1. ღირებულება, ფასი; to go up / rise, increase / in value ʘ ღირებულება მოემატა; გაძვირდა; to go down / fall, drop / in value ʘ ღირებულება მოაკლდა; გაიაფდა; the winner will receive a prize to the value of £1 000 გამარჯვებული მიიღებს პრიზს, რომლის ღირებულებაც 1 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს; the house now has a market value of one million pounds სახლის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება მილიონი გირვანქაა;
2. სარგებლიანობა, დიდი მნიშვნელობა; ფასი; they learnt the value of regular exercise მათ გაიგეს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს რეგულარულ ვარჯიშს; to be of little value to smb. ʘ მცირე მნიშვნელობა აქვს ვინმესათვის;
3. მათ. სიდიდე, მნიშვნელობა; what is the value of x? როგორია x-ის მნიშვნელობა?