![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. 1) უზრუნველყოფა (უზრუნველყოფს), ხელის შეწყობა (სიცოცხლისთვის, რისამე არსებობისთვის); ʘ აცოცხლებს, აარსებებს; აძლებინებს; which planets can sustain life? რომელ პლანეტებს შეუძლია სიცოცხლის არსებობის უზრუნველყოფა? რომელ პლანეტებზეა შესაძლებელი სიცოცხლის არსებობა? the soil in this part of the world is not rich enough to sustain a large population ნიადაგი მსოფლიოს ამ ნაწილში არასაკმარისად ნოყიერია იმისათვის, რომ მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გამოკვება შეძლოს; the money he received was hardly enough to sustain a wife and five children ფული, რომელსაც იგი იღებდა, ძლივს ჰყოფნიდა ცოლისა და ხუთი შვილის სარჩენად; the love and support of his family sustained him during his time in prison ოჯახის წევრთა სიყვარულმა და მხარდაჭერამ ციხეში პატიმრობის პერიოდი გააძლებინა; 2) შენარჩუნება (˂შე˃ინარჩუნებს), შეწყდომის, გაქრობის ან შემცირების საშუალების არმიცემა; she managed to sustain everyone's interest until the end of her speech მან მოახერხა ყველა მსმენელის ინტერესი სიტყვით თავისი გამოსვლის ბოლომდე შეენარჩუნებინა; the team may not be able to sustain this level of performance გუნდმა შეიძლება თამაშის ასეთი დონის შენარჩუნება ვერ შეძლოს; the policies necessary to sustain economic growth ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად აუცილებელი პოლიტიკა; a period of sustained economic growth უწყვეტი ეკონომიკური ზრდის პერიოდი; 2. წიგნ. განცდა (განიცდის), გადატანა (რაიმე უარყოფითისა ან არასასურველისა); to sustain an injury ტრავმის მიღება, დაშავება; to sustain a defeat დამარცხების განცდა; ʘ დამარცხდა, წააგო; some nearby buildings sustained minor damage ზოგიერთმა ახლომდებარე შენობამ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო; the company sustained losses of millions of dollars კომპანიამ მილიონობით დოლარის ზარალი განიცადა; 3. დადასტურება (˂და˃ადასტურებს), დამტკიცება; the evidence is not detailed enough to sustain his argument მოყვანილი მონაცემები საკმარისად დეტალური არ არის იმისათვის, რომ მისი მოსაზრების დასამტკიცებლად / დასასაბუთებლად გამოდგეს; |
||||
![]() |
![]() |
|||
| sussed | sustainability |