1. ჰელმ. 1) ჭია; birds looking for worms ჩიტები, რომლებიც ჭიებს / ჭიაყელებს ეძებენ;
2) პარაზიტული ჭია, ჰელმინთი; the dog has worms ამ ძაღლს ჭიები ჰყავს;
2. ენტ. მატლი; this apple is full of worms ეს ვაშლი მატლებითაა სავსე / მატლიანია / "ჭიანია";
3. ზოოლ. ჭიისებრი / ჭიისმაგვარი სხეულის მქონე ცხოველი (მაგ. ტერედო / გემის ჭია, ბოხმეჭა და ა.შ.);
4. ტექ. ჭიახრახნი (
ჭიახრახნული გადაცემისა; აგრ. worm screw);
5. სპეც. კლაკნილა, სერპენტინი (გამოსახდელი აპარატის და მისთ. სპირალურად დახვეული საკონდენსაციო მილაკი);
6. ანატ. ჭიისებრი ორგანო (მაგ. ნათხემის ჭია);
7. კომპ. "ჭია" (კომპიუტერული ვირუსის ნაირსახეობა; აგრ. computer worm).