Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

use I noun
[ju:s]
Print

1. გამოყენება, ხმარება; a ban was imposed on the use of chemical weapons ქიმიური იარაღის გამოყენება აიკრძალა; an exit for use in emergencies გასასვლელი საგანგებო ვითარების დროს გამოყენებისათვის; the use of computers in schools კომპიუტერების გამოყენება სკოლებში; the chapel was built in the 12th century and is still in use today კაპელა / სამლოცველო XII საუკუნეში აშენდა და დღესაც გამოიყენება; to make use of smth. რისამე გამოყენება / ხმარება; რითიმე სარგებლობა; we will make use of her vast experience ჩვენ მის უზარმაზარ გამოცდილებას გამოვიყენებთ; to come into use ხმარებაში შე˂მო˃სვლა; when did this word come into common use? როდის შემოვიდა ეს სიტყვა საყოველთაო / ფართო ხმარებაში? to go out of use ხმარებიდან გასვლა; ʘ აღარ გამოიყენება;

2. დანიშნულება, მიზანი (რისამე გამოყენებისა); რისამე გამოყენება; this chemical has a wide range of industrial uses ეს ქიმიური ნივთიერება მრეწველობაში მრავალი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება; I'm sure you'll think of a use for it დარწმუნებული ვარ, ამას რაიმე გამოყენებას მოუძებნი; this machine has many uses ამ მანქანას მრავალი დანიშნულება / მრავალგვარი გამოყენება აქვს; the cupboard is full of things I can never find a use for ეს კარადა ისეთი რამეებითაა / საგნებითაა სავსე, რომლებსაც გამოყენებას ვერასოდეს მოვუძებნი; to put smth. to good use რისამე სათანადოდ / ჯეროვნად გამოყენება;

3. რისამე სარგებლიანობა, გამოსადეგობა; აზრი (რისამე გაკეთებისა); these scissors are no use at all ეს მაკრატელი არაფერში გამოდგება / სრულიად გამოუსადეგარია; take this – it's of no use to me any more აიღე / შენი იყოს – მე აღარაფერში მჭირდება; can I be of any use? რამეში ხომ არ გამოგადგებით? რამით ხომ ვერ დაგეხმარებით? ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ? it is of no use to complain ჩივილს აზრი არა აქვს; what's the use of decorating the house if we are going to sell it? რა აზრი აქვს სახლის შეღებვას / შერემონტებას, თუ მის გაყიდვას ვაპირებთ? what's the use of crying? ტირილს რა აზრი აქვს?

usage use II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0590