![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
მიუთითებს
1. მიმართულებას ვინმესაკენ, რაიმესაკენ მიმართულებით, -კენ; she walked towards the sea იგი ზღვისკენ მიდიოდა; they were heading towards the State border ისინი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით მოძრაობდნენ; leaning towards her, he caught a whiff of perfume როდესაც ქალისკენ დაიხარა, მან სუნამოს სუნი იგრძნო; to have one's back towards smb. ვინმესკენ ზურგით დგომა; 2. დამოკიდებულებას ვინმესადმი, რაიმესადმი მიმართ, -დმი; to be warm and tender towards smb. ვინმეს მიმართ სითბოსა და სინაზის გამოჩენა; one's attitude towards death დამოკიდებულება სიკვდილისადმი; he behaved kindly towards his children თავის შვილებს იგი კეთილად ექცეოდა; 3. ფულის, სახსრების გამოყოფას ამა თუ იმ მიზნისათვის -თვის, -ზე; გადმოიცემა ზმნიზედებითაც: the money thus raised should go towards paying off the national debt ამ გზით შეგროვებული ფული სახელმწიფო ვალის გასტუმრებას უნდა მოხმარდეს; any spare money should be going towards reducing that deficit ნებისმიერი თავისუფალი ფულადი სახსრები აღნიშნული დეფიციტის შემცირებაზე უნდა იხარჯებოდეს; put the money towards a new bicycle ეგ ფული ახალი ველოსიპედის საყიდლად გამოიყენე; |
||||
![]() |
![]() |
|||
| toward | towbar |