1. 1) მარყუჟი; ღილის კილო; საკიდარი (ტანსაცმელზე და ა.შ. მიკერებული);
2) ამერ. ლითონის რგოლი / სახელური (რისამე გასახსნელად და მისთ.; აგრ. pull tab); to open a tin by pulling a metal tab თუნუქის ქილის გახსნა ლითონის რგოლის მოქაჩვით;
3) სპეც. ყუნწი, მარყუჟი; რგოლი; სახელური;
2. ეტიკეტი, იარლიყი;
3. კომპ. ჩანართი (დიალოგური ფანჯრის ან ბრაუზერის ამა თუ იმ გვერდზე გადასასვლელი ღილაკი); active / current / tab აქტიური / მიმდინარე / გახსნილი ჩანართი; to open a new tab, press Ctrl-T ბრაუზერში ახალი ჩანართის გასახსნელად დააჭირეთ "კონტროლ-ტის";
4. კომპ. ტაბულაციის კლავიში, Tab-კლავიში; ტაბულატორი, ტაბი (
კომპიუტერის კლავიატურაზე; აგრ. tab key, tabulator);
5. ავ. ტრიმერი (ელერონისა; აგრ. trim tab);
6. სამხ. ფერადი დანაკერი უნიფორმის საყელოზე (სამხედრო წოდების აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშანი);
7. სამხ. სლ. მარში; ფეხით სიარული; we had a long tab to our pick-up point დიდხანს მოგვიწია ფეხით სიარული თვითმფრინავის ბორტზე ასვლის პუნქტამდე;
8. საუბ., დიალ. სიგარეტი;
9. სლ. ქაღალდის მცირე პაკეტი ნარკოტიკით (უპირატ. ელ-ეს-დეთი; აგრ. tab of acid);
◇ to keep tabs on smb., smth. ვისიმე, რისამე გაკონტროლება, ვინმესთვის, რაიმესთვის თვალყურის დევნება; to pick up the tab საუბ. რისამე საფასურის გადახდა; რისამე ხარჯების დაფარვა (აგრ. to pay the tab); insurers picked up about 60 percent of the tab მზღვეველებმა ხარჯების დაახლოებით 60 პროცენტი აიღეს საკუთარ თავზე.