Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

swoop II verb
[swu:p]
Print

1. 1) მსხვერპლის დასაჭერად სწრაფად დაბლა დაშვება (˂და˃ეშვება), მიწისკენ გაქანება (ითქმის მტაცებელი ფრინველის შესახებ); the barn owl can swoop down on a mouse in total darkness ტყის ბუს სრულ სიბნელეში შეუძლია თაგვს მოულოდნელად ჰაერიდან თავს დააცხრეს; huge birds swoop down from the sky უზარმაზარი ფრინველები ციდან მიწისკენ ეშვებიან / მოექანებიან; the eagle hovered, ready to swoop at any moment არწივი ჰაერში ეკიდა / ლივლივებდა, ნებისმიერ მომენტში მიწისკენ გასაქანებლად / მსხვერპლზე თავდასასხმელად გამზადებული;

2) ავ. პიკეს გაკეთება (˂გა˃აკეთებს), პიკირება; სწრაფად ძირს დაშვება (ითქმის საფრენი აპარატის შესახებ); the aircraft swooped down over the buildings თვითმფრინავმა შენობების თავზე პიკე გააკეთა; a helicopter suddenly swooped down შვეულმფრენი უეცრად დაბლა დაეშვა / მიწისკენ წამოვიდა;

2. (on) უეცარი რეიდის ან თავდასხმის მოწყობა (˂მო˃აწყობს) / ჩატარება (განსაკ. ითქმის პოლიციის ან ჯარის შესახებ); police swooped at dawn and arrested the man გამთენიისას პოლიციამ რეიდი მოაწყო და ძებნილი მამაკაცი დააკავა; armed police swooped on a flat after a tip-off ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ შეიარაღებულმა პოლიციელებმა ბინაზე რეიდი მოაწყვეს; police swooped as the gang came out of the bank პოლიციელებმა მოულოდნელი თავდასხმა მაშინ მოაწყვეს, როდესაც მძარცველები ბანკიდან გამოვიდნენ.

swoop I swoosh I

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0442