Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

upright II adjective
[ʹʌpraɪt]
Print

1. სწორი, მხრებგამართული; სწორად / გამართულად მდგომი ან მჯდომი; ტანი სწორად რომ უჭირავს; to hold oneself upright ტანის სწორად / გამართულად დაჭერა; an upright posture მხრებგამართული / გამართული პოზა; მხრებში გამართულად / სწორად დგომა; she was still awake, sitting bolt upright staring at the television მას ჯერ კიდევ ეღვიძა, სკამზე ლარივით სწორად / გამართულად იჯდა და ტელევიზორს მისჩერებოდა; she sat upright in bed იგი ლოგინში მხრებში / წელში გამართული წამოჯდა; he managed to pull himself upright მან მოახერხა წელში გასწორებულიყო / ფეხზე გამართულად დამდგარიყო; gradually raise your body into an upright position თანდათანობით მოიყვანეთ საკუთარი სხეული ვერტიკალურ მდგომარეობაში; თანდათანობით გაიმართეთ წელში / წამოდექით; the chimpanzee stood upright and grasped the bars of its cage შიმპანზე წელში გასწორდა / უკანა ფეხებზე წამოიმართა და ხელებით თავისი გალიის გისოსებს ჩაეჭიდა;

2. ვერტიკალური; სწორად / ვერტიკალურად მდგომი, სწორი; keep the bottle upright ბოთლი ვერტიკალურად / სწორად გეჭიროთ; an upright bar ვერტიკალური / სწორად მდგომი ძელი; your seat should be in the upright position when the plane is landing როდესაც თვითმფრინავი ჯდება, თქვენი სავარძელი ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა იყოს; an upright vacuum cleaner ვერტიკალურად დასადგამი მტვერსასრუტი; an upright freezer "ვერტიკალური" საყინულე (რომელსაც სიმაღლე მეტი აქვს, ვიდრე სიგანე);

3. პატიოსანი, წესიერი; ღირსეული; an upright citizen პატიოსანი / წესიერი მოქალაქე; an upright member of the community საზოგადოების პატიოსანი / ღირსეული წევრი.

upright I uprising

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0077