1. ბუნდოვანი, გაურკვეველი; to have a vague memory of smth. ʘ ბუნდოვნად ახსოვს რაიმე; they had only a vague idea where the place was მათ მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ იმის თაობაზე, თუ სად იყო ეს ადგილი; she's a little vague about her plans for next year თავისი საგაისო გეგმები მას მთლად გარკვეული არა აქვს; to make vague promises ბუნდოვანი დაპირებების მიცემა; he was very vague about how much money he'd spent იგი ძალზე არასრულ ინფორმაციას იძლეოდა იმის შესახებ, თუ რამდენი ფული ჰქონდა დახარჯული; we had only a vague description of the attacker ჩვენ თავდამსხმელის მხოლოდ მიახლოებითი აღწერა გვქონდა; in the darkness they could see the vague outline of a church სიბნელეში ისინი ეკლესიის ბუნდოვან / გაურკვეველ კონტურს ხედავდნენ;
2. დაბნეული, გაფანტული; გონებაგაფანტული (ითქმის ადამიანის ან მისი ქცევის შესახებ); she looked vague when I tried to explain როდესაც მისთვის საქმის არსის ახსნას ვცდილობდი, იგი დაბნეულად გამოიყურებოდა; his vague manner concealed a brilliant mind მისი ქცევის დაბნეული მანერის მიღმა ბრწყინვალე გონება იმალებოდა.