1. 1) რისამე დაგუნდავება (˂და˃აგუნდავებს), გუნდის / ბურთულის გაკეთება (ბამბისგან, ქაღალდისგან და მისთ.);
2) დახვევა (˂და˃ახვევს) დაგრაგნა; დაკეცვა (ქაღალდისა, ნაჭრისა);
2. 1) რბილი მასალის გამოკვრა (˂გამო˃აკრავს), ამოდება, ამოგება (ტანსაცმლისთვის, ფეხსაცმლისთვის და სხვა); რბილი მასალით გავსება, გატენა, დაფარვა (დასათბუნებლად, დასაცავად და მისთ. – ავეჯისა და სხვა); a wadded jacket დათბუნებული / დაბამბული ქურთუკი;
2) (ღიობის) ტამპონით და მისთ. ამოვსება (˂ამო˃ავსებს), დაცობა, (რაიმეში) ტამპონის და მისთ. ჩადება; to wad one's ears ყურების დაცობა, ყურებში ბამბის და მისთ. ჩადება;
3. უპირატ. ისტ. დასატენის ჩადება (˂ჩა˃დებს) ლულიდან დასატენი ცეცხლსასროლი იარაღის ლულაში [იხ. აგრ. wad I 3].