1. inter რატომ? why were you late? რატომ დაიგვიანეთ? why are you crying? რატომ ტირით? why did you do that? ეს რატომ გააკეთე? why did you come? რატომ მოხვედი(თ)? why didn't you come? რატომ არ მოხვედი(თ)? why worry about that? რა საჭიროა ამაზე ნერვიულობა?
2. 1) rel რატომ(აც); რის / რომლის გამოც; I can see no reason why he shouldn't come ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ არ უნდა მოვიდეს იგი; the reasons why he refused are obscure მიზეზები, რომელთა გამოც მან უარი განაცხადა, გაურკვეველია; that's (the reason) why I left so early აი, რატომ წავედი ასე ადრე; the reason why the injection needs repeating every year is that the virus changes მიზეზი, რის გამოც აცრა ყოველწლიურად უნდა განმეორდეს ის გახლავთ, რომ ვირუსი იცვლება;
2) conj რატომ; რის გამო; რისთვის; tell me why you're here მითხარი, რატომ / რისთვის ხარ აქ; tell me why you did it მითხარი, რატომ გააკეთე ეს; I don't know why the television isn't working წარმოდგენა არა მაქვს, რატომ არ მუშაობს ეს ტელევიზორი; I know why it happened ვიცი, რატომ / რის გამო მოხდა ეს;
3. ჩვეულ. pl არსებ. მნიშვნ. მიზეზი; საფუძველი; never mind the whys and wherefores არ იკითხო, რატომ და რისთვის; I know very little about the whys and the wherefores of the situation მე ძალზე ცოტა ვიცი ამ სიტუაციის გამომწვევი მიზეზების შესახებ; the reader who may not be acquainted with the when, and the how, and the why of the surrender მკითხველი, რომლისთვისაც უცნობი შეიძლება იყოს დანებების / კაპიტულაციის დრო, გარემოებები და მიზეზი;
4. შორისდ. მნიშვნ. წიგნ.,
ამერ. გამოხატავს 1)
გაკვირვებას: why, there he is აი, ისიც; why Jane, it's you! ოჰ, ჯეინ, თქვენა ხართ? why, look who's here! ნახეთ, ვინ მოსულა! why, I've never seen anything like it! ასეთი რამ არასოდეს მინახავს!
2) თანხმობას: why, certainly დიახ, რა თქმა უნდა;
3) პროტესტს, შეწინააღმდეგებას, შესიტყვებას: why, it's easy – a child could do it! ეს ხომ ძალზე ადვილია – ბავშვიც კი შეძლებს ამის გაკეთებას! why, what's wrong in that? მერედა რა არის ამაში ცუდი?
4) აღშფოთებას ან გაღიზიანებას: why, don't be silly! მორჩი, ნუ სულელობ! why, that's absurd! რას ამბობთ, ეს ხომ სისულელეა!
5) უეცრად რისამე მიხვედრას / გაცნობიერებას: and I thought to myself, why, I can do that ამ დროს გულში გავიფიქრე, კაცმა რომ თქვას, ხომ შემიძლია ამის გაკეთება-მეთქი;
◇ why not? რატომაც არა? რატომ არ (უნდა) ...? "we could invite our new friends." – "Yes, why not?" "შეგვიძლია ჩვენი ახალი მეგობრები დავპატიჟოთ". – "ჰო, რატომაც არა?" why not use my car? რატომ ჩემს მანქანას არ გამოიყენებ? არ შეიძლება, ჩემი მანქანით ისარგებლო? why so? რატომ? რისთვის? why on earth, in the world, the dickens, ever, etc ემოც.-გამაძლ. საუბ. რატომ? why on earth didn't you ask me to help? რატომ არ მთხოვე დახმარება? why on earth did't you tell me before? რატომ ადრე / აქამდე არ მითხარი? why the dickens did he do that? ეს რატომ / რა ეშმაკად / რა ჯანდაბის გულისათვის გააკეთა?