Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

swim II verb
[swɪm]
Print
(swam; swum)

1. ცურვა (ცურავს), ცურაობა; I can't swim ცურვა არ ვიცი; the boys swam across the lake ბიჭებმა ტბა გადაცურეს; hundreds of tiny fish swam past ასეულობით წვრილ-წვრილმა თევზმა ჩაიარა ცურვით; they spent the day swimming and sunbathing მთელი დღე ცურაობასა და მზის აბაზანების მიღებაში გაატარეს; kids learning to swim the backstroke ბავშვები, რომლებიც ზურგზე ცურვას სწავლობენ; she was the first woman to swim the Channel იგი პირველი ქალი იყო, რომელმაც ლა-მანში გადაცურა; to go swimming ზღვაში და მისთ. ცურაობა, ბანაობა (გასართობად); I go swimming twice a week კვირაში ორჯერ ვცურაობ;

2. (in, with) ʘ დაფარულია, სავსეა (ამა თუ იმ სითხით); რაიმეში ცურავს; the salad was swimming in oil სალათა ზეთში ცურავდა; potatoes swimming in thick gravy სქელ საწებელში ჩაძირული შემწვარი კარტოფილი; her eyes were swimming with tears ქალს თვალი ცრემლით ჰქონდა სავსე;

3. ʘ თვალთ აუჭრელდა; ოთახი, იატაკი და მისთ. თვალწინ დაუტრიალდა (თავბრუსხვევის, გულის წასვლის და მისთ. დროს); the floor began to swim before my eyes and I fainted იატაკი თითქოს თვალწინ დამიტრიალდა / თვალთ ამიჭრელდა და გონება დავკარგე; getting up too suddenly made the room swim before her eyes უეცრად წამოდგომისაგან ქალს ოთახი თვალწინ დაუტრიალდა; the pages swam before her eyes კითხვისას თვალთ აუჭრელდა / მოეჩვენა, რომ გვერდებმა მის თვალწინ ტრიალი დაიწყო;

swim I swim bladder

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0152