(
swore;
sworn)
1. (at) ლანძღვა (ლანძღავს, ილანძღება), გინება; უხეში ან შეურაცხმყოფელი სიტყვების ხმარება (განსაკ. გაბრაზებისას); he hit his thumb with the hammer and swore loudly მან ცერა თითში ჩაქუჩი ჩაირტყა და ხმამაღლა შეიგინა; there's no point in swearing at the car just because it won't start! აზრი არა აქვს მანქანის გინებას მხოლოდ იმის გამო, რომ არ იქოქება! don't swear in front of the children ბავშვების გასაგონად ნუ ილანძღები / უხეშ სიტყვებს ნუ ხმარობ; he turned round and swore at me იგი მოტრიალდა და ლანძღვა-გინება დამიწყო / შემაგინა; why did you let him swear at you like that? რატომ მიეცი უფლება, ასე გაელანძღე / ეგინებინე?
2. დაფიცება (დაიფიცებს); ʘ ფიცავს, ფიცულობს; he swore revenge on the man who had killed his father დაიფიცა, შური ეძია მამამისის მკვლელზე; I swear (that) I'll never leave you ვფიცავ, (რომ) არასოდეს მიგატოვებ; she made him swear not to tell anyone ქალმა იგი დააფიცა, რომ არავის არაფერს ეტყოდა; she swore (that) she'd never seen him before ქალმა დაიფიცა, რომ იგი ადრე არასოდეს ენახა; when you give evidence in court you have to swear to tell the truth როდესაც სასამართლოში ჩვენებას იძლევი, უნდა დაიფიცო, რომ სიმართლეს ილაპარაკებ; witnesses were required to swear on the Bible მოწმეებს ბიბლიაზე უნდა დაეფიცათ; I swear to God I had nothing to do with it ვფიცავ ღმერთს, მომხდართან არავითარი კავშირი არა მქონია;
▭ to swear by 1) ვისიმე, რისამე დაფიცება (დაიფიცებს); ʘ ვინმეს, რაიმეს ფიცავს; I swear by almighty God that I will tell the truth ყოვლისშემძლე ღმერთსა ვფიცავ, რომ სიმართლეს ვილაპარაკებ;
2) ʘ ღრმად არის დარწმუნებული რისამე გამოსადეგობაში ან სასარგებლოობაში; რაიმეს დიდად ენდობა; she swears by meditation as a way of relieving stress ღრმად სწამს მედიტაციის, როგორც სტრესის მოხსნის საშუალების, ეფექტიანობისა; have you tried using vinegar to clean windows? My mum swears by it ფანჯრების გასაწმენდად ძმრის გამოყენება არ გიცდია? დედაჩემი ამ მეთოდის დიდი ქომაგია;
to swear in უპირატ. pass დაფიცება (˂და˃აფიცებს), ფიცის დადებინება (თანამდებობის დაკავებისას); the President will be sworn in next week მომავალ კვირაში პრეზიდენტს ფიცს დაადებინებენ / პრეზიდენტი ფიცს დადებს [შდრ. აგრ. swearing-in];
◇ to swear blind ʘ დაბეჯითებით ამტკიცებს; ირწმუნება; she swore blind that she had never seen him before ქალი დაბეჯითებით ამტკიცებდა / ირწმუნებოდა, რომ იგი ადრე არასოდეს ენახა; to swear like a trooper იხ. trooper ◇.