისათვის, ორგანიზაციებისათვის, სამთავრობო სტრუქტურებისათვის. ვფიქრობთ, აღნიშნული შეთავაზება ხელს შეუწყობს დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის დამკვიდრებას როგორც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ისე სხვადასხვა სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და საწარმოებში. მეორე მხრივ, სარედაქციო ჯგუფს ექნება მკითხველთა ფართო სპექტრის გამოხმაურება, რაც ხელს შეუწყობს ლექსიკონის შევსებას თანამედროვე ტერმინოლოგიით.
იხილეთ კორპორაციული შეთავაზება
დღეისათვის ლექსიკონის კორპორაციული მომხმარებლები არიან:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
პროფესიული კოლეჯი სპექტრი
თბილისის პროფესიული კოლეჯი "იკაროსი"
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში
ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები