1. 1) უზრუნველყოფა (უზრუნველყოფს), ხელის შეწყობა (სიცოცხლისთვის, რისამე არსებობისთვის); ʘ აცოცხლებს, აარსებებს; აძლებინებს; which planets can sustain life? რომელ პლანეტებს შეუძლია სიცოცხლის არსებობის უზრუნველყოფა? რომელ პლანეტებზეა შესაძლებელი სიცოცხლის არსებობა? the soil in this part of the world is not rich enough to sustain a large population ნიადაგი მსოფლიოს ამ ნაწილში არასაკმარისად ნოყიერია იმისათვის, რომ მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გამოკვება შეძლოს; the money he received was hardly enough to sustain a wife and five children ფული, რომელსაც იგი იღებდა, ძლივს ჰყოფნიდა ცოლისა და ხუთი შვილის სარჩენად; the love and support of his family sustained him during his time in prison ოჯახის წევრთა სიყვარულმა და მხარდაჭერამ ციხეში პატიმრობის პერიოდი გააძლებინა;
2) შენარჩუნება (˂შე˃ინარჩუნებს), შეწყდომის, გაქრობის ან შემცირების საშუალების არმიცემა; she managed to sustain everyone's interest until the end of her speech მან მოახერხა ყველა მსმენელის ინტერესი სიტყვით თავისი გამოსვლის ბოლომდე შეენარჩუნებინა; the team may not be able to sustain this level of performance გუნდმა შეიძლება თამაშის ასეთი დონის შენარჩუნება ვერ შეძლოს; the policies necessary to sustain economic growth ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად აუცილებელი პოლიტიკა; a period of sustained economic growth უწყვეტი ეკონომიკური ზრდის პერიოდი;
2. წიგნ. განცდა (განიცდის), გადატანა (რაიმე უარყოფითისა ან არასასურველისა); to sustain an injury ტრავმის მიღება, დაშავება; to sustain a defeat დამარცხების განცდა; ʘ დამარცხდა, წააგო; some nearby buildings sustained minor damage ზოგიერთმა ახლომდებარე შენობამ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო; the company sustained losses of millions of dollars კომპანიამ მილიონობით დოლარის ზარალი განიცადა;
3. დადასტურება (˂და˃ადასტურებს), დამტკიცება; the evidence is not detailed enough to sustain his argument მოყვანილი მონაცემები საკმარისად დეტალური არ არის იმისათვის, რომ მისი მოსაზრების დასამტკიცებლად / დასასაბუთებლად გამოდგეს;
4. წიგნ. გაძლება (
˂გა
˃უძლებს), ატანა; the ice will not sustain your weight ყინული შენს წონას ვერ გაუძლებს; each species of plant can sustain a certain amount of heat and cold მცენარის თითოეულ სახეობას გარკვეული სიძლიერის სიცხისა და სიცივის გაძლება / ატანა შეუძლია; scarce one of the cities was now capable of sustaining a siege ახლა უკვე საეჭვო იყო, ამ ქალაქებიდან ერთს მაინც გაეძლო ალყისათვის; to sustain great provocation
ʘ დიდ პროვოკაციას გაუძლო / არ აჰყვა;
5. იურ. მხარის დაჭერა (˂და˃უჭერს), მისაღებად / საფუძვლიანად ცნობა (სარჩელისა, პრეტენზიისა, პროტესტისა და მისთ.); the court sustained his claim that the contract was illegal სასამართლომ დააკმაყოფილა / კანონიერად ცნო მისი სარჩელი, რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულება უკანონო იყო; objection sustained! შესაგებელი / პროტესტი მიღებულია! (მოსამართლის სიტყვები სასამართლო პროცესის დროს ადვოკატის მიერ გამოთქმული პროტესტის საპასუხოდ).