1. 1) მეცამეტე; he is in his thirteenth year მეცამეტე წელშია გადამდგარი;
2) მეცამეტედი;
2. არსებ. მნიშვნ. 1) (the) ცამეტი რიცხვი (თვისა); on the thirteenth of May ცამეტ მაისს;
2) მეცამეტედი ნაწილი; ერთი მეცამეტედი; two thirteenths ორი მეცამეტედი;
3) ისტ. გადასახადი მოძრავ ქონებაზე ან წლიურ რენტაზე ერთი მეცამეტედის ოდენობით (ინგლისში);
3. ზმნს. მნიშვნ. მეცამეტე, მეცამეტედ; he arrived thirteenth იგი მეცამეტე (ჩა)მოვიდა;
◇ Louis the Thirteenth ლუი მეცამეტე.