1. ყლაპვა (ყლაპავს), ჩაყლაპვა; always chew food well before swallowing it სანამ ჩაყლაპავდე, საჭმელი ყოველთვის კარგად დაღეჭე ხოლმე; it's easier to swallow pills if you take them with water თუ წყალს დააყოლებ, აბები უფრო ადვილი ჩასაყლაპავია; I had a sore throat and it hurt to swallow ყელი მტკიოდა და ყლაპვა მიჭირდა; the snake swallowed the bird whole გველმა ჩიტი მთლიანად გადაყლაპა;
2. ყლაპვითი მოძრაობის გაკეთება (˂გა˃აკეთებს), ნერწყვის ჩაყლაპვა (ნერვიულობისგან, უხერხულობისგან და მისთ.); she swallowed hard and told him the bad news ქალმა გაჭირვებით გააკეთა ყლაპვითი მოძრაობა და ცუდი ამბავი უთხრა მას; she swallowed nervously before beginning სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, მან ნერვიულად ჩაყლაპა ნერწყვი;
3. საუბ. დაჯერება (˂და˃იჯერებს), სარწმუნოდ მიჩნევა (ნათქვამისა, ნაამბობისა და მისთ.); I told him we were journalists and he seemed to swallow it ვუთხარი, ჟურნალისტები ვართ-მეთქი და მგონი დაიჯერა; I found his story a bit hard to swallow მისი ნაამბობი, ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელი მომეჩვენა;
4. მოთ
მენა (
˂მო
˃ით
მენს), უსიტყვოდ ატანა, "გადაყლაპვა" (
შეურაცხყოფისა, კრიტიკისა და სხვ.); I was surprised that he just sat there and swallowed all their remarks გამიკვირდა, რომ იგი იჯდა და ყველა მათს შენიშვნას უსიტყვოდ ით
მენდა; I found her criticism very hard to swallow მისი კრიტიკა ჩემთვის ძალიან ძნელი მოსათ
მენი / ასატანი აღმოჩნდა;
5. შეკავება (˂შე˃იკავებს), დაოკება, "ჩაყლაპვა" (გრძნობისა, ემოციისა და მისთ.); I swallowed my pride and phoned him თავმოყვარეობის გრძნობა შევიკავე / დავთმე და დავურეკე; to swallow one's doubts ეჭვების მოთოკვა / დაფარვა; she swallowed her disappointment, saying, "That's OK, it doesn't matter" მან იმედგაცრუება მოთოკა / არ გამოაჩინა და თქვა, ყველაფერი რიგზეა, არა უშავსო;
6. (up) 1) შთანთქმა (შთანთქავს), მთლიანად მოხმარება (განსაკ. ფულისა); the rent swallows up most of our monthly income ბინის ქირას / საიჯარო გადასახადს ჩვენი თვიური შემოსავლის უდიდესი ნაწილი მიაქვს;
2) შთანთქმა (შთანთქავს), "ჩაყლაპვა"; large areas of countryside have been swallowed up by towns სოფლის მხარის ვრცელი ტერიტორიები ქალაქებმა შთანთქა; many small businesses are being swallowed up by large international companies მრავალ მცირე საწარმოს მსხვილი საერთაშორისო კომპანიები ნთქავენ; I watched her walk down the road until she was swallowed by the darkness ქალს გზაზე მიმავალს გავყურებდი, სანამ იგი სიბნელეში არ გაუჩინარდა.