1. მხედველობა; he suffered a temporary loss of vision მან დროებით მხედველობა დაკარგა; good [perfect, poor] vision კარგი [სრულყოფილი, სუსტი / ცუდი] მხედველობა; field of vision მხედველობის არე; night vision ღამით ხედვა; ღამით ხედვის უნარი (აგრ. სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით); cats have good night vision კატები ღამით კარგად ხედავენ;
2. 1) წარმოსახვითი სურათი, წარმოდგენა; ოცნება; he had a vision of a world in which there would be no wars ოცნების თვალით მას წარმოედგინა სამყარო, სადაც ომები არ იქნებოდა; he had visions of becoming famous წარმოიდგენდა / ოცნებობდა, როგორ გახდებოდა სახელგანთქმული; I had visions of us getting hopelessly lost თვალწინ წარმომიდგა სურათები / წარმოვიდგინე, თითქოს უიმედოდ დავიკარგეთ; Johnny was late home and, as usual, I had visions of him lying dead in some alley ჯონის შინ დააგვიანდა და მეც, როგორც ყოველთვის, შიშისაგან წარმოვიდგინე, რომ იგი რომელიმე ქუჩაბანდში ეგდო მკვდარი;
2) ხილვა, ზმანება; ჰალუცინაცია; she had a vision in which Jesus appeared before her მას ხილვა ჰქონდა, რომელშიც მას იესო გამოეცხადა; Joan of Arc saw visions ჟანა დ'არკს ხილვები ჰქონდა;
3. წიგნ. მშვენიერი სანახაობა, სასიამოვნო სანახავი / მშვენიერი ვინმე ან რამე; a vision of beauty მშვენიერი არსება, მომხიბვლელი გარეგნობის ადამიანი; she emerged from the bedroom, a vision in cream silk იგი საძილე ოთახიდან გამოვიდა, კრემისფერი აბრეშუმით მოსილი მშვენიერი სანახაობა;
4. მომავლის ხედვა, შორსმჭვრეტელობა, გამჭრიახობა; სამომავლო გეგმების შედგენის უნარი; a leader of vision მომავლის ხედვის მქონე ლიდერი; he didn't have the mental agility or vision required for a senior politician მას არ გააჩნდა არც გონების სისხარტე და არც მომავლის ხედვა, რაც წამყვანი პოლიტიკოსისთვის სრულებით აუცილებელია;
5. სპეც. გამოსახულება (ტელე- ან კინოეკრანზე); we apologize for the loss of vision ბოდიშს გიხდით გამოსახულების დაკარგვისათვის.