|
აწარმოებს არსებით სახელებს, რომლებიც აღნიშნავენ პირებს მათი თანამდებობის, წოდების ან საზოგადოებრივი მდგომარეობის მიხედვით; მიუთითებს, რომ აღნიშნული პირი სხვა პირის მოადგილე ან თანაშემწეა, ანდა წოდებითა თუ მდგომარეობით მის მომდევნო, უფრო დაბალ საფეხურს თუ ადგილს იკავებს; ქართულში უპირატ. შეესატყვისება კომპონენტი: ვიცე-; vice-president ვიცე-პრეზიდენტი; vice-admiral ვიცე-ადმირალი; vice-chairman თავმჯდომარის მოადგილე, ვიცე-თავმჯდომარე.
|
|