1. სპეც. 1) ძლიერი, ძლიერად და სწრაფად მოქმედი, სახიფათო; ვირულენტური (ითქმის შხამის / საწამლავის, დაავადების, დაავადების გამომწვევი მიკრობის და მისთ. შესახებ); a particularly virulent form of influenza გრიპის განსაკუთრებით სახიფათო / ვირულენტური ფორმა;
2) შხამიანი; მომწამვლელი (ითქმის ცხოველის, მცენარის, ნივთიერების და სხვ. შესახებ);
2. წიგნ. გაბოროტებული, გაცხარებული; მტრული; ღვარძლიანი, გესლიანი; virulent criticism მტრული / გესლიანი კრიტიკა; a virulent attack on liberalism მტრული / გაცხარებული სიტყვიერი თავდასხმა ლიბერალიზმზე; virulent nationalism აგრესიული ნაციონალიზმი.